Mikheil Samkharadze's Reviews > ბილი მილიგანის მრავალი გონება

ბილი მილიგანის მრავალი გონება by Daniel Keyes
Rate this book
Clear rating

by
49836577
's review

it was amazing
bookshelves: favorites

რამდენიმე საათია ვცდილობ გონება მოვიკრიბო და რევიუ დავწერო.
ასე იმიტომ კი არ ვარ, რომ ცუდი წიგნია ან დიდად არ მომეწონა, პირიქით - იმდენად მაგარი წიგნია და იმდენად დამაფიქრებელი და იმდენ ურთიერთსაპირისპირო ემოციას იწვევს, რომ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ.. არც კი ვიცი საიდან დავიწყო წერა..

უმეტესობას ასე თუ ისე მაინც გვსმენია ბილი მილგანის შესახებ. ზოგს მის სასამართლო ისტორიაზე სმენია, ზოგს ჩანაწერები უნახავს, ზოგმა იცის, რომ ლეონარდო დი კაპრიო შეასრულებს მის როლს შემდეგ ფილმში, ზოგმა იცის მისი დაავადების შესახ, მაგრამ მაინც აბსოლუტურ უმეტესობას მისი განსაცვიფრებელი ცხოვრების შესახებ არაფერი სმენიათ.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელის თავშიც სხვა 24 ადამიანი ცხოვრობს. ხან ერთი მართავს მის სხეულს და გონებას, ხან - მეორე, მესამე, მეთექვსმეტე და სხვ. ეს ყველა ცალკეული პიროვნება განსხვავდება ერთმანეთისგან, ასაკით (ზოგი პიროვნება 3-4 წლისაა, ზოგ 26-ის), აღნაგობით, ხმის ტემბრით, იერით, ქცევის მანერებით, წარმოშობით (ბრიტანელი, იუგოსლავიელი, ბრუკლინელი და სხვ.) და სქესითაც კი (რამდენიმე მათგანი ქალია).

ახლა ეს, რა თქმა უნდა, ვერ წარმოგიდგენიათ, ან ძალიან "ლაითად" უყურებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ლაპარაკებით ზრდარული მამაკაცის სხეულის მქონე ბავშვს, რომელიც უცებ იუგოსლავიელ რეციდივისტად გადაიქცევა, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული აქცენტით მოსაუბრე დახვეწილ ჯენტლმენად გადაიქცევა.

პიროვნებები მილიგანის გონებაში დაყოფილია საჭირო და არასასურველ ანდროიდებად: 10 კარგი ადამიანია, დანარჩენი 13 არასასურველი - კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, ჩხუბისთავი, ყალთაბანდები, ამპარტავენბი და სხვ. და არის კიდევ ერთი - "მასწავლებელი" - ძირითადი ბილი, რომელიმაც ეს ყველა სხვა ანდროიდი შექმნა და ერთადერთია, რომელმაც იცის ბილის ცხოვრების ყველა ეტაპი, რომელი პიროვნება რას აკეთებდა.

წიგნი იმდენად გამაოგნებელია, რომ ხშირად მიწევდა ჩემი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, ნამდვილი ამბავია, დოკუმენტური მასალაა და არა ფენტეზის ჟანრის მორიგი წიგნი. არადა ნამდვილი ფენტეზია. იმდენად საინტერესო და ჩახლართული მოვლენები ხდება, რომ გაოგნებული რჩები.

მოვლენები 1970-იანი წლების ბოლოსკენ ვითარდება. და მაინც შოკში ჩაგაგებთ ამერიკის ფსიქიატრიულ თუ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ადამიანების გულგრილობა და განსაკუთრებით სიბოროტე. პოლიტიკოსები, რომლებც მილიგანის საქმეზე ქულებს იწერენ და მანიპულირებენ ამომრჩევლის გრძნობებით, აქეზებენ ხალხს სისასტიკისკენ, იყნებენ სიძულვილის ენას, ბინძურად იყენებენ პრესას თავს საარგებლოდ და იყენებენ სასჯელაღსრულების სისტემასა და სასამართლოს ერთი "მრავლობითი პიროვნების" სინდრომით დაავადებული ადამიანის გასატეხად. ეს ყველაფერი იმდენად გამაღიზიანებელია, რომ წიგნის კითხვისას ბრაზს ვერ მოვერიე და არაერთხელ გულიანად შევიგინე.

ეს წიგნი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეშინია ხალხს მასისგან განსხვავებული ინდივიდების. ურჩევნიათ ჩაქოლონ, გააქრონ, მოსპონ, ოღონდ მათგან განსხვავებულის ატანა არ მოუწიოთ. კი ბილი მილიგანის ერთ-ერთმა პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული: გაქურდა 3 ქალი, სცადა მათი გაუპატიურება, მაგრამ მხოლოდ ერთთან ჰქონდა სექსუალური კავშირ. მაგრამ თქვენ მაინც ბილის მხარეს დაიჭერთ. დამერწმუნეთ! და, რაც მთავარია, ბილი მილიგანი სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ სცნო!

ძალიან კარგი წიგნია ძალიან საინტერესო ქეისზე. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა მომდენო წიგნი მილიგანის ცხოვრებასა და მკურნალობაზე და ფილმი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ლეონარდო ძალიან მაგრად შეასრულებს ბილი მილიგანის 24-ვე პიროვნების როლს!

პ.ს. წიგნის ყდას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინი, რაც კი ოდესმე მინახავს!
24 likes · flag

Sign into Goodreads to see if any of your friends have read ბილი მილიგანის მრავალი გონება.
Sign In »

Reading Progress

January 25, 2016 – Started Reading
January 25, 2016 – Shelved
February 1, 2016 – Finished Reading
June 29, 2016 – Shelved as: favorites

Comments Showing 1-12 of 12 (12 new)

dateDown arrow    newest »

Nika ინგლისურ გამოცემას აქვს ძალიან ცუდი ყდის დიზაინი. ქართული მართლა გენიალურია :)


Mikheil Samkharadze Nika wrote: "ინგლისურ გამოცემას აქვს ძალიან ცუდი ყდის დიზაინი. ქართული მართლა გენიალურია :)"

გეთანხმები. ქართული გამოცემის ყდის დიზაინი, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა ქავერია რაც მინახავს :)


და დია kargi review-ia :v


Alexa Does it mean anything? I just see a bunch of random characters....sorry.


message 5: by Mikheil (last edited Feb 18, 2019 02:50AM) (new) - rated it 5 stars

Mikheil Samkharadze Alexa wrote: "Does it mean anything? I just see a bunch of random characters....sorry."

Maybe it's because the review is written in my native language - Georgian.
And Yes - this bunch of characters is Georgian Alphabet. btw Georgian alphabet is one of the oldest alphabets and it's unique.
Cheers


მაიკო დოხნაძე ისეთი რევიუა, უეჭველი წავიკითხავ. ისედაც მქონდა გეგმაში, მაგრამ ახლა #1-ია. :))


მაიკო დოხნაძე ეს ფირლმის ბილი მილიგანის ცხოვრებაზეა და მეგონა ლეონარდო ჩაანაცვლეს მაკევოითი.
http://www.imdb.com/title/tt4972582/?...


მაიკო დოხნაძე პ.ს. ახლა დავაკვირდი, როდინდელი რევიუ ყოფილა. :))))


Mikheil Samkharadze მაიკო wrote: "ისეთი რევიუა, უეჭველი წავიკითხავ. ისედაც მქონდა გეგმაში, მაგრამ ახლა #1-ია. :))"

აუ, ძალიან მაგარია, მოგეწონება


Mikheil Samkharadze მაიკო wrote: "პ.ს. ახლა დავაკვირდი, როდინდელი რევიუ ყოფილა. :))))"

ჰო, მერე შეიცვალა იდეები, თორემ თავიდან ინარიტუს და ლეონარდოს დუეტზე იყო საუბარი :)))


message 11: by Luca (new) - rated it 5 stars

Luca Brasi აქ ვერ ვხსნი წიგნებს, როგორ უნდა წავიკითხო?


Mikheil Samkharadze Luca wrote: "აქ ვერ ვხსნი წიგნებს, როგორ უნდა წავიკითხო?"

ეს საიტი მხოლოდ წიგნების შეფასებებისთვისაა


back to top