ნინო ჩხიკვიშვილის რომანი-მისტიფიკაცია პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ასახვის პირველი ცდაა, სადაც დოკუმენტური ჩანაწერები და მხატვრული გამონაგონი ერთმანეთს ორიგინალურად ავსებს. „ყველას ესმოდეს: ჩვენ თვით დავამსხვრევთ ჩვენს თავზე მოელვარე გვირგვინებს, როდესაც ვიხილავთ, რომ პირველი ნაპერწკალი ჩვენი კოცონისა მოკვდა სამუდამოთ“, – წერდა 1916 წელს პაოლო იაშვილი ცისფერყანწელთა მანიფესტში. საუბედუროდ, ეს მხოლოდ პოეტურ თქმად არ დარჩენილა: 1937 წლის 22 ივლისს პაოლომ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქართველი ერის ცნობიერებაში 22 ივლისი პაოლოს უკვდავების დღეა და სიმბოლოც წითელი ტერორისა. „მე პაოლო ვარ“ აგრძელებს ნინო ჩხიკვიშვილის ნაწარმოებების ციკლს ცისფერყანწელთა შესახებ და კოლაუ ნადირაძეზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის („უკანასკნელი ცისფერყანწელი“) ერთგვარი გაგრძელებაა.
რავი. კარგი წიგნია. როცა წიგნი დოკუმენტური ელემენტებითაა დაწერილი და ცისფერყანწელებზეა, ჩემთვის ცუდი რომ იყოს, ძალიან გაუჭირდებოდა.
აქციების პარალელურად ძალიან მიჭირს კითხვა. როდის უნდა ვიკითხო? აქციამდე? აქციის მერე? ამ წიგნის დიდი ნაწილი აქციისას წავიკითხე. საზ.მაუს კიბეებზე. ცუდი განათების ქვეშ.
პაოლოს კულტია ეს წიგნი. კონცეფცია კარგია. ისე მოგიყვებით არ დაგასპოილერებთ, დიდაც არცაა სპოილერი but still ;დ რომანი იწყება პაოლოს სასამართლო პროცესით, რომელიც მისი თვითმკვლელობის შემდეგ იმართება და ამ პროცესზეა ყველა. ყველა ცისფერყანწელი, მათი მეგობრები, ცოლები, მწერალთა კავშირის წევრები, მათი ახლობელი და ჩვენთვის ნაცნობი უცხოელი პოეტები. მოსამართლე ყველას სათითაოდ იძახებს და პაოლოს შესახებ დაკითხვას უწყობს. ისინიც ყვებიან ყველაფერს, რაც მასზე უნდათ რომ ილაპარაკონ. რომანის მეორე ნაწილი მეტწილად, უკანასკნელი ცისფერყანწელის, კოლაუ ნადირაძის მოგონებები და ფიქრებია, რომელსაც ავტორიც იცნობდა. ამასთან უკვე აწ გარდაცვლილი პაოლოცაა მთხრობელი და მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან მომენტებზე გვიყვება. მოკლედ ცუდი წიგნი არაა. კარგი წიგნია.
ეს წიგნიც იმან წამიკითხა, პაოლო იაშვილის ხსოვნამ და ძალამ, რომელსაც ვიცავ, ასე რომ ვიცავ, და თავს რომ ვაკლავ, ყოველდღე უკვე, მეოთხე თვეა.
აღარ ვიცი როგორ ვიკითხო წიგნები. ეს წიგნი, რა ვთქვა, ცუდი არაა.