ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.
ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
ამ დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ აგარაკზე მდინარეში ცურვის, hollow knight ის თამაშისა და კოპოლას ფილმების გადამეორების მეტს არაფერს ვაპირებდი და კუნდერას სიმძიმეც დროებით გადავდევი(დღეს დავასრულებ ალბათ), მაინც შემაწუხა სილაღის აუტანელმა სიმსუბუქემ და ხელი მოვკიდე ამ წიგნს, რომელიც თავის მხრივ ვიცოდი რა თემებსაც შეეხებოდა და იმედი მქონდა ამ სიმსუბუქეს დამიბალანსებდა. იმ რამდენიმე ქართველი ქალი მწერლის ცოტაოდენი წაკითხული წიგნიდან დარწმუნებით ვიტყოდი, რომ ეს წიგნი ყველაზე მეტად მომეწონა და ორივე სიუჟეტი, რომელიც ნაწარმოებში ვითარდება სამწუხაროდ ჩემთვის relative არის.(აფხაზეთიდან გოლგოთას გზის გამოვლა და სოციალური ჯოჯოხეთი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც). PTSD აკიდებული, თეთრ საბანში დამალული ქალების ტანჯვისა და მომავალში ამ ტრამვებით განადგურებული ცხოვრების ასახვა, ბასრი, ტკივილით სავსე ეპიზოდები და კარგი დასასრული. გუს პერსონაჟი კი ძალიან მიყვარს, კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველის" გიორგის შემდეგ შეიძლება ჩემი საყვარელი პერსონაჟიც გახდა ქართულ ლიტხელში.
ჩემდა სამწუხაროდ მე ვერ ვარ გუ... მარკო შეიძლება.
პატარა წიგნია, მარტივად იკითხება და გირჩევთ წაიკითხოთ.
გუშინვე დავასრულე და აქ დაფინიშება დამავიწყდა. მიუხედავად იმისა რომ არც აფხაზეთის საშინელება გამომიცდია საკუთარ თავზე და არც საბნის ქვეშ ვემალებოდი საკუთარ პრობლემებს მაინც მომარტყა ერთ ისეთ ნაწილში რომ არ ველოდი საერთოდ. გრადაციებში ცურვა არც ისე სასიამოვნოა, სწორხაზოვანი ცხოვრება კიდე კაი რამეა სიამოვნებით გავსინჯავდი.
ავტორი: ელენე ჯაფარიძე შეფასება: 2/10 გამომცემლობა: @sulakauri_publishing
აღწერა: წიგნში მოყოლოლი ამბავი აფხაზეთის ომის პერიოდისა და დევნილების ირგვლივ ვითარდება. პროტაგონისტი ტრავმულ გამოცდილებებს იხსენებს და თავის ირეალურ სამყაროში მოგზაურობს. სიუჟეტი ძალიან უცნაურია, რადგან მთავარი თემატიკა ყოველი ახალი 10გვერდიანი ინტერვალით იცვლება.
ძალიან მოულოდნელი და ჩემთვის უბრალო დასასრული ჰქონდა წიგნს, არაფერი ახალი არ თქვა და ომის სენტიმენტები წიგნის შუაში ინდურ დრამას დაემსგავსა. ფინალი საერთოდ არაფერში ჯდებოდა და მოკლედ, დასაწყისში კარგი პოტენციალი ჰქონდა მაგრამ ვერ განავითარა, ის 2 ქულაც ემოციური ერთადერთი სცენისთვის, როცა სისხლიანი დევნილი ქალი სამშვიდობოს მიემგზავრება.
ყველა გვერდი, სიტყვა, წინადადება ტკივილითაა გაჟღენთილი, ყველგან, ყველა გვერდზე ოცნებების, ბავშვობისა თუ მომავლის პატარა ნამსხვრევებია მიმოფანტული, ნამსხვრევები, რომელიც გულში გვერსობა და ტკივილს ტოვებს.
წიგნის ნახევარზე მეტი რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ნეტა როგორ დამთავრდება-მეთქი, იმიტომ რომ მიუხედავად სრული სიზუსტით აღწერილი და გაცოცხლებული უმძიმესი წარსულისა, სხვა ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა. ამიტომ ეს დასასრულიც ჰაერივით სჭირდებოდა ამ რომანს, რომელმაც სულ სხვა კუთხით და სხვა ემოციით გაამდიდრა ის. ამიტომ, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავთ, ჩემსავით ტიტანური აზრების ფრქვევას მოერიდეთ.
ავტორს უჭირს მკითხველისთვის პერსონაჟის გაცნობასა და ხშირად არასაჭირო ანალიზს შორის ზღვარის დაცვა. როგორც ფსიქოპორტრეტი, შეიძლება, კარგიც კია, მაგრამ როგორც მხატვრული ტექსტი - მოიკოჭლებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოუხეშავი ენისა, მაინც არის მონაკვეთები, სადაც ჩანს მართლა სიცოცხლე, სადაც სიტყვები ისრუტავენ ამბის მთლიან ატმოსფეროს ~
არ მაძლევს მგონი იმის უფლებას, რომ 3.5 ვარსკვლავი დავუწერო, ამიტომ იყოს სამი.
პირველ რიგში, პირველი მხატვრული ნაწარმოებისთვის ნორმალური ტექსტია. აფხაზეთის ომი არ გამომიცდია, თუმცა ბევრ ჩვენს თანამემამულეს კი და იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი საკითხავად და ისეთი სიზუსტით იყო ყველაფერი წარმოდგენილი, რომ გული ათმაგად და ასმაგად დამეფლითა. ამ წიგნის კითხვისას რამდენიმე ასპექტი გამოვყავი. ერთი ის არის, რომ პატარა გოგო შეესწრო ომს, შიშსა და სისასტიკეს გაუსწორო თვალი, შენს წინ ხედავდე როგორ იღუპება ხალხი და იყო ძალიან უძლური. მეორე, რაც მომხვდა თვალში ეს ანიკოს დედის ამბავია, რომელიც არაა უცნობი ქართველი ქალისთვის. უნიათო, ავი კაცის გაძლება, რომელიც გცემს და გამცირებს, მეორე წამს კი შენთან ყვავილებით ჩნდება. მესამე ის, რომ ტრავმა ისეთი ბინძური და ვერაგი რამ არის, რაც არ უნდა გადახარშო და მოიშორო ის, მაინც შენს გვერდით ჭამს, სვამს, ძინავს და არსებობს... ბოლო და უკანასკნელი რასაც თავად ვიზიარებ ეს არის უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ემიგრანტის და დევნილის სევდა. როგორ ცდილობ რომ შეერიო ახალ ხალხს, ახალ კულტურას დაუკავშირო შენი თავი და აიტანო ბევრი დამცირება და გულის ტკენა.
რაც შეეხება იმას თუ რა არ მომეწონა, ეს თითქოს ნაძალადევად ჩატენილი სასიყვარულო ისტორია ალესთან. თუმცა, ალბათ განზრახვა ჰქონდა იმის თუ როგორ იზიარებს ასე თუ ისე დედამისის ბედს. მეორე რამაც "გამაბრაზა" ეს დასასრულია, რომელიც მე პირადად არაფერს არ მეუბნება. მესამეს და უკანასკნელს კი, ასე თუ ისე ვპატიობ, მისი წერის სტილი არის გაფანტული თითქოს და რომ არ დავეინტერესებინე უშუალოდ აფხაზეთის ომის თემატიკას, არც წავიკითხავდი. საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ დებიუტანტის კვალობაზე იყო ნორმალური ტექსტი, არის გამოსასწორებელი რაღაცები და იმედია, მომავალში კიდევ მექნება ამ ავტორის წიგნის წაკითხვის საშუალება. წარმატებებს და ბევრ სიკეთეს ვუსურვებ!
This entire review has been hidden because of spoilers.
ცალსახად ძალიან ემოციურია და ავტორის წერის სტილი, არეული დროები და მოკლე წინადადებები, რომლებიც კონკრეტულ საზრისულ განცდას გადმოსცემენ, ეხმიანება ამ ემოციურობას და ამძაფრებს მას. ომის თემატიკაზე კითხვა ზოგადად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, არა პირადი გამოცდილების, არამედ ახლობელი ადამიანების გამოცდილების გამო, განსაკუთრებით, როცა აფხაზეთის ომზეა საუბარი, შესაბამისად, მეტად მკაცრად ვარ ხოლმე განწყობილი მსგავსი ნარატივის ხელში აღებისას. რომ ვთქვა, გამაოგნა-თქო, ძალიან დიდი ტყული იქნება, თითქოს არაფერი ახალი და არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ისევ, ემოციურობასა და სიმძიმეს თავისი მოაქვს და არ ვიცი, ალბათ ასეთი უნდა იყოს გაწყვეტილ ძაფებსა და შეწყვეტილ სიცოცხლეებზე და ახლიდან დაბადებაზე და მარტოობაზე და დაკარგვაზე და სამშობლოში უსამშობლობაზე წერა. ანიკოს პერსონაჟი მეტნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ეს ალესთან ურთიერთობა არმგონია საჭირო ყოფილიყო, თითქოს ამოვარდა ტექსტიდან და თითქოს რაღაც დააკლდა მერე მთავარს. საერთო ჯამში, დებიუტანტობის კვალობაზე, მშვენიერი წიგნია და 4 ვარსკვლავიც ამ მოცემულობის გათვალისწინებით სრულიად დამსახურებული. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ელენეს და დაველოდები შემდეგ წიგნებს ჩემს ხელში🌹
ფსიქოლოგი ყოფილა ავტორი და ვაჰ, როგორ ეტყობა ;დ უუუუფრო მეტის გაკეთება შეუძლია მითუმეტეს და იზამს აუცილებლივ
5/10 დავიწყებ დადებითით. თავიდან საინტერესოდ და ემოციურად დაიწყო. წიგნი მოიცავს ანიკოს(მთავარი პერსონაჟის) ცხოვრების ყველა ეტაპს. დასაწყისში ის 8 წლის გოგონას სახით გვევლინება, რომელიც სოხუმში ცხოვრობს. not impressed, მაგრამ იყო საინტერესო მომენტები და ჩასაღრმავებელი მონაკვეთები. ძირითადად წიგნში გადმოცემულია ბავშვის თვალით აღქმული ომის, მოუშუშებელი ტრამვების, ბნელი ჭუბერის გზის და კიდევ უფრო ბნელი მოგონებების, ემიგრანტების ცხოვრების, დრომოჭმული ტრადიციების, ქალების გაჩუქების, ოჯახური ძალადობისა და რეალობასთან დამალობანას თამაშის შესახებ. მომეწონა თხრობა რამდენიმე დროის სარტყელში, რადგან საშუალება მომეცა გამეცნო ყველა ასაკის ანიკო. მიუხედავად, იმისა რომ პერსონაჟმა შეძლო ჭუბერის გზის გადმოლახვა შიმშილის, სიცივისა და თოვლზზე სისხლის კვალის მიუხედავად ცხოვრების მთავარ გამოცდაში ჩაიჭრა. და მართლაც არსებობს წარსული ტრავმის ანარეკლი, რომელიც აჩრდილად დაგდევს, შუბლზე გაწერია და თვალებში გეტყობა. რაც შეეხება წიგნის ბოლო ნაწილს, ალბათ ჩაფიქრებული იყო იდუმალებით სავსე დასასრული, მაგრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ არასასიამოვნოდ გაურკვეველი დარჩა, როგორ, რანაირად ან რატომ. შესაძლოა მწერლის მიზანიც ეს იყო, ბევრი უაზრო კითხვის დატოვება მკითხველისთვის. ნაწარმოების შუიდან განვითარებული teenage love story-ც მოსაწყენი იყო ჩემთვის. საბოლოო ჯამში, ცუდი ნამდვილად არ ეთქმის, პირველი ცდისთვის ნორმალურია.
მძიმე, ტკივილითა და სევდით სავსე წიგნია. საკმაოდ დამსტრესა კითხვის პროცესმა. თითქმის ყველაფერი განვიცადე რაც პერსონაჟებს გადახდათ თავს. ვიღაცისთვის შეიძლება, რომ წიგნმა "ინდური დრამის" სახე შეიძინა რაღაც მონაკვეთში, თუმცა მე ამ აზრს ვერ გავიზიარებ. პირიქით, საინტერესო გადასვლები იყო. და აქვე, არაა აუცილებელი წიგნში რაიმე განსაკუთრებულად ახალი დავინახოთ, არამედ იმ ემოციებს უნდა დავაკვირდეთ რაც მოაქვს ჩვენთვის, თორემ ისედაც ვიცით, რომ თითქმის არ არსებობს თემა, რომელზეც არ დაწერილა. :) გირჩევთ, წაიკითხოთ თუ მძიმე წიგნის ხასიათზე ხართ.
რა საშინელი კონტრასტია, ერთი ქვეყანა, სადაც მეზობლები და ახლობლები ოჯახურ ძალადობას აიგნორებენ და და მეორე ქვეყანა, სადაც სამსახურში ფსიქიატრისგან შევიწროებულ პაციენტს თანაუგრძნობენ და კომპენსაციას სთავაზობენ, სადაც კარგად ესმით ვინ არის მოწყვლადი და ვის უნდა დაუდგენ მხარში.
მოულოდნელი და ემოციურად რთული იყო ამდენი ტკივილი და ტრავმა ამ პატარა წიგნში, რომლის სათაურიც დამალობანას თამაშისთვის, საბნის ქვეშ შემალვისა და რეალობის ასე ყურებისთვის გამზადებს.
სულ 1 თუ 2 საათი დამჭირდა რომ წამეკითხა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ "მძიმე" წიგნია არა იმიტომ, რომ ბევრი ფურცელი აქვს, პირიქით, სულ რაღაც 134 გვერდია. რამდენჯერმე მწარედაც ამატირა. საბოლოოდ ცოტა მეტს ველოდი, თუმცა დებიუტანტისთვის მართლაც რომ საკმაოდ კარგია. ანიკოს საქართველოში დაბრუნების სცენაც უცნაურად აორთქლდა, დასასრული კი სრუულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა ჩემთვის.
This entire review has been hidden because of spoilers.
ერთ დღეში წასაკითხი წიგნია, მენტალურად ძალისხმევა თუ გეყოფათ. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, განსაკუთრებით ახლა, ომის პერიოდში. მოკლედ მძიმეა, მაგრამ ნამდვილად ღირს წაკითხვად.
ომგამოვლილი ადამიანის “მომავალი” ტყუილია. ისინი აღარ არიან, ომთან ერთად შეწყდა, სამუდამოდ გაჩერდა და გაიყინა მათი ცხოვრების პულსაცია. ვეღარასდროს დაბრუნდებიან და ვერც "სხვაგან" იქნებიან "შინ".
გადასარევი. აფხაზეთის ამბებს ლიტერატურაში (და არც ისე) კარგად არ ვიცნობ და ემოციურად დამაკავშირა უცბად. შეიძლება, უფრო ხატოვნად, უფრო ზუსტად შეიძლებოდა ყველაფრის მოყოლა, მაგრამ მე არაფრის დანაკლისი მიგრძვნია, პირიქით. აუდიო წიგნად მოვისმინე ცოტა პაუზებით, მაგრამ ბმა არ დამიკარგავს. სადღად შუაში ცოტა არარეალისტურობის განცდა გამიჩნდა, მაგრამ ხანდახან რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის, ალბათ, საჭიროა ცოტა აცდენაც. სპოილერი(!!!): ბოლოში ასეთ თვისთს საერთოდ არ ველოდი, გაოგნებული დავრჩი. უყოყმანოდ ხუთი <3
This entire review has been hidden because of spoilers.