Jump to ratings and reviews
Rate this book

შენ საკმარისი არ ხარ

Rate this book
ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს საკუთარ თავს, რომ მიზნის მისაღწევად მის მიერ არჩეული გზაა სწორი, რომ მხოლოდ თავად უწყის როგორ სურს ცხოვრების წარმართვა, ბოლოს კი აღმოაჩენს, რომ დიდი ხნის განმავლობაში უმისამართოდ ურბენია, არასწორი შეგრძნებები უძებნია, სიყვარული და ერთგულება არ დაუფასებია. რომანის მთავარ გმირსაც ასე დაემართა. მეგი მუდამ გარბოდა ხალხისგან, რადგან ადამიანთა მოყვარული არასოდეს ყოფილა.
ყველაფერი კი მაშინ აირია, როდესაც გამოჩნდა ის გამონაკლისი, ვის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა და ამ ფაქტს სულაც არ მიუნიჭებია მისთვის ბედნიერება. არ მოსწონდა ის ცვლილება, რასაც სიყვარული იწვევდა. არ მოსწონდა, რომ მგრძნობიარე და მიმნდობი ხდებოდა. გარემოებიდან გამომდინარე, საყვარელი ადამიანის პროფესიიდან გამომდინარე, საკუთარი გრძნობებიდან გამომდინარე, მისი ყოველი წამი შიშის შეგრძნებით იყო სავსე. თითქოს ჟანგბადით გატენილ სივრცეში ჰაერი არ ჰყოფნიდა.
შიშისგან თავის დასაღწევად საყვარელ ადამიანს გაუშვა ხელი და გულწრფელად დაიჯერა, რომ ეს ბედნიერებას თუ არა, სიმშვიდეს მაინც მოუტანდა, თუმცა არაფერი მოხდა ისე, როგორც წარმოედგინა...

360 pages, Book

First published November 26, 2018

46 people are currently reading
751 people want to read

About the author

Nino MK

2 books43 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
71 (34%)
4 stars
30 (14%)
3 stars
42 (20%)
2 stars
28 (13%)
1 star
33 (16%)
Displaying 1 - 19 of 19 reviews
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
January 16, 2020
საკმაოდ დაბალი ხარისხის წიგნია, სამწუხაროდ. არა და ისეთი გამოხმაურება ქონდა, უკეთესი მოლოდინები გამიჩნდა.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ წიგნი საკმაოდ გაუმართავია გრამატიკულად. იმდენი შეცდომაა, პლუს საერთოდ გაუთვალისწინებელი პუნქტუაცია, რომ ლამის თვალები მტკიოდა და "აფსოლიტური" რომ წავიკითხე, ამეტირა. :/
რაც შეეხება დიალოგებს, ისეთი მოსაწყენი და ხელოვნური იყო, ცოტა მიკვირს, ასე საუბრობს თავად ავტორი ყოველდღიურობაში? ეს ფილოსოფიური ჩართვები ძალიან უაზრო მეჩვენა და საერთო ჯამში, მოსაწყენად წელავდა დიალოგებს და წიგნსაც, საბოლოო ჯამში.
რაც შეეხება გმირს, ესე ძალიან მგონი არც ერთი ლიტერატურულ გმირს არ მოუშლია ნერვები. :დდ სრულიად არაფრისგან ქმნიდე ადამიანი პრობლემას და შორდებოდე საყვარელ ადამიანს ყურით მოთრეული მიზეზების გამო, არ ვიცი, რა. ლამის ხელი შემეყო წიგნში და მეგი გამეწიწკნა. :დდ
მოკლედ, ერთხელ წასაკითხად ვარგისი წიგნია, რომელსაც არასდროს მივუბრუნდები.
2 reviews1 follower
March 19, 2021
პირადად ჩემთვის, საკმაოდ საინტერესო რომანია. სიუჟეტი შესაძლოა ძალიან უნიკალური არ არის, თუმცა აქ მთავარი ემოცია იყო, რაც ვფიქრობ, რომ ავტორმა სწორად მიიტანა მკითხველამდე. მთავარ გმირთან დაკავშირებით ხშირად მსმენია როგორ ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილება ზედმეტად ემოციურ ფონზე მიიღოვო, თუმცა ალბათ, მათ არ უგრძვნიათ ის შიში, რასაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა იწვევს. როდესაც კონკრეტული შიშით ძალიან ხარ შეპყრობილი, ეს შენს ბევრ ქმედებაზე ახდენს გავლენას. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონია ასეთი მომენტი. უბრალოდ, როდესაც ვკითხულობთ, რატომღაც გვგონია, რომ გმირები ძალიან რაციონალურები უნდა იყვნენ და მათი გადაწყვეტილებებიც ცივ გონებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული, თუმცა ეს ასე არ ხდება.
საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ავტორმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ თქვა გმირების ემოციების თამაშით. ეს სადებიუტო რომანია და მჯერა, რომ მისი მომდევნო ნაწარმოებები უკეთესი იქნება. მთელი გულით ვუსურვებ ავტორს წარმატებას.
Profile Image for Natia.
154 reviews1 follower
December 7, 2020
სამწუხაროდ წიგნში შევამჩნიე პარალელი სხვა წიგნებთან, "ბინდი" და "გრეის ორმოცდაათი ელფერი" - ის აშკარა გავლენა იგრძნობოდა, მგონი პლაგიატიც შევამჩნიე, ბინდიდან ზუსტი ფრაზები იყო დაწერილი. (თარგმნილის რა თქმა უნდა) ვიტყოდი მომეჩვენა თქო, მაგრამ საკვირველია და "ბინდი" ზეპირად ვიცი და ვცნობ წინადადებებს. თუმცა შესაძლოა დამთხვევაც იყოს. (ინფორმაციისთვის "გრეის ორმოცდაათი ელფერი" ასევე "ბინდი" - ს გავლენით დაიწერა) მუხტიც დამაკლდა და ემოცია დიალოგების დროს, ალბათ მე არ აღმოვჩნდი ამ წიგნისთვის კარგი მკითხველი, თუმცა იყო ადგილები, სადაც ემოციაც იგრძნობოდა, მაგრამ იქ სადაც საჭირო იყო არ ჩანდა და დამაკლდა. ეს მაინც არაფერს ცვლის, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ. თითოეული მკითხველი ინდივიდუალურია. სასიამოვნო წაკითხვა, ავტორს კი წარმატებები ❤
2 reviews
August 18, 2021
მთელი წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რომელიც სავსეა უამრავი თავგადასავლითა და განცდით. რატომღაც მგონია, რომ ამ ისტორიის უმეტესობა რეალური ამბავია. არა ავტორის, არამედ ჩვენ გარშემო მყოფი უამრავი ადამიანის მიერ მოყოლილი და განცდილი. მიხარია, რომ ამ წიგნმა ჩემს თაროზე დაიდო ბინა.
Profile Image for Mariami.
112 reviews20 followers
April 20, 2021
მაინც ვერ ვხვდები რას ერჩით ამ წიგნს ჩემი აზრით საოცრებაა
Profile Image for წიგნების შესახებ.
107 reviews6 followers
December 8, 2020
სამწუხაროდ წიგნში შევამჩნიე პარალელი სხვა წიგნებთან, "ბინდი" და "გრეის ორმოცდაათი ელფერი" - ის აშკარა გავლენა იგრძნობოდა, მგონი პლაგიატიც შევამჩნიე, ბინდიდან ზუსტი ფრაზები იყო დაწერილი. (თარგმნილის რა თქმა უნდა) ვიტყოდი მომეჩვენა თქო, მაგრამ საკვირველია და "ბინდი" ზეპირად ვიცი და ვცნობ წინადადებებს. თუმცა შესაძლოა დამთხვევაც იყოს. (ინფორმაციისთვის "გრეის ორმოცდაათი ელფერი" ასევე "ბინდი" - ს გავლენით დაიწერა) მუხტიც დამაკლდა და ემოცია დიალოგების დროს, ალბათ მე არ აღმოვჩნდი ამ წიგნისთვის კარგი მკითხველი, თუმცა იყო ადგილები, სადაც ემოციაც იგრძნობოდა, მაგრამ იქ სადაც საჭირო იყო არ ჩანდა და დამაკლდა. ეს მაინც არაფერს ცვლის, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ. თითოეული მკითხველი ინდივიდუალურია. სასიამოვნო წაკითხვა, ავტორს კი წარმატებები ❤
Profile Image for Mari Booklover♡.
7 reviews
August 18, 2023
თავიდან კარგი დაწყება იყო. საინტერესო და განსხვავებული. პერსონაჟი იდეალური გოგო არ იყო და ყველაზე მეტად ის მომეწონა რო სხვა წიგნებში როა გაპიარებული ეს ,,გამხდარი" ,,ჩონჩხივით სუსტი" ,,ანორექსიკი" პერსონაჟები, აქ თავიდანვე ეწერა რომ არც გამხდარი იყო არც მსუქანი. გოგო რომ მრბოლელი იყო ესეც საინტერესოდ მომეჩვენა. პერსონაჟები არ იყო კარგად გავრცობილი, თორნიკე წესიერად მაინც ვერ გავიცანი. ერთი ას გვერდში გაფუჭდა. ძალიან გაწელილი და უშინაარსო გახდა. გოგო რომელიც ფემინიზმს ღაღადებდა მის საყვარელ ჰობს, პროფესიას შეეშვა იმიტომ რომ ბიჭმა მიაგდო, ეს თემა კი საერთოდ აღარ იყო ნახსენები. ასევე არ მომეწონა მეგის ცვლილება. თავიდან ძლიერი პერსონაჟი იყო, მერე ვიღაც ბიჭი რომელსაც წლები იცნობდა, გასიმპატიურდა და ამასაც გადაუტრიალდა ყველაფერი, უსაქმური და უშინაარსო გახდა. თავიდან ავტორმა ამ რბოლაზე ისე დაიწყო საუბარი ვიფიქრე ბოლომდე ასე იქნება თქო და დავინტერესდი, მაგრამ როგორც ავღნიშნე ამ გოგოს რო დეპრესია ეტაკა რბოლა ვაფშე ნახსენებიც აღარ იყო.
თორნიკეზე საუბარს არც დავიწყებ. ამ ბიჭისგან ნული სიყვარული მოდიოდა მეგისადმი. ტიპს იმენა ეკიდა, თავიდან დააინტერესა ამ გოგოს განსხვავებულობამ როგორც ვატპადშია ხოლმე მერე კიდე მიაგდო. არც მიკვირს ამ გოგოს უაზრო ხასიათების გამო. ეს ბიჭი სულ 5ჯერ გამოჩნდა როგორც პერსონაჟი, დანარჩენი სულ მეგის მო���ქმა გოდებაა იმის შესახებ რომ თოკომ დაიკიდა.
იყო უაზრო ფილოსოფიაც ძალიან გაწელილი თანაც. ეს გოგო ბაზრობს სიყვარულზე, სიკვდილზე, ადამიანებზე მაგრამ ისეთებს ბაზრობს რომ პროსტა გაუნათლებლობას წარმოაჩენს და არა რაღაც ინტელიგენტს. არ ვიცი ავტორი ამით რას ცდილობდა, ალბათ ამ გოგოს ცოტა ჭკვიანად გამოჩენა უნდოდა მაგრამ საბოლოოდ ეს გოგო ისეთ ბანალურ რაღაცებს ბაზრობდა ერთი ათ გვერდს გადავახტი და შემდეგ თავებზე გადავდიოდი
ძან კი გავასწორე მიწასთან ეს წიგნი მაგრამ ვისაც ბანალური სიყვარულის ისტორია უნდა, აი ვატპადის სტილში გაუსწორდება ეს წიგნი.
პ.ს ის დეტალები მანქანების შესახებ ძალიან მომეწონა. ვგუგლავდი კიდეც და ეს კითხვის პროცესს უფრო სახალისოს ხდიდა
Profile Image for Nutsi.
2 reviews3 followers
May 16, 2022
სიტყვა ,,რომანი" ძალიან ხმამაღლა ნათქვამია. მხოლოდ სიტყვა ,,ფეიკით" შევაფასებდი. შეთითხნილი პერსონაჟები, მიფუჩეჩებული სიუჟეტი, აბდა-უბდა დიალოგები, რომელიც ძალიან ჰგავს ფრაზებს ფილმებიდან, ოღონდ ორიგინალიდან კი არა, ცუდად ნათარგმნი და დაბალ დონეზე გახმოვანებულიდან. ვერაფრით ვიჯერებ რომ ეს ,,რომანი" მშობლიურ ენაზე დაწერა ავტორმა და ამდენად მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის.
მხოლოდ ავტორს არ ვაბრალებ რომ ასეთი ცუდად დაწერილი წიგნი გამოიცა, იმის დაჯერებაც მიჭირს რომ რედაქტორმა ან ვინმემ წაიკითხა და დააკირექტირა...
მოკლედ ვინმეს აუცილებლად უნდა წაეკითხა გამოცემამდე და მერე ისე გაპიარებამდე, რომ მეც კი მომინდა მისი ყიდვა და წაკითხვა მიმზიდველი სათაურის და ლამაზი ყდის ხათრით.
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
August 24, 2020
სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში აქტიურად მხვდებოდა ამ წიგნიდან ამონარიდები და შვებულების დროს წაკითხვაც გადავწყვიტე. საკმაოდ ბანალური ისტორია გამოდგა ჩემთვის. ვერც კი გავიხსენებ მთავარი პერსონაჟისთვის სახეში ხელის გალაწუნება რამდენჯერ მომინდა :) რაც შეეხება მეორე მთავარ გმირს, თორნიკეს საუკეთესო და მგონი არალეალური ბიჭიც კია, ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი და ნაცნობი პროფესიით. ძალიან თვალშისაცემი ფილოსოფიური ხასიათის დიალოგების სიმრავლე აღმოჩნდა, რომელიც ბევრ შემთხვევაში ზედმეტი და დამღლელიც კი იყო ჩემთვის. საერთო ჯამში 2/5.
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
July 30, 2019
არაუშავს. მშვენიერი სასიყვარულო ისტორიაა. ოღონდ, მე მგონი, უკვე დავბერდი ამ ჟანრისთვის. ალბათ, თინეიჯერებს მეტად მოეწონებათ.
პ.ს.: გამოცემა საშინლად უხარისხოა. 50 გვერდიც არ მქონდა წაკითხული, ფურცლები რომ ამოცვივდა :/
Profile Image for cekla.
77 reviews
February 8, 2021
ყოველთვის მინდოდა ჩემი ხასიათის მსგავსი პერსონაჟი მეპოვნა და ვიპოვე მეგის სახით! წიგნი ცუდი არ არის ერთხელ წასაკითხად ღირს,რაღაცებზე დაგაფიქრებს მაგრამ ჩემთვის რაღაც აკლდა
Profile Image for Keti Molashvili.
122 reviews6 followers
February 16, 2021
დრო არ დაკარგოთ, ან თუ დროის დაკარგვა გინდათ, თურქული სერიალია 🤔
1 review
July 5, 2021
💖
This entire review has been hidden because of spoilers.
1 review
July 28, 2021
ქაინდა დავიქრინჯე კითხვისას.
2 reviews
August 18, 2021
ამ წიგნის გარშემო ისეთი აურზაური იყო ატეხილი, რომ რამდენჯერმე გადავდე, თუმცა გადაშლიდან ზუსტად ორ დღეში დავასრულე კითხვა. უფრო სწორად, მოთმინება არ მეყო, რომ რამდენიმე დღეზე გადამენაწილებინა, რადგან სიუჟეტმა ჩამითრია. ალბათ, ემოციურად მზად უნდა იყო იმისათვის, რომ გაიაზრო რამდენად მნიშვნელოვანი თემებია ჩამალული იმ სასიყვარულო სიუჟეტის მიღმა, რომელზეც რომანია აგებული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს რომანი იმაზე მეტია, ვიდრე ორი ადამიანის სასიყვარულო ისტორია და დიდი მადლობა ავტორს ამ თემების გავრცობისთვის.
Profile Image for kate.
202 reviews41 followers
November 27, 2019
ეეჰ ძალიან ბევრმა აქო , ადიდა ეს წიგნი, მე კი იმედები გამიცრუა :( წიგნში არა არის რაღაც ერთი საინტერესო სიუჯეტი/თავგადასავალი/ისტორია , უბრალო ცხოვრებაა ერთი უბრალო წყვილის, რო მკითხო მომიყევი რა ხდებაო 2 წინადადებაში ჩავეტავდი.

გარდა ამისა ძალიან ხელოვნურად მეჩვენა ზედმეტად ფილოსოფიური დიალოგები.
და ძალიან დამღლელი იყო სულ აღგზნებული მეგის "ყურება"... ))
Displaying 1 - 19 of 19 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.