მწერალი არ ვარ, გადამწერი ვარო, არაერთხელ უთქვამს გურამ დოჩანაშვილს... სანამ იმიერ სამყაროში გადაინაცვლებდა, ბოლომდე ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოასწრო და "გადაგვიწერა" თავისი ბიოგრაფია, რომელიც მთელი თაობის ბიოგრაფიაც არის. მისი ფურცლებიდან ცოცხლდება თბილისი 1939 წლიდან და მის ქუჩებში მოსიარულენი: იუმორის დიდოსტატი ფაცა ბებია, კეთილი პეტრე ექიმი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე და სხვები - დიდი ადამიანები, რომლებსაც ვიცნობთ ან არ ვიცნობთ (უფრო სწორად, ზოგს ისტორიიდანაც ვიცნობთ, ზოგს კი მხოლოდ გურამ "ლოჩანაშვილის" წიგნებიდან), უფრო უკეთ კი უნდა ვიცნობდეთ... საკუთარ წარსულზე მეტი უნდა ვიფიქროთ და იმიტომ...