Jump to ratings and reviews
Rate this book

კანიბალიადა

Rate this book
„კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი. მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს.

ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.

მეტიც, ეს წიგნი არც კულინარიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჭამენ ყველაფერს – ჭამენ გემრიელად და წარბშეუხრელად... მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ – ის, რაც ომით მართლდებოდა და მართლდება. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ წიგნის ნებისმიერ გვერდზე რეფრენივით მეორდება.

180 pages, Paperback

First published November 1, 2019

3 people are currently reading
71 people want to read

About the author

Misha Bakhsoliani

8 books6 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
45 (25%)
4 stars
67 (37%)
3 stars
45 (25%)
2 stars
16 (9%)
1 star
4 (2%)
Displaying 1 - 30 of 37 reviews
Profile Image for Nona.
150 reviews77 followers
April 12, 2020
არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზამ...

ბოლოს ესე დაძაბული როდის ვკითხულობდი არ მახსოვს. თავიდან ძაან ჩამითრია, მერე ცოტა აირია, მაგრამ ფინალი მაინც მოულოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, დაძაბულობის ფონზეც კი ვისიამოვნე. აი, ჟუტკიაო რო ამბობენ, სწორედ ესეთი იყო მთელი წიგნი.
Profile Image for Lana Lakirbaia.
64 reviews4 followers
May 18, 2020
ასეთი ემოციებით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, ეს წიგნი თუ ასე შეძრავდა და მსგავს შეგრძნებებს დამიტოვებდა. იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, სიუჟეტიც ცოტა მოულოდნელად განვითარდა. შეფასებაც მიჭირს.
სიგიჟეა!
Profile Image for Nina.
61 reviews6 followers
August 1, 2020
ჰანიბალი იამაყებდა
Profile Image for Mariam Romanadze.
54 reviews4 followers
August 14, 2020
არ ვიცი ეს წიგნი სასიამოვნო წასაკითხი როგორ უნდა იყოს მაგრამ ხორცის ჭამის წინ რომ გაგახსენდებათ და უსიამოვნოდ შეიშმუშნებით მაგისთვის კი გამოდგება
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
March 27, 2020
ამ წიგნს მარტო 3 პატარა ნაკლი აქვს:
1. მოკლეა
2. თავიდან უფრო მაგარია
3. რაღაცნაირად 2 ნაწილად იყოფა და ეგ კი არაფერი, მაგრამ 2 ნაწილს შორის გადასვლა 'პლავნი' არაა

საერთოდაც, პირველი ნაწილი ძალიან ძალიან მაგარია! ადრე მეგონა რომ 90-იანები მომბეზრდა ლიტერატურაში, მაგრამ კანიბალიადის კითხვისას მივხვდი რომ 90-იანები კიარა თბილისელი ვაჟკაცი და კაი ბიჭები ამოვიდა ყელში. არადა იქ კიდე ბევრია საჩხრეკი...

P.S. პრეზენტაციისთვის 'მაფშალიის' იდეა ვისაც მოუვიდა, ბრავო! :)
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews65 followers
November 25, 2023
იდეა 5/5, შესრულება 2/5.

ჯერ კარგს ვიტყვი: ქართული სათუთი და გაპრანჭული შემოქმედებითი სივრცისთვის დასაფასებელია gore ჟანრის რისკზე წასვლა, რაც ფიზიკური შეგრძნებების დონეზე ახდეს გავლენას მკითხველზე. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი წარსულის გააზრებისა და ანალიზის მცდელობა, რაზეც, სამწუხაროდ, საკმარისად და სათანადოდ არ ვლაპარაკობთ ხოლმე.

რაც შეეხება იმას, თუ რა არ მომეწონა: როცა სამი განსხვავებული მთხრობელი ჰყავს ამბავს, მინიმუმ მათი ხმა ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს, თუმცა ეს მაინცდამაინც წარმატებულად არ გამოუვიდა ავტორს. ცალკე აღებული თითოეული პროტაგონისტის თხრობის მანერაც არაა დიდად დამაჯერებელი, რაც ხშირად გადაჭარბებულ პათეტიკაში (ათი წლის ბიჭის სადღეგრძელო სუფრაზე) ან ზედმეტად უცხო, უხეშ წარმოდგენებში ვლინდება ხოლმე (მოზარდი გოგო თავის გაუპატიურებას არაერთხელ გამეორებული "ხმარებით" აღწერს.)
Profile Image for Gvantsa.
14 reviews
July 5, 2023
რას წარმოიდგენდა ალუდა თავისი სიზმარი ასე თუ ახდებოდა :)))
(PS. ძალიან კარგი და განსხვავებული იყო ქართველი მწერლის კვალობაზე, მაგრამ გრამატიკული შეცდომები ნერვებს მიშლიდა (ზოგჯერ რომ იყო სწორად დაწერილი კონკრეტული სიტყვა, ხშირ შემთხვევაში კი - არა))
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
January 25, 2020
ძალიან კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ცოტა არ იყოს გაკვირვებულიც კი დავრჩი. არც კი წარმომედგინა /კანიბალიადა/ ასეთი მარტივი წასაკითხი თუ აღმოჩნდებოდა.
სიუჟეტს რაც შეეხება, ნამდვად არაფერი დაეწუნება. ყველაზე მეტად კი მთელ რიგ მომენტებში ექშენმა მომხიბლა.
ვერ ვიტყოდი ადამიანის ხორცის ჭამა მომანდომა მეთქი მაგრამ...
Profile Image for Ani Zurashvili.
21 reviews1 follower
July 24, 2023
ეს წიგნი ცხოვრების ბოლომდე ტრავმატიზირებულს დამტოვებს
August 16, 2024
ლიტერატურას მორალის საზღვრები ნამდვილად არ აქვს და შეგიძლია ყველაფერზე წერო. ალბათ ცოტა უფრო დიდი წიგნი რკმ ყოფილიყო, საერთოდაც ვერ გავუძლებდი ამის წაკითხვას. ვცდილობ, შოკიდან გამოვიდე და უფრო პრაგმატულად შევაფასო, თუმცა ძალიან მიჭირს. ვიცი, რომ წაკითხვის შემდეგ ამ წიგნს ისეთ ადგილას დავდებ, შემთხვევით ვინმემ არ იპოვოს და წაკითხვა არ მოუნდეს.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
December 20, 2019
ჭამის დროს კითხვა ვისაც გიყვართ, იდეალური წიგნია იმისათვის, ამ მავნე ჩვევას რომ გადაეჩვიოთ.
Profile Image for Anna.
221 reviews1 follower
May 5, 2020
ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სამუდამოდ ვეგეტარიანელი მინდა ვიყო.
მაგრა თვითონ წიგნს რაც შეეხება, ნამდვილად მძიმეა, მაგრამ ჩამთრევი. თავის აუწევლად დავამთავრე
Profile Image for დეა.
44 reviews2 followers
May 31, 2021
თავიდან კარგი იყო მერე მნეჰ
Profile Image for Zura.
Author 3 books125 followers
Read
December 14, 2019
უფრო მეტ სისხლს ველოდებოდი
Profile Image for Mari.
44 reviews
April 26, 2020
მსგავსი არაფერი წამიკითხავს...
მძიმეა, ძალიან მძიმე!
4.5 (პატარა ნიუანსების გამო).
Profile Image for Giorgi Tsiklauri.
17 reviews2 followers
March 21, 2022
მარტივად იკითხება მაგრამ საკმაოდ უაზრო წიგნია, ჯობდა არ დაწერილიყო
Profile Image for მწვანე კოღო.
138 reviews10 followers
November 21, 2025
არ ვიცი, ძილისწინა საკითხავად მაინცდამაინც ეს წიგნი რატომ შევარჩიე, მაგრამ უკვე გვიანია, რამდენიმე ფაქტი ფაქტად რჩება:

1. ოსტრს ცხოვრებაში არასდროს არ შევჭამ

2. დაძაბულობისგან თავი ამტკივდა

3. არ მეგონა, რომ საწყისი 50-60 გვერდი აქამდე მივიდოდა

4. სათაურმა ვერაფერი ვერ მასწავლა

მთლიანობაში, ჟანრის გათვალისწინებით, საკმაოდ ჩამთრევი და საინტერესო წიგნია, ბევრი შრით, სადაც სინამდვილეში მხოლოდ ფორმაა ფიქცია, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ნამდვილი ამბავი, ნამდვილი ტკივილი და ტრაგედია.

ასე კარგად რამეს უხდებოდეს თავისივე წანამძღვრი, ცოტა მეგულება.

* ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ *
Profile Image for Oto Bakradze.
665 reviews42 followers
April 30, 2021
ორ ნაწილად რომ დავყოთ წიგნი - პირველი ნაწილი 5/5, მეორე ნაწილი 3/5. ჩემი აზრით ზედმეტად პატარა წიგნია იმისთვის, რომ ერთი ოჯახის ორი კონტრასტული ცხოვრება აღწერო. გადასვლა იყო სწრაფი და არადამაჯერებელი. წიგნი რომ ყოფილიყო 300-350 გვერდი, ალბათ უკეთესი გამოვიდოდა. მთლიანობაში, განსხვავებულია და კარგი, თუმცა მაინც მგონია რომ პირველი ხაზის განვითარება უკეთესად შეიძლებოდა.
Profile Image for comet girl.
7 reviews
April 15, 2024
ძაან მოულოდნელი განვითარება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის სახელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა თავიდანვე. მომწონს ავტორის წერის სტილი. ძალიან დაუნდობლად წერს, დრამატულობის და ესთეტიურობის გარეშე, ცივად, აი სულიშემზარავ ამბავს ისეთი უბრალო და მარტივი წინადადებებით გადმოსცემს, თითქოს ამინდზე ლაპარაკობს.

წიგნს რაც შეეხება: ჩამთრევია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მარტივად. პირველი ნახევარი მეორეზე ბევრად ძლიერი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კარგი გამოვიდა. ვფიქრობ, პერსონაჟების მეტამორფოზის პროცესი რომ უფრო მოცულობითი ყოფილიყო 5 ვარსკვლავსაც დაიმსახურებდა.

ძალიან კრეატიული ხარ მიშა!
1 review
June 30, 2025
ალბათ შარშან წავიკითხე პირველად და მას შემდეგ კვირა არ გასულა ისე რომ არ გამხსენებოდა რაიმე მონაკვეთი. მძიმე კია ,მაგრამ თან ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხია. ოღონდ ისე შეგიძვრებათ თავში და ფიქრებში ვეღარც მოიშორებთ. დღემდე ვერ ჩამოვაყალიბე ბოლომდე აზრი ამ წიგნზე, თან ეს გაურკვევლობა, რომელიც დამიტოვა მომწონს...

ხანდახან მინდა ყველას ვურჩიო, მინდა ყველას გავუზიარო, მაგრამ მერე ვფიქრდები და ვერც თვითონ წიგნს ვიმეტებ ადამიანისთვის და ვერც ადამიანს იმისათვის, რასაც ეს წიგნი გამოატარებს.
Profile Image for Lily.
15 reviews1 follower
June 13, 2023
თითქოს “ჰანიბალის” და “Tender is the flesh”-ის ნაზავია. აი ჰანიბალივით იწყება და მერე TITF-ვით გრძელდება. საკმაოდ მძიმე წასაკითხია მაგრამ თან იმდენად ჩამთრევი, რომ თავი ძლივს ავწიე. იყო რაღაც მომენტები, რაც ვფიქრობ უკეთესად/სხვანაირად შეიძლებოდა გადმოეცა ავტორს, მაგრამ საერთო ჯამში, მგონი რო თანამედროვე ქართული ლიტერატურა slump-დან ამოდის თანდათან
1 review
July 12, 2024
წიგნის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ცდილობს თან რაღაცა არარეალისტური თრილერი იყოს და თან რეალისტური historical fiction, რაც ამ წიგნს ვერანაირად ვერ გამოუვა, ამიტომ გეგონება შენს უცნაურ ბოდვა სიზმრებს კითხულობ, რაც შეიძლება ვიღაცისთვის წიგნებში საინტერესო რამ იყოს.
March 3, 2025
წიგნი კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ ამორალურობამდე შეიძლება მიიყვანოს ომმა ადამიანი. ახლაც ვერ ვპოულობ პასუხს იმ კითხვაზე, თუ რატომ წავიკითხე ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით. რამ შემიპყრო ასე. ის ნამდვილად ვიცი, რომ ამ წიგნის წაკითხვას არავის ვურჩევ...
Profile Image for Natali Tskrialashvili.
9 reviews
June 12, 2025
სრული სიგიჟე!!!! ზუსტად ისეთია თან რომ გეზიზღება და თან ფიქრს, რომ ვერ წყვეტ. ერთ ამოსუნთქვაში წაკითხული წიგნი, რომელიც ისეთი მოულოდნელობებით აღსავსე იყო, ჯერ კიდევ მიჭირს გააზრება და იმ ემოციების გადახარშვა, რაც ჩემში გამოიწვია.
Profile Image for Mariam Dekanosidze.
39 reviews1 follower
March 29, 2020
ალბათ თანამედროვე ქართულ მწერლობაში ასეთ კრეატიულს ვერაფერს იპოვი. ახლაც მაჟრიალებს.
Profile Image for salobalo.
1 review2 followers
April 29, 2022
უბრალოდ გულის ამრევია.
Profile Image for Ana Ghoghoberidze.
60 reviews4 followers
September 11, 2022
ცოტათი შოკში ვარ, ეს რა იყო ...
იმედია ეს გულისრევის შეგრძნება მალე გადამივლის.
სრული სიგიჟე!
Profile Image for Tako Mamadashvili.
53 reviews1 follower
August 17, 2023
გადააჭარბა მოლოდინს. მძიმეა, ჩამთრევი. დასასრულზე პირი ღია დამრჩა. ძნელია, ამ თემის წიგნზე თქვა, ვისიამოვნე კითხვითო, მაგრამ არც მე ვარ მთლად დაწყობილი და მასეა. წავუყვები ავტორის სხვა წიგნებსაც *-*
Displaying 1 - 30 of 37 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.