სიყვარული Quotes

Quotes tagged as "სიყვარული" (showing 1-13 of 13)
Guram Gegeshidze
“როდესაც კაცი ძალზე მახლობელი ხდება შენთვის,აღარც კი გახსოვს,როდის გაიცანი და როდის შეიყვარე.გგონია,რომ ყოველთვის იცნობდი და გიყვარდა.”
Guram Gegeshidze, სტუმარი

Alexander Kazbegi
“ჩვენი მხრის ქალებს ძნელად შეუყვარდებათ, მაგრამ ვინც შეუყვარდებათ, ის იმის მბრძანებელია!”
Alexander Kazbegi, ელგუჯა

Jemal Karchkhadze
“შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ რომ, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.”
Jemal Karchkhadze, მდგმური

Guram Gegeshidze
“სრული თავისუფლება მაინც არ ვარგა.მეტისმეტად თავკერძა ხდება კაცი.აუცილებლად უნდა იყოს შებოჭილი სხვისი სიყვარულით,მოვალეობის გრძნობით,რათა ადამიანის სახე შეინარჩუნოს.სიყვარული რომელიც მხოლოდ შენკენ არის მომართული,სათვალავში არ ჩაითვლება.შენ უნდა გასცე თვითონ და არ უნდა ელოდე არაფრის მიღებას.მხოლოდ უანგარობაა გამაკეთილშობილებელი.”
Guram Gegeshidze

Konstantine Gamsakhurdia
“სიყვარული იქ თავდება სადაც ერთმანეთს შეიცნობენ ადამიანები.”
Konstantine Gamsakhurdia, დიონისოს ღიმილი

Kazuo Ishiguro
“ვერც კი ვიფიქრებდი,რომ ერთმანეთში ასე ჩაქსოვილი ჩვენი ცხოვრება ასე მარტივად გაიხსნებოდა და მოშორდებოდა ერთმანეთს.”
Kazuo Ishiguro, Never Let Me Go

Kazuo Ishiguro
“დასანანია,ქეით,ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება გვიყვარდა ერთმანეთი, სამუდამოდ ერთად დარჩენა კი არ შეგვიძლია.”
Kazuo Ishiguro, Never Let Me Go

Frédéric Beigbeder
“სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში ფილტვებს ემტერება. ამიტომ გული მტკივა ამის გამო, ამას კი არ უნდა ვამბბობდეთ, - არამედ უნდა ვთქვათ, ფილტვები დამეხშოო ...ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულია, ყველა შეყვარებული ტუბერკულიოზითაა დაავადებული, სულაც არ არის შემთხვევითი რომ სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალნენ: ჩეხოვი, ლოურენსი, ფრედერიკ შოპენი, ორუელი, წმინდა ტერეზა ლიზიელი, რაც შეეხება კამიუს, მორევიას,ბუდარს, მარია ბაშკირცევას და კატრინ მენსფილდს, განა შეძლებდნენ ასეთი წიგნების დაწერას ზუსტად ამ ავადმყოფობის გარეშე? სხვათა შორის არც "ქალი კამელიებით" გარდაცვლილა მიოკარდიუმის ინფარქტით, ეს სასჯელი მხოლოდ დეპრესიული კარიერისტებისთვისააგანკითვნილი და არა უნუგეშო შეყვარებულთათვის.ყოველი ადამიანის სულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის. ფილტვები ტუბერკულიოზს ელოდებიან, რათა საკუთარი არსებობა შეიგრძნონ...”
Frédéric Beigbeder

Jemal Karchkhadze
“გუშინ ტყუილი გითხარი. მეგონა, სიმართლეს გეუბნებოდის, მაგრამ ტყუილი მითქვამს. ეგვიპტის სიყვარულს არ მოვუყვანივარ შენთან. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა ეგვიპტესთან. შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში. როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში. და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ. და მე ვიპოვე ეგვიპტე და ეგვიპტე შეიყვარა ჩემმა სულმა, რადგან მე გეძებდი შენ. რადგან ეგვიპტე მაგონებდა რაღაცას, რაც ჩემში იყო და რასაც გამუდმებით ვეძებდი.”
Jemal Karchkhadze, მდგმური

“უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო.
იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო.
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია.
მინდა თვალზე ცრემლების _ ალუბლების დაკრეფა
და ღრუბლები, გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება.
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია.
რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭირდა, ეგ ღიმილი დამჭირდა.”
გიორგი ზანგური

Nizami Ganjavi
“მე თავი ჩემი სიყვარულს
თვითონ მივუგდე ძალათი.
ის არის ჩემი იმედი,
თქვენ კი გგონიათ ჯალათი.
სუყველა მირჩევს: სიყვარულს
მოდი, გაუსხლტი ხელითო,
თორემ გაგთელავს, იცოდე,
ცრემლით გატირებს ცხელითო!
ტრფიალი არის,ღონის და
ძალის მომცემი თუ არის,
ჯერ სიცოცხლეზე უნდა ვთქვა,
მერე ტრფიალზე უარი.”
Nizami Ganjavi, Layla and Majnun

Nizami Ganjavi
“კარგი როდია, როდესაც
კაცი სხვის რჩევას არ იგებს,
მაგრამ ვინც მიჯნურს არიგებს,
საქმეს ამაოდ არიგებს.”
Nizami Ganjavi

Elif Shafak
“სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება”
Elif Shafak, The Forty Rules of Love