Jump to ratings and reviews
Rate this book

მოთხრობები ქალებზე

Rate this book
„სულაკაურის გამომცემლობა” რევაზ ინანიშვილის თემატურ კრებულებს გთავაზობთ – „მოთხრობები სიყვარულზე” და „მოთხრობები ქალებზე“.

ეს გამოცემები ძვირფასი საჩუქარია როგორც მწერლის შემოქმედების მოყვარულების, ასევე ახალგაზრდა მკითხველებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რევაზ ინანიშვილის მდიდარი შემოქმედების გაცნობას.

ამ კრებულში გაერთიანებული მოთხრობების მთავარი გმირები ქალები არიან – ცოლები, დები, შეყვარებულები, დედები, ბებიები და სულ პატარა გოგონები – სოფლელი და ქალაქელი ქალები: ამაყები, ყოჩაღები, იმედიანები და იმედგაცრუებულები, მხნეები და დაღლილები, თავგანწირულები, ერთგულები, ანცები, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო – ისინი იცავენ ავკაცობისაგან დასანგრევად განწირულ ქვეყანას.

308 pages, Paperback

First published January 1, 2020

1 person is currently reading
31 people want to read

About the author

Revaz Inanishvili

21 books24 followers
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (50%)
4 stars
0 (0%)
3 stars
3 (37%)
2 stars
1 (12%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
September 23, 2023
ეს მოთხრობები ყველა მქონდა წაკითხული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კრებულებში და კარგია, რომ ვიღაცა მოუვიდა თავში აზრად, ერთად შეეკრიბა და ისე გამოეცა..
ოღონდ, ძალიან გამიკვირდა, როცა რამდენიმე ძალიან კარგი მოთხრობა ვერ აღმოვაჩინე, პირველ რიგში კი "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება". არ ვიცი, ამაზე ქალური რაღა უნდა ყოფილიყო მამაკაცი მწერლის შემოქმედებაში... სხვა მოთხრობებიდან "თინიკოს" გამოვყოფდი. ერთი ციდაა და რამხელა ტრაგედიას მალავს. თურმე, რა ღრმა შთაბეჭდილებების დატოვება შეუძლიათ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ადამიანებს. თუმცა, როცა ამას გავაცნობიერებთ, შეიძლება, ძალიან გვიანი იყოს...
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.