Jump to ratings and reviews
Rate this book

უხილავი თამაში

Rate this book
გამომცემლობაში ერთდროულად ორი მწერალი მოდის, ერთი – ცნობილი, მეორე – დებიუტანტი. ორივე რომანის დაწერას აპირებს, პირველი – მომავლის სამყაროზე და რობოტების შექმნილ ადამიანზე, მეორე – გაუჩინარებულ ფსიქიატრზე, რომლის ძიების პროცესშიც ბევრი უჩვეულო მოვლენა ხდება… თუმცა ამ ვიზიტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი მწერალი სულ სხვა წიგნს გზავნის. დებიუტანტი მწერალი კი დირექტორს ეუბნება, რომ უჩვეულო ისტორია გადახდა თავს, რის გამოც წიგნის დაწერას ვეღარ შეძლებს და ზუსტად იმავე ამბავს ჰყვება, რაც დირექტორმა რამდენიმე დღით ადრე მეორე მწერლის წიგნში წაიკითხა…

180 pages, Paperback

Published January 1, 2022

5 people are currently reading
111 people want to read

About the author

Mariam Bekauri

9 books14 followers
Mari Bekauri, born on 8 January 1990 in Tbilisi, Georgia. She graduated from Tbilisi State University with a specialization in psychology. She actively appeared in the literary arena in 2009 when her story "Sisters" was published. Following this, she was published in various literary publications.

At the 2009 "autumn Legend" competition her short story "The Laundry Blues" was esteemed by the Tbilisi City Hall committee. In The same competition in 2010, she was nominated the "Jury's Favourite" for the short story "Walls".
She won the first prizes in the "Crane" 2010 literary competition and in the 2011 "Fresh Grass" literary festival. In 2012, the short story "Sisters" was included into the "Anthology of Georgian Prose" published in the U.S. under the title "Contemporary Georgian Fiction". Mari's short stories have been included into the "15 Best Short Stories of the Year" collection, published annually by Bakur Sulakauri Publishing in Tbilisi in 2009, 2010 and 2012. Her first short story collection "Electrogeneration" was published in 2012.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
23 (13%)
4 stars
24 (13%)
3 stars
67 (38%)
2 stars
48 (27%)
1 star
10 (5%)
Displaying 1 - 30 of 33 reviews
Profile Image for Sandro.
13 reviews1 follower
June 3, 2024
თუ კარგი ლიტერატურა BBC ტელევიზიაა, მაშინ ეს წიგნი ,,ტვ იმედია", ანდა ,,Russia Today".
თხრობა სწრაფია, იმდენად სწრაფი, რომ გეგონება ავტორს გამომცემლობასთან ხელშეკრულება ჰქონდა, რომლის ძალითაც იძულებული იყო წიგნი შემჭიდროებულ ვადებში ჩაებარებინა; მოკლედ, მისამშაბათებულს ჰგავს. ასევე, ეს სისწრაფე ხელს უშლის პერსონაჟების ემოციების აღქმას; იმდენად დაბალი მხატვრულობით აქვს გადმოცემული ალექსისა თუ ნანას, მეშისა თუ გილგას თვითგანცდები, რომ ერთსა და იმავე, (როგორც ავტორს უყვარს უცხოური ტერმინოლოგია) მხატვრულ ,,პატერნებს" იყენებს, მაგ; ,,ამ პასუხის გარდა ყველაფერს ველოდი", ,,გავქვავდი", ,,გამიკვირდა".
ძალიან უსუსურია გილგა-მეშის სახელის ასოციაცია გილგამეშთან, შუამდინარული ეპოსის პერსონაჟთან. ამ სახელების დარქმევას, ჯობდა, ლაშა-გიორგი დაერქვა, ანდა ანა-მარია, ანდა ელიზა და ბეთი, რა ვიცი, მრავალი სხვა.
წიგნი ქადაგება უფროა, ვიდრე რომანი, დეტალურად აქვს აღწერილი ესა თუ ის ეზოთერული საკითხები, თვითონ ეზოთერიკის გამოყენება ლიტერატურაში არაა დასაძრახი, სასაყვედურო მისი ცუდად ადაპტირებაა; წიგნში თვით-ეს თეორიები და ამბავი ისეა აწყობილი, თითქოს საბაკალავრო ნაშრომს კითხულობ.
ასევე, ცუდი გადაწყვეტა იყო მწერლისგან გენეტიკაზე ყურადღების გამახვილება, შეეძლო, ეგ ეზოთერიკა თვითონ გამოეგონა და გენეტიკის ნაცვლად კარმა, ანდა მსგავსი რამ გამოეყენებინა. გილგა-მეშის გენეტიკაში თითქოს მათი წინაპრების ცოდვებია აღბეჭდილი და ამავდროილად შეძლებენ, რომ დაამსხვრიონ ეგ გენეტიკური ჯაჭვი.

იმის მიუხედავად, რომ მწერალს ახნილი აქვს ,,სიკვდილში ჩავარდნა", ძალიან ცუდად ჟღერს ყურისთვის ისევე, როგორც ტერმინები: მომენტი, ფლეშბექი და სხვ. (ეს აზრი შეგიძლიათ საერთოდ არ წაიკითხოთ, უბრალოდ ჩემი ზესუბიექტური დამოკიდებულებაა).

წიგნის კითხვისას, შინაგანად ნერვები მეშლებოდა და ბოლომდე წავიკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ 179 გვერდია. ეგ რომ ყოფილიყო სქელტანიანი წიგნი, მე-20 გვერდზე შევწყვეტდი კითხვას.

ორ ვარსკვლავს ვუწერ, რადგან ყდა მომეწონა, თორემ ერთ ვარსკვლავს იმსახურებს.
Profile Image for NatalieWithAnE.
79 reviews
July 20, 2024
ზედმეტად სწრაფად დაწერილ წიგნს ჰგავს, დედლაინის წინ რომ კარგი ესეს იდეას დაუდევრად ვწერ, მასეთს.

კოვიდის დროს რომ ვითარდება მოქმედება ძაან უსიამოვნო და არაკომფორტული წარმოსადგენია.

მგონი მთელი წიგნი ზურა ჯიშკარიანს დააფუძნეს და პარალელური ისტორიები გამოუგონეს.
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
July 8, 2022
ანუ ყველა გმირი ერთნაირი, ამბავს ჰქონდა პოტენციალი ყოფილიყო საინტერესო და ღრმა, მაგრამ აღმოჩნდა ზედმეტად ტრაფარეტული და ნაშრომ-კვლევას დამსგავსებული. მარის პირადადაც ვუთხარი: ჯობდა ესსეების კრებული დაეწერა ყველა თავის ამ გამოცდილებაზე, უმბერტო ეკოს პონტში, დამჯდარიყო მამუკა გურულთან და დიალოგების ფორმა მიეცათ.
ძალიან დიდი ამბები: "უფსკრულის უფსკრული", "სულის ჯოჯოხეთი", "სიკვდილში ვარდნა" - უბრალოდ ლამაზი სიტყვებია და რატომ, როგორ განიცადეს გმირებმა ეს ყველაფერი, არ ჩანს. ან საერთოდაც, იქნებ ამგვარ ინტიმურ რამეებზე საერთოდ ხმამაღლა ლაპარაკი (ან ამგვარად ლაპარაკი) არ ღირს...
Profile Image for Giorgi Sanikidze.
9 reviews2 followers
January 18, 2023
ზოგადად ქართულ თანამედროვე მწერლობას ნაკლებად ვეცნობი,თუმცა ეს წიგნი ნამდვილად შესანიშნავია. სიუჟეტი,პირადად ჩემთვის იდეალური.
Profile Image for Eurydice.
53 reviews5 followers
July 17, 2024
რავი.
მხოლოდ და მხოლოდ გილგამეშის გამო დავიწყე კითხვა (ალბათ იმიტომაც, რომ სერიები კვირაში ერთხელ იდება და ლოდინი მაგრად მეზარება. აქვე, სერიალისგან მკვეთრად განსხვავდება და, თუ სიუჟეტის გამო გაინტერესებთ, არ წაიკითხოთ, მოსაწყენია).
მე პირადად წიგნის პირველივე ფრაზამ გამაღიმა, იმიტომ რომ ჭილაძის პოემასთან ,,თიხის სამი ფირფიტა” (თუ არ წაგიკითხავთ აქამდე, წაიკითხეთ, კეთილი შურით მშურს თქვენი.) არის გადაძახილი და რეალურად მთელ რომანს ლაიტმოტივად ეგ პოემაც გასდევს. ჭილაძის გენიალურობაზე არ ვილაპარაკებ აქ, წაიკითხეთ მოკლედ ;დდ
ვიღაცას ეწერა, თხრობის მანერა უსწრაფესი აქვსო და კი, ბლიცკრიგია, გაგდებს ამბიდან, არც სცენის წარმოდგენის საშუალებას გაძლევს და არც პერსონაჟების სიღრმეებში ჩასვლას გაცდის. რაღაცები გადამლაშებულია, ერთი და იგივე კითხვა ისმის მრავალჯერ (ცოტა ნერვებისმომშლელიცაა ეგ), მაგრამ ნაკლები კლიშეა, რაც დასაფასებელია.
რაც შეეხება ცალკე გილგას და ცალკე - მეშს. გილგას პერსონაჟზე წარმოდგენა მხოლოდ სხვების ლაპარაკიდან გვექმნება და გულწრფელად ფიქციურია ამ გასხივოსნებული გოგოს ფსიქოლოგიური პორტრეტი. მეშზე იმას გეტყვით, რომ ღრმად მწამს, ჯიშკარიანია მწერლის შთაგონების წყარო და საერთოდაც, ზურა არის ეგ ტიპი ;დდ (მე თუ მკითხავთ, 21-ე საუკუნის ყველასგან განსხვავებული მუსიკალური და ლიტერატურული სუბკულტურა შექმნა, რასაც წიგნში მეშზე ამბობენ და ოჯახის ამბებიც ემთხვევა) სხვები რავი, განსაკუთრებული არაფერი რა, ვერაფერს გეტყვით.
არის რამდენიმე მარგალიტი ჩაგდებული, რომლებიც მოგერგებათ და გაგახსენებთ, რომ რუტინაში არ ჩასახლდეთ, კოლექტიურობა ინდივიდუალიზმით ჩაანაცვლოთ, გაბედოთ დოგმების მოცილება და იყოთ შემოქმედი (ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით). არ ეძებოთ თქვენი როლი ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თამაშები იცვლება და როლების გადაცვლაც მოგიწევთ, ეძებეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი (დაგმოძღვრეთ მარიამ ბექაურის გავლენით).
საბოლოო ჯამში, 3/5 ,,გილგამეშიანის”, ჭილაძისა და ჯიშკარიანის დიდი სიყვარულით ❤️
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
July 21, 2022
ეს წიგნი ჩემთვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა მაჩუქა და ფურცლები სულაც ცარიელი რომ ჰქონოდა მაინც ძალიან ძვირფასი იქნებოდა. თან მარი წარმოუდგენლად მიყვარს, მიყვარს მისი შემოქმედებაც და პირადადაც, როგორც ადამიანი. ანას მომენტის მერე თითქოს მოულოდნელი აღარ იყო მსგავსი სტილის რომანი და მგონია, რომ ეს რაღაც ფაზაა მის შემოქმედებაში, თრილერ-მისტიკურ-დეტექტიური წიაღსვლებით. უბრალოდ ამ წიგნში არ იყო ის ნაპერწკალი, რამაც ეს გოგო როგორც მწერალი შემაყვარა. ჩემი აზრით ჩვენი თაობა ისევ ეძებს ლიტერატურულ ხმას, აი ისეთს, როგორიც მეში იყო საქართველოსთვის წიგნში, და ჩემთვის არაა ეს ხმა მხოლოდ საიბერპანკი, არაა ნარკოტიკით და გეტოებით სიცარიელის წინააღმდეგ ბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ საერთო არ ამბობს მაგას ეს წიგნი, მგონია რო უნებურად მაგ აზრს მაინც ამყარებს. კვანძიც, რომელიც იდეაში არცაა და მუღამი ისაა, რომ მუდმივად იხსნებოდეს, არ გახსნილა საერთოდ იმიტო რო ვიცოდით ყველამ ყველაფერი თავიდანვე, რავი. ამ წიგნის სათქმელიც, მარის სხვა ნაწარმოებებთან შედარებით სუსტი მგონია და იმ კონცეფციას რასაც შეეჭიდა, მგონია ჰქონდა შანსი რაღაც კარგი გამოსულიყო, უბრალოდ ეს ეზოთერიკული ცოდნის აბზაცები რო მოდიოდა, მანდ სიტყვები უბრალოდ ეყარა და ვერ იქნებოდა კარგი ეს წიგნი მაგ მიმართულებით, აი არ ვიცი. ნუ რაცაა ესაა.
Profile Image for Keto Sikharulidze.
33 reviews74 followers
February 17, 2023
შეფასება: 8/10

მიმოხილვა: წიგნში მოყოლილია ამბავი 2 ავტორზე, რომელთა ცხოვრებაც რედაქტორების კაბინეტში ერთმანეთთან მისტიურად კავშირდება, ეს ყველაფერი არა რეალურ, არამედ გამოგონილ, ფურცლების სამყაროში ხდება, რომელიც რეალურ გავლენას ფიზიკურ სამყაროზეც ახდენს. წიგნი გამოძიებას ჰგავს, რომლის დროსაც რედაქტორებთან ერთად შენც იძიებ ამ მისტიურ ამბავს და ცდილობ შენთვისვე დაალაგო ამოხსნის სხვადასხვა ხერხები. სიუჟეტის მანძლზე ეცნობი საინტერესო იფორმაციას სხვადასხვა სფეროზე, როგორიცაა ტაროლოგია, კოლექტიური არაცნობიერი და სხვა, ამიტომ ამ ქეისის ამოსახსნელად თქვენც სასწრაფოდ უნდა შეუდგეთ წიგნის გადამღერებას.

ჩემი გამოცდილება საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან მიყვარს წიგნები, რომელსაც გამოწვევასავით ვხედავ, ამ შემთხვევაში კი გამოწვევა იყო ფინალის გამოცნობა, რომელიც ვერ შევძელი :) ამიტომ, ყვე;ა სირთულე სიმარტივეშია და პირიქით. რას ნიშნავს ეს? ამას "უხილავი თამაშის" წაკითხვისას გაიგებთ, რადგან ამ თამაშს თავისი წესები აქვს!
Profile Image for Natia Morbedadze.
831 reviews83 followers
May 17, 2023
უშუალოდ კითხვის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ დაახლოებით 180-გვერდიანი წიგნის თემა არ არის. ბევრად მეტს ითხოვს ქვეცნობიერი, როდესაც ამ უხილავი თამაშის ნაწილი ხდები. არ გინდა, რომ ასე მალე დასრულდეს, ასე ერთი ხელის მოსმით ამოიხსნას ორი მწერლის უცნაური ურთიერთკავშირი. გამომცემლებთან ერთად სიღრმემდე გინდა ჩასვლა, გინდა გაიგო ბოლო-ბოლო რა არის ეს - მათი ცხოვრების, შემოქმედების, გენეტიკის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის გადაკვეთა... მაგრამ მთავრდება... და ისეთი გაოცება არ რჩება, როგორიც "ანას მომენტის" შემდეგ...
Profile Image for Natalie.
38 reviews
August 24, 2024
ძალიან მომეწონა ნაწარმოების იდეა, სიუჟეტი, ინფორმატიულობა. ჰელინგერის ოჯახური განლაგებები, ანიმა და ანიმუსი, გილგამეში და უკვდავების ძიება...
თუმცა მე პირადად ლიტერატურა დამაკლდა. ცოტა მშრალი თხრობის სტილია და თან ძალიან სწრაფიც, როგორ ჩავარიხინე ვერც გავიგე. პერსონაჟების ხასიათებიც არაა კარგად გახსნილი. უკმარობის შეგრძნება დამიტოვა, მეტი სიმსუყე, სიღრმე, სიუჟეტის დაძაბულობა და მეტი ფსიქოლოგიზმი მინდოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ავტორს წიგნისთვის.
Profile Image for Annie Javakhia.
52 reviews
Read
April 7, 2024
ზოგადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ვერიდები,მეშინია ხელში “გროსმაისტერის” ან “აღიარება ხელის გულზესებური” მდარე ნაწარმოები არ შემრჩეს,თუმცა ამ წიგნმა იმედები არ გამიცრუა,საინტერესო სიუჟეტი,სასიამოვნო წერის სტილი,კარგი პერსონაჟები და საკმაოდ კარგი დასასრული. მარტივად წასაკითხი წიგნია,დიდ დროს არ წაგართმევთ.
Profile Image for Rati Ratiani.
18 reviews
Read
July 29, 2024
მაინც დავთანხმდი ბოლოს ზღვაზე წასვლას.
უხერხული იყო, აგვისტოში ბათუმში აღარ ჩამოვალ, დასაფიცად ზღვა ხომ უნდა მენახა - თან ფეხით სახლიდან 5 წუთის გზა. წიგნის კითხვას ვასრულებდი არადა, ისევ იქ დარჩენა მერჩივნა. ამას თან წავიღებ და იქ მოვკლავ, თან იქნებ ამ ჯერზე მაინც, რაიმე საინტერესო მოხდეს -მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი, ზღვაზე წასვლად რო ღირდეს - აი მაგალითად გადავეყარო წიგნის ავტორს, ისე რომ არ ვიცოდე მისი ვინაობა, მან აზრი მკითხოს ნაწარმოებზე, თითქოს პირველად ხედავს. მე ნაშრომს მძიმედ შევაფასებდი - გავუცამტვერებდი, სავარაუდოდ მისივე წრისგან ნაწარმოებ ილუზიებს წიგნის ღირებულებით ასპექტებზე, რასაც ის დაახლოებით 15 წლის შემდეგ, რომელიმე ტელეარხზე მოჰყვება ნაით შოუში.

ეს ფიქრი იყო და უკვე პლაჟზე ვიყავით, სადაც ნამდვილად მოულოდნელი რამ დავინახე - ეს იყო მაქსი მაჩაიძე, კატებიდან. დარბოდა პლაჟზე გადარეული. შორს იყო, მხოლოდ ფრაგმენტები მომესმა... ვიღაცების გვარებს გაჰყვიროდა, თითქოს დაეძებდა მათ. ის კი ნამდვილად გავიგონე პირანდელო რომ ახსენა და აი წინა პრეზიდენტის გვარი, კარტოფილი რომ მოჰყავდა. ვერაფერი დავუკავშირე ერთმანეთს.

ერთ-ერთმა ცნობილმა ბუკინისტმა, ჩემს გვერდით, ასევე თითქმის შიშველმა, ბათუმის პლაჟზე რომ აღმოჩნდა, გასაგონად ჩაილაპარაკა - ეტყობა ავტორს ეძებსო.
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
July 17, 2024
მდაააჰ…

იმის გამო ღირს წაკითხვა, რომ ეზოთერიკის მიმართ ინტერესი აღძრას და მერე თვითონ გამოიკვლიო-გამოიძიო რაღაცების მიზეზები, თეორიები და ვარიაციები.

მეშის პერსონაჟის პროტოტიპი ცალსახად ზურა ჯიშკარიანია, იგრძნობა ეგ ძალიან ძალიან, რაღაცები აქვს კარგი აღნიშნული, მაგრამ სისულელე გამოვიდა ბოლოს, არაა საკმარისი 170 გვერდი ამაზე სასაუბროდ, არადა, ძალიან მაგარ თემას ეხება, როგორც ასეთი. დარქის ვაიბები მოაქვს. სერიალი ჯობია ჩემი აზრით იმ თვალსაზრისით, რომ ქასთი უქაჩავს (ალექსის თუ არ ჩავთვლით:დ). ჰოდა, ვნახოთ როგორ გააგრძელებენ.

რეალობიდან გასაქცევად ღირს წაკითხვა.

Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
June 22, 2022
უბიკის შედარებით სუსტ ვერსიას ჰგავს.
Profile Image for Mdgmuri )).
16 reviews1 follower
July 26, 2024
წიგნის სიუჟეტი საინტერესოა, თუმცა ძალიან ძალიან ბევრი რამ აკლია. საკითხები, რომელებიც ამ ძალიან პატარა წი��ნშია წამოჭრილი შეიძლებოდა სერიოზული მსჯელობისა და განხილვის საგნად ქცეულიყო ლიტერატურის მოყვარულთა შორის, თუ ის შესაბამისი ფორმით იქნებოდა გადმოცემული. მკითხველი ვერ ასწრებს ჩაყვეს ან დაინტრიგდეს მიმდინარე მოვლებით, საკმარისად აღიქვას იგრძნოს ან გაიაზროს პერსონაჟების შეგრძნებები. კვანძები სანამ შეიკვრება იქამდე იხსნება და კავშირები, რომლებიც მისტიური მოვლენებით არის გადაბმული მისტიკის გარეშეა წარმოჩენილი. ხოლო ის ეზოთერული საკითხები რომლებიც წიგნის გარშემო ტრიალებს მეტად რთულია და მრავალშრიანი, მის გასააზრებ���ად ეს მცირე გვერდები და ეს მწირი ლექსიკა საკმარისი არ არის. ასევე ბევრად ბევრად მეტია საჭირო როდესაც გილგამეშთან კავშირის წამოწევას ცდილობ. არ ვიცი რამ გამოიწვიო ეს ყველაფერი მაგრამ წიგნს რაღაც აკლია, თითქოს მთავარი დაიკარგა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ცუდად დაწერილი მოკლე შინაარსი წავიკითხე დიდი და საინტერესო ისტორიის.
3 reviews10 followers
Read
September 20, 2024
ამ ნაწარმოების მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, იმ სერიალმა გაზარდა, რომელშიც ქართული კინოსა და თეატრის არაერთი საკმაოდ ნაცნობი და ახლად გამოჩენილი ვარსკვლავი მონაწილეობს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერიალის და წიგნის მთავარი სიუჟეტი ერთნაირია, არის საკმაოდ ბევრი სხვაობა მათ შორის.
წიგნი ძალიან მარტივად, რამდენიმე საათში იკითხება. ავტორი კარგად გადმოსცემს თითოეული ინდივიდის განცდებს, ფიქრებს, ეჭვებს. ამის შესანიშნავი მაგალითია მეთორმეტე თავი, როდესაც მთხრობელს საკუთარი ემოციები სააშკარაოზე გამოაქვს, ოღონდ საკუთარ თავთან. ანუ, უბრალოდ თვალს უსწორებს იმ რეალობას, რომელშიც თითქმის ნახევარი ცხოვრება ფუჭად გაატარა.
ზოგადად, მსგავსი ჟანრის წიგნებისგან შორს ვარ, თუმცა საკმაოდ საინტერესოდ წასაკითხი ნაწარმოებიდან რამდენიმე ეპიზოდი მაინც დამამახსოვრდა.

"ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე ჩვენს-ჩვენს ფიქრებში ვიყავით და უცნაური ის იყო, რომ ეს სიჩუმე არცერთს არ გვაწუხებდა. ალბათ, მსგავსი რამ მხოლოდ იმ ადამიანებს შორისაა შესაძლებელი, რომლებსაც ნამდვილი ურთიერთობა აკავშირებთ".

"გონებაში სულ არჩილის სიტყვები მიტრიალებდა, სამზარეულოში, ყავიზ მომზადებისას რომ გვითრხრა: თუ ისწავლი გაარჩიო - შეუქცევადი და შექცევადი, შენ ისწავლი დროის მართვას"
მივხვდი:
შეუქცევად პროცესებში ადამიანის ნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ხდება იმ ძალის ნებით, რასაც სამყაროს თუ ღმერთს ვუწოდებთ, და ასეთ დროს ბრძოლა დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს.
და მაინც: აქაც გაქვს არჩევანი - არ მიიღო, იბრძოლო და განადგურდე, ან მიიღო და დანებდე, და ამით შეინარჩუნო ძალა, დაზოგო ენერგია და დრო, რომლის მიმართვაც ახლის შექმნისკენ შეგიძლია.
შექცევად პროცესებში კი შენს ინდივიდუალურ ნებას ძალა აქვს. აქ თავად ხარ შემოქმედი, რადგან ზუსტად ესაა მთავარი შემოქმედის ნება - შენ იყო შემოქმედი."

" - მე მქონია გამოცდილება, - მინახავს სამყაროს ციკლურობა... რომ სამყაროში ყველაფერი ციკლურია - დაბადება, სიცოცხლე, სიკვდილი... ტალღებივითაა ცხოვრება... გიფიქრია, რომ ერთადერთი ფაქტი, რომელიც უტყუარად ვიცით, ის არის, რომ მოვკვდებით? დანარჩენს ვერაფერს გათვლი... თუმცა, როცა საკუთარი მოკვდაობა გააზრებული გაქვს, ისიც იცი, რომ დრო ლიმიტირებულია და ცდილობ, ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება მოასწრო. ეს კი სიცოცხლით გავსებს... და როცა სიკვდილის მომენტი დგება, მზად ხარ.
მეშმა გაიღიმა
- იცი, სიკვდილი მონადირეა. გამუდმებით ნადირობს ჩვენზე და ჩვენი სიკვდილით რაღაც ფორმულებს ქმნის, რომლის წამკითხავიც ჯერჯერობით არ გამოჩენილა... ის თითქოს მწერალია... და რაღაც გაგებით, მწერალიც სიკვდილია. თავისი დანახული დაისების, სილამაზის, ფოთოლცვენის, იმ ყველაფრის ქაღალდზე გადამტანი, რაც უკვე მოკვდა...
- გამოდის, სიკვდილი, გარკვეულწილად ლამაზიცაა.
-ასეა."

11 reviews1 follower
May 13, 2023
5.5/10
თანამედროვე ქართველი მწერლის შექმნილი უცნაური ნაწარმოები, რომლის ჟანრი ვერ გავიგე. სიუჟეტი მოგვითხრობს რედაქტორსა და მის დირექტორზე, რომლებიც აღმოაჩენენ ორ უცნაურ მწერალს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან თავიანთი ოჯახის ისტორიით. მათ სიკვდილი გამოიარეს და ახალ, სისტემასმოშორებულ ადამიანებად იქცნენ.

საბოლოო ჯამში მოთხრობაში განხილული თემები საინტერესო და გამოსაკვლევი იყო, თუმცა სიუჟეტისს ოჯახზე გადადტანა და კონცენტრაცია არ მომეწონა, სხვანაირ დასასრულს ველოდი. თან რაღაცნაირად პათეტიკური ენით დაწერილი მეჩვენება. საინტერესო მომენტები იყო, თუმცა დიალოგებიდან უმეტესი ხელოვნურად მხვდებოდა ყურში. ასევე დამაკლდა გარემოებების აღწერა, რითიც წარმოვიდგენდი მიმდინარე სიტუაციას. თუმცა რაღაც კუთხით საინტერესო იყო მოვლენების განვითარება უფრო წიგნის შუაში და ბოლოშ გაბანძდა რა მოკლედ.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Waldo.
285 reviews1 follower
September 15, 2022
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთელი ტექსტი ამ თეორიების მოსაყოლად დაიწერა. თეორიები საინტერესოა, დამაფიქრებელია, ისევე როგორც რომანის იდეა და ამას ვაფასებ, მაგრამ, რაც შეეხება ხორცშესხმას, აქ უკვე ბევრი პრობლემაა და ამჯერად ერთ-ერთს გამოვყოფ, რომელიც ყოველთვის ყველაზე უსიამოვნო არის ხოლმე ჩემთვის: ავტორი არ ტოვებს "ცარიელ ადგილს", არ მაძლევს სააზროვნო სივრცეს, რომელშიც მის გარეშე მივხვდები რამეს. მოკლედ, ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და რაღაცის აღმოჩენის სიხარული წამართვა და სანაცვლოდ უამრავი ტერმინი მომცა, რომლებსაც არ ვიცი, რაში გამოვიყენებ.
April 26, 2024
ძალიან დამაინტრიგა შინაარსმა, დავიწყე და საკმაოდ ჩამთრევიც აღმოჩნდა. თუმცა, ძალიან ბევრი რამ დამაკლდა კითხვის პროცესში, თითქოს ყველაფერი 1-2 დღეში ხდება და ამ დროს წერია, რომ 1 წელია გასული. ფაქტობროვად არანაირი ადგილების აღწერა, რომ უკეთ აღმექვა სიტუაცია, სად და როგორ ვითარდებოდა. სიტყვები, რომლებიც უხეშად მეჩვენება წიგნისთვის, რადგანაც რეალობაშიც არ მიყვარს (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). უფრო რომ შევამოკლო, თემა, იდეა ძალიან კარგია, თუმცა წიგნი ბოლომდე ვერ შედგა (ჩემთვის).
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Ana Dalakishvili.
17 reviews
May 6, 2024
საინტერესო სიუჟეტი ნამდვილად იყო, ჩამთრევი და დამაინტრიგებელი თუმცა ამ სიუჟეტის უფრო საინტერესოდ წარმართვაც შეიძლებოდა, მეტი დეტალით და მეტი ემოციით. მე პირადად ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა და მომენტებში საერთოდ ვერ ვხვდებოდი რას ვკითხულობდი ეზოთერიკის მონაკვეთებში, თითქოს რაღაც კვლევა უფრო იყო ვიდრე ლიტერატურული ნაწარმოები. პერსონაჟებზეც დამაკლდა ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი არ იყო, მარტივად და სწრაფად წავიკითხე მაგრამ ლიტერატურა ნამდვილად დამაკლდა.
Profile Image for gagelaa.
24 reviews1 follower
July 27, 2023
ძალიან განსხვავებული თხრობა აქვს ავტორს, პირადად მიყვარს წიგნები, რომლებსაც პატარა თავები აქვთ, რადგან უფრო სწრაფად ვკითხულობ და არ მეზარება, ასევე მომეწონა, თუ როგორი ინტრიგული დასასრული აქვს თითოეულ თავს, რაც წიგნს ნამდვილად არ მოგცემთ წიგნის გვერდით გადადებას.
3 reviews
June 15, 2024
რეალურად კარგი წიგნია თუმცა შეფასებას 7/10 დავუწერდი ალბათ იმიტომ რომ უფრო კარგ განვითარებას ველოდი ყველა პერსონაჟს ჰქონდა ამის პერპექტივა და დასასრულშიც უფრო სხვა სახის კულმინაციას ველოდი.

საბოლოოდ არაა ცუდი წიგნი მაგრამ ველოდებოდი უფრო მეტს როგორც აღვნიშნე თუმცა წაკითხვა ნამდვილად ღირს.
Profile Image for Mariam Khanjaliashvili.
16 reviews
November 18, 2025
ორი ვარსკვლავი მხოლოდ იდეის გამო. თემა საინტერესო იყო მაგრამ 179 გვერდი არანაირად არ იყო საკმარისი ამ თემის გასაშლელად. ფრაზები, სიტყვები იყო ჩაყრილი ერთად ისე, რომ მეგონა განმარტებით ლექსიკონს ვკითხულობდი. იმედგაცრუებული ვარ, ველოდი ამ წიგნის წაკითხვას და ხელში შემრჩა ბანალური აბდაუბდა.
Profile Image for Tekla.
31 reviews1 follower
July 11, 2023
საშინლად იმედგაცრუებული ვარ :(
Profile Image for Hakkyu.
7 reviews1 follower
June 22, 2024
საუბარია ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად
Profile Image for Irakli Jashi.
60 reviews
July 19, 2024
"ნებისმიერი რამ, რაც ხდება, უკვე მოხდა და ისევ მოხდება"
არ იყო ცუდი, მაგრამ არც ძალიან კარგი არ იყო
Profile Image for Anuki Bedinashvili.
19 reviews30 followers
August 25, 2024
ამ წიგნის წაკითხვით მივხვდი, რომ სერიალი ყოფილა ძალიან კარგი
5 reviews
January 25, 2025
ესეთი მაგარი წიგნი რომ დამეწერა და ბოლოს უბანალურესი დასასრული მიმეცა, ცხოვრების ბოლომდე სინდისი დამღრნიდა
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Mariam Tsiklauri.
33 reviews1 follower
February 8, 2025
2.7 ⭐️

წიგნის იდეა საინტერესოა, თუმცა ნაჩქარევად მოკვარახჭინებულია.
სწრაფად დაწერილი და ასევე სწრაფად წასაკითხი წიგნია. (დროის გასაყვანად წავა)
პოტენციალი ჰქონდა, თუმცა სიუჟეტმა თავის მაქსიმუმს ნამდვილად ვერ მიახწია.
Displaying 1 - 30 of 33 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.