რომანი გვეყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?
ნათია ჯაგოდნიშვილი დაიბადა 1997 წლის 15 იანვარს, თბილისში, საქართველოში. დაამთავრა თბილისის N153 საჯარო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
ავტორი გახდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2018 წლის გამარჯვებული, რის შედეგადაც დაიბეჭდა მისი სადებიუტო რომანი - "ცდუნება". წიგნის პრეზენტაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა და გამოცემისთანავე დაიკავა ადგილი "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის.
მეორე წიგნი - "შეცდომა" გამოიცა 2022 წლის თებერვალში, მისი პრეზენტაცია კი ამავე წლის 19 აპრილს გაიმართა. "შეცდომა" ასევე აღმოჩნდა "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის და გამოცემიდან არასრულ ერთ წელში მოხვდა ონლაინ წიგნების პორტალი "საბა"-ს ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად და წაკითხვად წიგნთა შორის.
მესამე წიგნი - "გადამწვარი ხიდები" გამოიცა 2023 წლის მაისში, პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა. წიგნი წინამორბედებივით დიდი პოპულარობითა და გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. "გადამწვარი ხიდები" გახდა "ბიბლუსის" 2023 წლის ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნიდან ერთ-ერთი და 2024 წელს დაიბეჭდა მისი ლიმიტირებული გამოცემა, განახლებული ყდით და შესაბამისი აქსესუარებით. ლიმიტირებულ გამოცემაში მკითხველი ნაცნობ ისტორიასთან ერთად დამატებით, "ბონუს ეპიზოდს" გაეცნობა.
დიდი ხანია ასეთი ემოციები არ მიგრძვნია წიგნის წაკითხვის დროს. ვკითხულობდი და ვგრძნობდი როგორ მსიამოვნებდა თითოეული სიტყვის წაკითხვა^^ მადლობა ქალბატონ ნათიას ასეთი წიგნის შექმნისთვის♡
ეს წიგნი იყო პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით საოცრება!!!! უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი ემოციები არასდროს არცერთი წიგნის კითხვისას არ მიგრძვნია და ამითაც დამამახსოვრა ამ გენიალურმა წიგნმა თავი. თუ შეიძლება კიდევ ვისაუბროთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება, რომ ყველა პერსონაჟი ასეთი თავისებური და უნიკალური იყოს?! უარყოფითიც პერსონაჟებიც კი. როდესაც ბიბლუსში შევედი და უბრალოდ წიგნების თვალიერება დავიწყე სულაც არ ვგეგმავდი, რომ ამ წიგნს ვიყიდდი, თუმცა "თვითონ დამენახა" და გამახსენდა, რომ სულ რაღაც ორი თვის უკან დავადგი თვალი და იმწუთშივე ავიღე. სხვა თაროებზეც უამრვაი ჩემთვის სასურველი წიგნი იყო, თუმცა ეს წიგნი ისე ჩავიხუტე, წამოვიღე და ამაყად დავბრუნდი სახლში! კიდევ კარგი ვიყიდე და იქ არ დავტოვე! კიდევ, როცა ამ წიგნს ვყიდულობდი და უკან ყდაზე ანოტაცია წავიკითხე, სულ არ მოველოდი, რომ ორსულობაზე იქნებოდა და პირველივე თავიდან გავოგნდი. ამას შემდეგ იმის გაანალიზებაც დაემატა თუ რატომ გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად და სიუჟეტი იმდენად მომეწონა, რომ კითხვის დაწყებისთანავე წიგნს ვეღარ მოვწყდი. იუმორი იყო გადასარევი!! ეპილოგი იყო უსაყვარლესი, ძალიან ემოციური და უმაგრესი რამ, რამაც ჩემი ისედაც ემოციური ნაწილი უფრო შეძრა და ტირილს ძლივს მორჩენილი კვლავ ამატირა. ასე უბრალოდ სულ რაღაც ერთნახევარ დღეში ეს წიგნი იქცა ჩემი კომფორტის წიგნად!
პ.ს ამ შეფასების დაწერისასაც ვტირი. მოკლედ, ამ წიგნს უკვე აქვს ჩემს გულში ნაწილი და სულ თან მექნება უკვე.
ეს წიგნი ჩემი ოცნების წიგნი იყო. მომეწონა მისი შინაარსი, მისი ტოქსიკურობა და ხალხის ნასაუბრები პერსონაჟებზე. როცა ვიყიდე და კითხვა დავიწყე სიმართლე რომ ვთქვა ამ წიგნმა დასაწყისში ძალიან დამღალა. საშინლად არ მომწონდა. შუა ნაწილს მივუახლოვდი და უფრო მიმიზიდა მათმა ისტორიამ. ყოველ ფურცელზე ასე იყო. უბრალოდ ერთი ნაკლი ვუპოვე, ჩემთვის ბოლოში როცა ერთმანეთში იჩხუბეს და რამოდენიმე თვე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ცოტა გადამეტებული მეჩვენა. როცა დავასრულე ემოციებით ვიყავი სავსე ახლა კი უბრალოდ ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ როცა ვიხსენებ. შინაარსი უდავოდ კარგია, რომ ჩვენი შეცდომები ტრაგედიად არუნდა მივიღოთ, მაგრამ რაღაც აკლდა. ვათპადის ძალიან კარგ ფიკს გავდა, მაგრამ როგორც წიგნი მოიკოჭლებს.
ეს წიგნი ჩემთვის ცოტა ბანალურია,ანუ ამ წიგნში დიდი სათქმელი არ დევს.უბრალოდ ყველაფერი კარგად მიდის და ჩემთვის ჩვეულებრივი Love story იყო..მეტი ვერაფერი😕 დადიანი ძალიან ბევრს უყვარს Tik Tok-ზე, თუმცა მე თავიდან ძალიან მაღიზიანებდა,შემდეგ უკვე ნელნელა შემიყვარდა..თუმცა დიდი ვერაფერი.მოკლედ,ვისაც გიყვართ რომანები წაიკითხეთ.უბრალოდ ჩემთვის დიდად ჩამთრევი სიუჟეტი არ ჰქონდა💕 6/10
რომანი-ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტ ნიცა ყიფიანზე და უნივერსიტეტში ყველაზე სიმპათიურ, ქერა, მოტოციკლეტისტ თორნიკე დადიანზე. ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. წიგნი შეიძლება ბევრ trope-ს მივაკუთვნოთ: Good Girl & Bad Boy, One Night Stands To Lovers, Accidently Gets Pregnant, She Fell First But He Fell Harder... გმირების ცხოვრება ერთი კონკრეტული ნაბიჯის შემდეგ რადიკალურად იცვლება. თუმცა ის, რასაც თავიდან შეცდომა ვუწოდეთ, ბოლოს შეიძლება ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მოგვეჩვენოს.
ვისაც ამგვარი ტიპის რომანები მოგწონთ ნამდვილად გირჩევთ წაიკითხოთ ნათია ჯაგოდნიშვილის "შეცდომა". <3
ცუდი წიგნი არ არის, მაგრამ არ გამიჩნდება სურვილი მეორედ წავიკითხო, ბოლო ჩხუბი ძალიან უაზრო იყო, ნიცას სიდებილეზე ნერვები მომეშალა, დროის გასაყვანად კარგი წიგნია ���აგრამ არ არის ისეთი რაიმე სერიოზული რომ ისწავლო წიგნიდან. ისეთი სცენარი აქვს შეიძლება ორ დღეში უკვე აღარც მახსოვდეს, მაგრამ მარტივად და სწრაფად იკითხება გვერდების რაოდენობის მიუხედავად, რომანტიკის ჟანრის მოყვარულებს მოეწონებათ, კარგი წიგნია მაგრამ არც გასაგიჟებელი
ეს წიგნი დიდი ხანია ჩემი მეგზურია. მანამდე დაიწყო ჩემი ურთიერთობა დადიანთან და ნიცასთან, სანამ წიგნად გამოვიდოდა და დღეს, ორმაგად მიხარია, რომ შეცდომა ჩემს თაროზე დევს 🫶
რაც შეეხება თვითონ წიგნს: ზოგადად, როდესაც ასეთი რთული დროა და ერთმანეთზე უარესი ხდება სამყაროში, პირადად მე, ვეძებ ისეთ საკითხავს, რომელიც ოდნავ მაინც გამილაითებს ყოფას და ბევრად კომფორტულად ვიქნები “ქაღალდის სამყაროში”. აი ზუსტად ეგეთი წიგნი დაწერა ნათიამ და თავისი უშუალო, ადვილი და სწორი სიტყვებით შეძლო & მოიტანა ის სათქმელი მკითხველის გულთან, რომელიც ჩაიფიქრა და რომელიც დიდი ხანი გაყვება ყველას, ვინც გაიაზრებს.
ვაბოდებ პერსონაჟებზე, ქეთო და დემეტრე ჩემი ფავორიტებიიიი. იუმორი არის სასწაულად დახვეწილი, სიცილს რომ ვიწყებდი ვერც ვამთავრებდი. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ვიცი, კიდევ ბევრჯერ მომიწევს თაროდან გადმოღება და თავიდან გადაკითხვა, დაზეპირება.
პ.ს დადიანს მხოლოდ იმას ვერ ვპატიობ, რომ ბარსელონას ფანია :))) 🥲
ეს წიგნი ერთ-ერთია იმ მათგანიდან, რომელიც უმოკლეს დროში დავამთავრე და იმდენად ჩამითრია, რომ მართლა ვეღარ ვწყდებოდი. დიდი ხანი ვფიქრობდო მეყიდა თუ არა, მეგონა მორიგი ბუქტოკის მიერ გაზვიადებულად წარმოჩენილი წიგნი იქნებოდა, მაგრამ მართლა ძალიან გადააჭარბა მოლოდინებს. თითოეული პერსონაჟი უკარგესადაა დაწერილი, არის ძალიან საყვარელი და იუმორისტული სცენები, სწორად შერჩეული ფრაზები, აქცენტები და ა.შ, მადლობა ნათიას ამ უმაგრესი წიგნისათვის💓 თორნიკეს სცენებზე ნიცას მაგივრადაც მე მიბუგებდა გული😂 მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც უასაყვარლესები იყვნენ, თამო, ქეთო, თორნიკეს სამეგობრო, მშობლები, ენი, აი მაკოზე კიდე ჩვეულებრივად ვაფრენ😂😂💟💟 ჯერ ერთი ღამე ხო გავათენე კითხვისას, და მეორე დღესაც სანამ არ დავამთავრე ხელიდან არ გამიშვია😂 ძალიან დიდი ემოციებით დატვირთვული წიგნია და ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს, რადგან ჩემი ფავორიტი წიგნებიე სიაში ნამდვილად საპატიო ადგილი დაიკავა გუშინდელის მერე🤞💌
This entire review has been hidden because of spoilers.
რევიუ 2 წლის შემდეგ ✌️ - წარმიდგენა არმაქვს როგორ დამჭირდა ამ წიგნის წასაკითხად ერთი თვე😂 ალბათ სკოლის ბრალი იყო, ან არვიცი. ჩემმა ერთერთმა კლასელმა 1 დღეში დამიბრუნა წიგნი, მეკიდევ ერთი თვე დამჭირდა. ალბათ რომ არ ეთხოვა, ბოლო დღეს 150 გვერდს არ წავიკითხვადი და კიდევ 1 თვე გაგრძლდებიდა ამ წიგნის კითხვა ჩემთვის 🫥 რაც შეეხება წიგნს. მე მაგაკითად დიდად არ მომწონა. ისედაც, pregnancy trope - არ მიყვარს წიგნებში, და აქ ზუსტად ესაა. იყო მოსაწყენი, არ მომეწონნენ მთავარი პერსინაჟები (განსაკუთრებით ნიცა. ყოველ მეორე გვერდზე ტიროდა) ერთადერთი მთავარი პწრსონაჟი რომელიც როგორ მახსოვს, ნიცას მეგობარი იყო. (აღარც მახსოვს ვინ მაგრამ მახსოვს რო მომწონდა ეგ გოგო) დასასრული არ ჰქონდა ცუდი, პირიქით სასიამოვნო. ნიკა 🫶🏻
ეს წიგნი მომეწონა. ქართულ თანამედრო რომანებში, ვფიქრობ საპატიო ადგილს იმსახურებს. განსხვავებულ ურთიერთობებს კარგად აღწერს. 5/5 არ არის ,მაგრამ ვთვლი ,რომ ნათია ჯაგოდნიშვილს, დიდი შესაძლევლებები აქვს მომვლში.
ყველაფერი მომეწონა! ერთადერთი დასაწყისში დადიანის “შუტკები” მაღიზიანებდა, მაგრამ მერე მივეჩვიე და ზოგჯერ მომწონდა კიდევაც;) ასევე ნიცაც მაღიზიანებდა თავისი სულელური ქცევებით, მაგრამ ვის არ მოსვლია) ძალიან ადამიანური და ყველანაირი გალამაზების გარეშე წიგნი გამოვიდა! ქართული კოლორიტიც მომეწონა! განსაკუთრებით ეპილოგი ჩამივარდა გულში! ❤️🩹❤️🩹❤️🩹😭😭😭