ირაკლი ფარჯიანი – XX საუკუნის ქართული ავანგარდის, ე.წ. 80-იანელთა თაობის წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაც თემატური, სტილისტური თუ ტექნიკური თვალსაზრისით, სრულიად უნიკალურია როგორც ქართული, ისე მსოფლიო მხატვრობაში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტეის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდგომ ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.
მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების უფროს კონსერვატორად, არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.