Jump to ratings and reviews
Rate this book

ძველი ფურცლიდან

Rate this book
კრებულში გაერთიანებულია რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მოთხრობები და ჩანაწერები, აქვე ნახავთ მის ჩანახატებსაც, რომლებიც პირველად ქვეყნდება და კიდევ უფრო სრულყოფს მწერლის მიზანს: „ხელი შევუწყო სიკეთის დამკვიდრებას ქვეყანაზე. სიკეთე ისეთი ფენომენია, რომელიც სამყაროში ადამიანის მოვლინებას ყველაზე დიდ ფუნქციად მოჰყვა.“

226 pages, Paperback

First published January 1, 2022

1 person is currently reading
9 people want to read

About the author

Revaz Inanishvili

21 books24 followers
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
9 (64%)
4 stars
3 (21%)
3 stars
2 (14%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for ქრისტინე კოხია.
73 reviews6 followers
March 25, 2023
"ჩვენს შემდეგ მოსულნო,არაფერს ვთხოულობთ თქვენგან მე და ჩემი თაობა, შენდობა უთხარით ჩვენს წამებულ სულებს"
Profile Image for Salome G..
36 reviews7 followers
January 12, 2023
თუ წერ,ასე უნდა წერდე: უბრალოდ,სადად,ნათლად. სული ძღება ინანიშვილის კითხვისას
January 5, 2023
“სახლებს შორის ღობეები არ იყო, ვის ეზოშიც მოგვესურვილებოდა, იქ გავაჩაღებდით თამაშს”.



მოგონებები გონებაში საიდუმლოდ იმალება, მაგრამ მათი გაცოცხლება რთული არაა. განსაკუთრებით მწერლების ისტორიები მიყვარს, ისინი სულ სხვანაირად აღწერენ ამბებს, მათში განცდებს ურევენ და შემდეგ, შენი საკუთარი მოგონებებიც ტივტივდებიან, ოკეანეში დაკარგული ნავივით. გამახსენდა, როგორ მიყვარდა გაზაფხულზე ამოსული კაწარ-კუწურების კრეფა, მერე იაც გაიხარებდა, მისი სურნელით სუნამო მინდოდა მქონოდა. მახსოვს, როგორ ჩამესმოდა შუაღამისას მეზობლის სახლიდან გამოსული მუსიკის ხმა, ვიხსენებ ნათლიაჩემის გაკეთებული საჭმლის გემოს, ბეღლორის სიგრილეს ცხელ ზაფხულში, საგუნდაოდ გამოსული ბავშვების სიხარულს და თითქოს ამ ყოველივეს შორიდან ვუყურებ, წარსულია. ვსევდიანდები, რადგან აღარაფერი დაბრუნდება უკან, დრო ელვისებურად გარბის და ვიცი, ამ წამსაც მალე მოვინატრებ, მაგრამ რა უნდა ვქნა?!
დარწმუნებული ვარ, თქვენც გეყოლებოდათ ვინმე მოცეკვავე კლავა და უსინათლო მუსიკოსი სიმონი, რომლებიც გაგახსენებენ რომ “ბავშვობა სხვაა. ბავშვობაზე გადიდებული თვალებით და ჩაკირკიტებით წერა მუდმივი მტკიცებაა, მართლა არსებობს სადმე სამოთხე, თუ არა”.
ამ წიგნში მოთხრობილმა ამბებმა სურვილი გამიჩინა, წავიკითხო ქართველი მწერლების პირადი წერილები, ჩანაწერები. დამამთავრებელ კლასში თეა მასწი გვიყვებოდა, როგორ გააგზავნა მასწავლებელმა ის მოსწავლე თავის სახლში, რომელსაც საკუთარი საცხოვრებლის რცხვენოდა, რადგან იყო ძალიან პატარა და ბებია, რომელიც იატაკზე იძინებდა, წვიმისას მაგიდაზე მოთავსდებოდა ხოლმე. ეს ბავშვი რევაზ ინანიშვილი ყოფილა და მის მასწავლებელს თავისზე უფრო პატარა სახლი ჰქონია. ამავდროულად, ვფიქრობდი, რომ მე იმ უნივერსიტეტში ვსწავლობ, სადაც ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა და ინანიშვილს ზუსტად ეს ფშაველი კაცი ჰყოლია მუზად.

განსაკუთრებულად მომეწონა ია გაბუნიას ყდის დიზაინი, რაც იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ამ წიგნთან მისვლისა.

მადლობა, გიო, ამ წიგნის ჩუქებისთვის. უკან ყდაზე მას შენი მინაწერი ამშვენებს.




Profile Image for Lado Kilasonia.
Author 10 books20 followers
September 4, 2023
"და წავიდა, ავიდა მაღლა და იქ გაქრა, შეერია ცას..."
დიდი მწერლის უმაგრესი მოგონებები ბავშვობაზე, მშობლებზე და წინაპრებზე, ახაგლაზრდობაზე და დიდობაზე. უბრალოდ, სევდიანად, საოცარი ოსტატობით მონათხრობი თითქოსდა უბრალო ამბები. "პატარა გემი მშრალ ნაპირზე" და "პატარი ბიჭი გოლგოთაზე" კი ჩემი აზრით ძალიან დიდ რამეებს იტევს.
Profile Image for Leila Beruchashvili.
25 reviews4 followers
February 24, 2024
დიდია ხანია ესეთი ტკივილიანი და თან საოცრად ტკბილი წიგნი არ წამიკითხავს.
Profile Image for Liko.
375 reviews4 followers
December 28, 2024
ალალი, სუფთა, ტკბილი, სევდიანი...
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.