Jump to ratings and reviews
Rate this book

მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ

Rate this book
გურამ რჩეულიშვილი ჯერ ისევ ჭაბუკი წავიდა ჩვენგან, წავიდა ნაადრევად, მაგრამ ხალასი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით შეძლო საპატიო ადგილი დაემკვიდრებინა თანადროულ ქართულ მწერლობაში. რაც დრო გადის, ინტერესი მკითხველთა საზოგადოებისა, მეტადრე ახალგაზრდობისა, მისი შემოქმედებისადმი და ლამის ლეგენდის შარავანდით მოსილი პიროვნებისადმი მით უფრო ცხველდება. ეს კი მწერლის სიცოცხლესა და ძალმოსილებას მოწმობს.
ამ წიგნში, რომელიც განმეორებით გამოდის და ავტორმა ახალი მასალით შეავსო, მკითხველი უთუოდ ინტერესით გაეცნობა გურამ რჩეულიშვილს, როგრც შემოქმედსა და პიროვნებას, დანახულს უახლოესი მეგობრის, თავადაც შემოქმედის თვალით.

287 pages, Unknown Binding

First published January 1, 1984

5 people are currently reading
47 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
11 (84%)
4 stars
1 (7%)
3 stars
1 (7%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
December 27, 2024
,,დედა, ნუ ჩამოხვალ ზღვაზე,
ზღვა ძალიან ღელავს,
შენ სუსტი ხარ, დედა,
ზღვა დაგახრჩობს შენ,
მე თოლია ვარ,
ქარს და ტალღებს ვეთამაშები” 🤍

გურამი იმ ერთეულთა შორისაა, რომელთაც ახალგაზრდულმა სურვილებმა ვერ დაათრგუნინეს დიადი შემოქმედებითი იმპულსი - თბილისის ფილაქნებზე ყოველი ნაბიჯისას, გურამი ფიქრობდა წერაზე, ბაკურიანის გაყინულ თოვლში მელნით დასვრილი თითების არევისას გრძნობდა, რამდენად დიდია სამყარო და როგორ არ უნდა, რამე გამორჩეს, ოთახში, რომელიც შეიძლებოდა უღმერთოდაც მოსწყენოდა, იგი ეძიებდა იმ დიდებულ თავშესაფარს, ადამიანებისგან შორს ყოფნა რომ ჰქვია, მაგრამ მას არასდრის აუცრუებია გული მეგობრებზე, არც სამყაროზე, არც ღმერთზე.

გურამს სჩვეოდა საკუთარ სიკვდილზე ტრაგიკული ტონით საუბარი, თითქოს ბედნიერი წუთების მიღმა შეყუჟული იშვიათად დაღვრილი ცრემლებით დამალული სევდით ესწრაფვოდა დასასრულს, მხოლოდ ქვეცნობიერად და გურამზე უგონოდ შეყვარებულმა სამყარომ მას აჩუქა სიკვდილი ისეთი, როგორიც ენდომებოდა - ვნებით დამუხტულმა, ცხოვრების უმთავრესი პრინციპების სისხლში ჩაძირულმა, ტალღებს შორის დაბნეული ფიქრებისა და მადლიერების განცდების შიშვერშერეული ექსტაზით, გურამმა მოისწრაფა ქართული საზოგადოებისთვის ესოდენ ღირებული სიცოცხლე და შეურთო ვაჟკაცური, შეყვარებული ფიქრები წელში მოხრილ მონატრებულსა და საფიცარ ბებოს და ახლა იქ, მარად ახალგაზრდა, მომხიბვლელი ჭაბუკი კითხულობს ტიციანისა და პაოლოს გაზეპირებულ ტაეპებს, რადგან მას სიცოცხლე სხვანაირად არ შეუძლია - და დიახ, გურამი იქაც ცოცხალია და საერთოდ, გურამი არსად წასულა, რადგან აზვირთებული სტიქიის უმოწყალოდ ლამაზი ქაოსი ვერ ჩაკარგავს გურამის მხედრულ სულისკვეთებას, იგი ისევ დგას ალავერდზე, ისევ ფიქრობს, რომ განცდაზე დიდი და ღირებული არაფერი მოიძევება და რომ ვნება შენებაშია. და აშენებს. სულ.

და ამის წერისას წარმოვიდგინე, ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა, იმის მხილველნი, გურამს როგორ უყვარდა ვაჟა, ბუნება და სამყაროს სუნთქვა, როგორ ეპატიჟებიან სადილზე იქ, სადაც ყველა კი არა, თითქმის ვერავინ მიდის.

მე აქამდე არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების ადამიანი, მაგრამ ახლა მხოლოდ ვნატრობ, ვინმეს შემახვედრა, ვინც ოდნავ მაინც მიუახლოვდება ჩემს გონებაში დახატულ გურამის პორტრეტს.

P.S ცოტა ტეხავს ნუგზარ წერეთელში გაჩენილი და ნაწერში ვერ დამალული აშკარა შურის მომენტი, სახელი რჩეულიშვილზე წერით გაითქვა ბოლოს და ბოლოს. მაგრამ ეგეც გურამისნაირი ადამიანის ბედია, ვერსად წაუხვალ.

და კიდევ, მომავალი წლის უეჭველად ასასრულებელ სურვილთა სიას მიემატა ალაზნის ველის ნახვა გომბორის ქედიდან, რადგან თურმე ყველაზე ლამაზი ამ კუთხითაა. მარიამ, წავედით
Profile Image for Nutsa Lephsaia.
17 reviews1 follower
December 27, 2024
ლურჯია გურამის სახე, ლურჯი.

ზურგიდან მოეპარა სიკვდილი გურამს, თვალებში ჩახედვა ვერ გაუბედა და ალბათ მაგიტომ.

შავ ზღვაში ლურჯია გურამის სახე.

უსიცოცხლოა სიცოცხლეს დაწაფებული კაცის მკლავები, რანაირი სიყვარული იცოდნენ ნეტავ იმისმა მკლავებმა ადრე. “ნეტავი იმას ვინაცა იმის მკლავზედა წვებოდა.”

მოკვდა გურამი და მზე მთვარეს შეხვვდა. 26 წელი იქცა მარადისობად.

მე ასე მჯერა, 1960წლის უღვთო ზაფხულის მიწურულს ერთი საგალობელი უნდა ეგალობათ ქართულ მიწაზე მხოლოდ - “ბინდის ფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება.”
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.