ეს წიგნი, წიგნი რომ არ იყოს (ანუ აბზაცებით, მსხვილი სათაურებითა და რომელიღაცა შრიფტით შევსებული თეთრი ფურცლების ნაკრები), ფოტოალბომი იქნებოდა – ერთი ავტორის ფოტოჩანახატებით სავსე – ფოტოისტორიები, ფოტოპორტრეტები, ფოტოგანწყობები, ფოტომოგონებები, ფოტოაღმოჩენები, ფოტოსახელები, ფოტოქალაქები და ფოტოადამიანები. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს წიგნია, თანაც ძალიან კარგი ლექსების წიგნი, რაც თქვენი, როგორც მკითხველის შრომას ართულებს, თუმცა როლს უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
სალომე ბენიძის მოხსენებითი ბარათი ლიტერატურული პრემია საბას 2011 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი.
ვერ ვიპოვე წინა დღეებში ეს კრებული აქ, მარა ყოფილა თურმე
ძალიან მაგარი ვინმეა სალომე ბენიძე, ნაწვიმარ სკამებზე მსხდარი მკვდარი პოეტების მაგვარი საზოგადოებისთვის ყველა ლექსის დასასრულს თავში ხელის შემორტყმის მომენტი დგებოდა, სანთებელა მომაწოდე და აუ, ვინაა ეს, შეძახილები. ანუ, წაიკითხეთ, გთხოვთ
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული -
,,და როცა სიკვდილს გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს - ფერადი კაშნე, ჩრდილოურ ზამთრის ღამეებში რომ მოგიქსოვე ხელის კანკალით, გამოდგება ერთ დღეს თოკადაც - ისე მოვქსოვე, რომ გაუძლოს სიმძიმეს შენსას, შენი თეთრი სხეულის და გულის სიმძიმეს, სადაც მე ვცხოვრობ. და ამ თოკზე რომ გიპოვიან ჩამოკიდებულს, გალურჯებულს და მოქანავეს, ძველი საათის მორყეული ქანქარასავით, მე გავიღიმებ და ვიტყვი, რომ გაქცევაში დაგეხმარე, ისე მიყვარდი”
აქვე -
,,მხოლოდ უცხო ენაზე სიყვარულის ახსნის შემდეგ მე რატომღაც მახსენდება, რომ მე და შენ გვქვია ქალი და მამაკაცი და რომ შენს კანს სულ ხანდახან იმ მცენარის სურნელი დაჰკრავს რომლის სახელიც არასდროს მახსოვს, უსახელოდ რომელიც მიყვარს. … მე თანახმა ვარ, უკან გამოგყვე, თუნდაც ხელ-ფეხს მიბორკავდეს ჩვენი უსქესო არსებობა, ერთმანეთისთვის, ჩემო საუკეთესო მეგობარო”