Jump to ratings and reviews
Rate this book

Untergang: მოგზაურობა ევროპაში

Rate this book
ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“

რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.

ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო. კრიზისი უდგას ზეროტუსტრასაც – იგი გრძნობს, რომ ბერდება...

160 pages, Paperback

Published January 1, 2018

Loading interface...
Loading interface...

About the author

Zurab Karumidze

13 books21 followers
ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში."
წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-5 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.
ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში, Clockwatch Review-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996).
რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: საქართველო/კავკასიის პროფილი (1995-2000) და კავკასიის კონტექსტი (2002-05).
ჯეიმზ ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - კმარა:ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005).
წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
2 (40%)
3 stars
2 (40%)
2 stars
1 (20%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Gia Jgarkava.
435 reviews40 followers
May 12, 2019
არადა თითქოს არაა ცუდი წიგნი, მეტიც - შეიძლება კარგიც კი ვუწოდოთ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მინუსი აქვს. მთავარი ისაა, რომ მიუხედავად თემიდან გამომგინარე ლოგიკურია ამდენი გადაძახილ-გადმოძახილი ძირითადად ევროპულ ლიტერატურასთან, მაინც უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი რომ ავტორს უნდა გვაჩვენოს რამდენი რამე იცის. არა მარტო ლიტერატურაში, მუსიკაშიც, კოსმოლოგიაშიც, სხვადასხვა სულიერ სწავლებებში.

არის ადგილები, რომლებიც მაგრად ასწორებს, მაგრამ ჯერ ერთი ცოტაა და მეორეც სტილით ისეთებია, რომ დანარჩენ ევრპაში, ფსიქოდელიაში და ჰალუცინაციებში იკარგება... არადა მე რო ევროპა, ფსიქოდელია და ჰალუცინაცია არ მომეწონება, ესეიგი რაღაცა მართლა ნიტოა :)
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.