გამომცემლობა პალიტრა L შეიქმნა 2005 წელს. ათი წლის მანძილზე გამომცემლობამ განახორციელა მრავალი ძალზედ მნიშვნელოვანი, ინოვაციური, მასშტაბური პროექტი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტი, ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, რის შედეგად გამომცემლობამ წამყვანი პოზიცია დაიმკვიდრა საქართველოს წიგნის ბაზარზე. ამჟამად გამომცემლობა პალიტრა L წლის განმავლობაში გამოსცემს 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს.