ხასიდობის, XVIII ს-ში წარმოშობილი იუდაიზმის განშტოების, მთელი გულისყური პიროვნებისკენ არის მიმართული. პიროვნება უნდა უღრმავდებოდეს საკუთარ თავს, მაგრამ თვითჩაღრმავება არ არის თვითმიზანი. მიზანი ყველგანმყოფი ღვთიური ნაპერწკლის ძიებაა საკუთარ თავში და სხვაში, და ყველგან.
ეს წიგნი ხასიდური სწავლებების ქართულ ენაზე გადმოცემის ძალზე მნიშვნელოვანი და წარმატებული მცდელობა. ზურაბ კიკნაძემ დიდი ძალისხმევა მიუძღვნა იმას, რომ იგი მთელი თავისი სისადავით, უშუალობითა და ფილოსოფიური სიღრმით ქართულად აემეტყველებინა.
ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ წინაშეა წიგნი, რომელიც ჩვენი, ადამიანური სამყაროს ერთ ძალზე მნიშვნელოვან განზომილებას გვამცნობს.
თუ ებრაული კულტურა, ან უბრალოდ იუდაიზმი გიზიდავთ, გაინტერესებთ გაეცანით. ხასიდობა XVIII საუკუნეში წარმოიშვა და იუდაიზმის ერთ-ერთ განშტოებათ მიიჩნევა. მთავარი ორიენტირი პიროვნებაზე და მისით ინტერპრეტირებულ სიბრძნეზეა. ამიტომაც გვყავს ხასიდები, ცადიკები მათი მიმდევრები და წმინდა წიგნების ე.წ კომენტატორები.