ძალიან კარგადაა აღწერილი ვარდების რევოლუციის შემდგომი ბათუმის, როგორც ქალაქის და ასევე მისი მაცხოვრებელი ახალგაზრდების ცხოვრება. ეს ბიჭები მარგინალები არიან სახელმწიფოს იმ ახალი მოდელისთვის, რომელიც თავის იდეოლოგიურ კონტურებს სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხაზავს.
ავტორი ზუსტად ასახავს ახალგაზრდების ყოველდღიურობას: უმუშევრობას, სეზონურ არასტაბილურ სამუშაოებს, საძმოების შიდა წრეს, ამ უცვლელი ჭაობის თანმდევ ადიქციებს ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე, ახალგაზრდა კაცების ოცნებებს, მათ ხედვას მომავალზე და აწმყოზე და იმ უიმედო გარემოს, რომელსაც გარშემო მიმდინარე ახალი მშენებლობები და პრეზიდენტის პოპულისტური გამოსვლებიც ვერ ავსებს.
ამ წიგნის რესპოდენტები ამბობენ, რომ ისინი ვერ განკარგავენ მათ ცხოვრებას, ყველაფერი, რაც მათ გარშემო შენდება მათთვის არაა, სასტუმროები თუ მრავალი სხვა დაწესებულებების ფასები მათ შემოსავალს არ შეესაბამება. ბათუმი იქცევა ერთ ტურისტულ ქალაქად, რომლის განაშენიანების, ახალი მშენებლობების და დეკორაციული მოწყობების მიღმა ეკონომიკურ უთანასწორობა, სიღარიბე და უიმედობა იმალება. ამიტომაც ბათუმი კონტრასტების ქალაქია. ყოველთვის, როცა ბათუმში ჩავალთ შეუძლებელია ეს თვალწინ არ შეგვეფეთოს, განახლებული ქალაქის ტურისტული ცენტრი და ღარიბი გარეუბნები. ბათუმი ამასთან ერთად ამ ახალი ეკნომიკური ექსპერიმენტის ნათელი მაგალითია, რომლის მთავარ მამოძრავებელ მექანიზმად (როგორც ყოველთვის ყურში ჩაგვძახებენ) ტურიზმი დგას.
კვლევას სწორედ ამ პერიოდის პოლიტ-ეკონომიის კონტექტის გადააზერება აკლია. იმ ახალი ეკნომიკური პროექტის, რომელიც საქართველოში პუტჩის შემდეგ ყალიბდება, რომლის იდეოლოგიურ სახეს მიშას რეჟიმი აყალიბებს და რომელსაც 2012 წელს იდეალური გამგრძელებელი გამოუჩნდება "ქართული ოცნების" სახით. ეს პერიფერიული კაპიტალიზმია თავისი ყველაზე შემზარავი ბუნებით, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე დგას და რომელსაც ახალი იდოლოგიური მექანიზმი ჭირდება. ამ სისტემის კანონის მიხედვით ქვეყნის მიწა, ბუნებრივი რესურსი და ხალხის სამუშაო ძალა კაპიკებად იყიდება, ადგილობრივი თუ უცხოელი კომპანიებისთვის. არსებობენ დასაქმებულები, რომელთა მცირე შემოსავალი მათ ცხოვრების ხარჯებს ვერ დაფარავს და ამასთან ერთად არსებობს უმუშევართა უზარმაზარი არმია, რომლებითაც დამსაქმებლები მშრომელებს, რომლებმაც მცირე ხელფასის გამო დატოვეს სამსახური, ჩაანაცვლებენ. სწორედ დროებით უმუშევართა რიგებში ეწერებიან ამ წიგნის/კვლევის რესპოდენტები/პერსონაჟები.
როგორც ერთგან პოლანი აღნიშნავს, ვერ იარსებებს ბაზარი, თუ არ იარსება საბაზრო საზოგადოებამ. ამიტომაც ეკონომიკურ პროექტს ჭირდება ახალი კულტურული ჰეგემონია, რომელიც მეტად ინდივიდაულისტური იქნება. ახალ ეკონომიკურ რადიკალურ რეფრმებს ეს სჭირდება. და ამასთან ერთად ჭრდება პოლიციური რეჟიმი, რომელიც ამ ახალ წესრიგს დაამყარებს. ამ წიგნის პერსონაჟები კი ის ახალაგაზრდები არიან, რომლებიც ამ ახალი ქვეყნის მშენობლობაში ნანგრევებში მოყვნენ. გამიზნულად.