What do you think?

გროსმაისტერი
რამდენი ადამიანიცაა - იმდენი ისტორიაა. მთავარია, შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვას...
ეს ისტორია კი ერთ ჭკვიან, მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული... მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა.

436 pages, Paperback
First published January 1, 2017
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 30 of 93 reviews
June 11, 2018
ეტყობა რომ ბავშვის დაწერილია. ზედმეტად ბევრი ფილოსოფიური დიალოგები და მონოლოგებია. ასევე ფრთიანი ფრაზებიც, რაც დამახასიათებელია თინეიჯერებისთვის. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ამ არასაჭირო ფილოსოფიისგან დაიცლება მწერლის წიგნები და მშვენიერ დეტექტივებს მივიღებთ შდეგად. ^_^
December 28, 2021
ისეთი გრძნობა დამიტოვა თითქოს wattpad-ის ფიქციას ვკითხულობდი 😃 ერთი ვარსკვლავი ირაკლი მატაბლის ხათრით ❤️
June 17, 2018
ქართულ სტილში დაწერილ წიგნს რომ ელოდები და სულ სხვა,მართლა ძალიან მაგარი და საინტერესო წიგნი რომ აღმოჩნდება,430 გვერდი ორ დღეში წავიკითხე,ფინალმა საერთოდ გადამრია.
გამოგიტყდებით, ირაკლი მატაბელი ოფიციალურად შემიყვარდა,ბოროტი, გულქვა ადამიანი მაგრამ ამავე დროს ზე- პიროვნებაა.
ყველგან ვეძებდი, მჯერა, რომ ასეთ ადამიანს ისე უბრქლოდ ვერ შექმნიდით და ის მართლა დადის დედამიწის ზურგზე

March 16, 2019
ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ეს წიგნი. შუა კითხვაში მივხვდი რაც ბოლოს მოხდებოდა. გაცვეთილი კრიმინალურ ფსიქოლოგიური დრამაა მეტი არაფერი.
January 27, 2019
ვერ ჩავწვდი ამ წიგნის არსს. ალბათ ვერ გავიგე, მაგრამ დეტექტივია თუ ფანტასტიკა თუ ფსიქოლოგიური თრილერი ვერ გაიგე. ვეცადე გამეგო მაგრამ ზეფილოსოფიური დიალოგებით, და არარეალური სიტუაციებით უფრო ვერ ვიგებდი აზრს....
June 8, 2019
მწერლის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, რა სისულელე იყოო, გული დამწყდა რომ 2 დღე ტყუილად დავხარჯე, (ნაჩუქარი წიგნი იყო) თორემ სულ გავგიჟდებოდი ფულიც ტყუილად რომ გადამეხადა 😂
June 25, 2022
15 ლარი რა ტყუილად გადავყარე:(
2 ვარსკვლავი ირაკლი მატარებლის და რამდენიმე ფრაზის გამო😃😃😃
კაით რა
2 ვარსკვლავი ირაკლი მატარებლის და რამდენიმე ფრაზის გამო😃😃😃
კაით რა
June 11, 2019
რომ არა უაზროდ ჩაკვეხებული ფრაზები და დაუმთავრებელი არასაჭირო ისტორიები და პერსონაჟები წიგნის გასაწელად, ბევრად უკეთესი გამოვიდოდა, თუმცა ჩანაფიქრი ნამდვილად კარგი იყო (17 წლის ასაკში მაინც დიდი მიღწევაა ასეთი წიგნის დაწერაც კი).
December 1, 2024
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წავიკითხე ვიცოდი უბრალოდ უაზრო რომანი რომ არიყო.ნუ ეგ სიმართლეა, მაგრამ არც ნორმალური დეტექტივი აღმოჩნდა.უფრო ფანტაზია იყო ჩემთვის .ძალიან ძალიან ბევრი რამ დაულაგებელია. რეალობას შეუსაბამო მოქმედებები და საერთოდ დასასრული ხომ უაზრო იყო. ზოგი ამას კარგ პლოტ ტვისტად მიიჩნევს,მაგრამ არა! რადგან გაგაკვირვათ და მაგას საერთოდ არ მოელოდით იმას არ ნიშნავს რომ მაგარია, იმიტომ არ მოელოდით რომ არციყო მოსალოდნელი:)) ერთადერთი რაც მომეწონა და მინდა ავღნიშნო დასაწყისში თვითმკლელობასთან დაკავშირებით რომ იყო სოფიკოსა და თაკოს საუბარი.
January 6, 2023
კითხვის დროს ფიქრობ, რომ წიგნს კი არა, რომელიმე საიტზე ატვირთულ "ფანფიკს" დასცქერი. ზედმეტად ფრთიანი და "ფილოსოფიური" ფრაზები...
August 30, 2026
ეს წიგნი 10 კლასში წავიკითხე, მაშინ რომ გეკითხათ საუკეთესო წიგნი იყო რაც ოდესმე წამიკითხავს😂 ნამდვილად მოულოდნელი დასასრული აქვს. თუმცა ისეთი, გეგონება ავტორს წერის გაგრძელება დაეზარა, თან რაღაც წარმოუდგენლად დასრულება უნდოდა და ეს მოუვიდა თავში. მატაბელის გამო მიღირდა წაკითხვა, მართლა კაი პერსონაჟია.
January 17, 2025
ასეთი ალოგიკური დასასრული არსად წამიკითხავს
January 16, 2020
შედარებით ადვილად და ერთ ამუნთქვაში წასაკითხი წიგნია. ძალიან მომეწონა ისტორია, და თემები რომლებსაც მწერალი ეხება.
მაგრამ წიგნში ზედმეტად ბევრია ფილოსოფიური დიალოგები და მონოლოგები.
სოფო არდიას ფსიქოლოგიურ დრამაში და დეტექტივში მთავარი გმირია სოფიკო - თინეიჯერი გოგონა მდიდარი ოჯახიდან. ის თავის მშობლებთან ერთად, ყოველ წელს მიდის დასასვენებლად სხვა ქართულ ოჯახებთან მალტაში.
მის ამხანაგებთან(ირაკლი, ანი, სოსო და ნენე) ღამე, ტყეში სეირნობის დროს, მოხდება ისეთი რამ რაც სამუდამოდ შეცვლის თითოეული მათგანის ცხოვრებას.
ამ წიგნში მწერალი ეხება ბევრ მნიშვნელოვან თემას: მეგობრობას, სიყვარულს, ადამიანის ფსიქოლოგიას და სხვა.
მომეწონა კარლოს ისტორია. კარგადაა ასახული, რომ არ უნდა გავნსაჯოთ ადამიანი გარეგნობით და შესახედაობით.
„ფრთხილად იყავი შენც ისეთივე საშიში ხარ შენი თავისთვის, როგორც მოჭადრაკე - საკუთარი ფიგურებისთვის.“

November 16, 2021
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. მკაფიოდ ჩანს რა მხელა ეფექტი და გავლენა აქვს მარკეტინს. აგატა კრისტისა და შერლოკ ჰოლმსის გავლენის ქვეშ ,,შეთხზული'' ნაჯღაპნია და მეტი არაფერი. ყველაფერი ბანალური და მოსალოდნელი. თერთმეტი-თორმეტი წლის ასაკის ბავშვებს შეიძლება მოეწონოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე მაგ პერიოდში რომ წამეკითხა მაინც იგივე აზრი მექნებოდა, როგორც ახლა.
December 11, 2019
დიდი ხანი ვერ გამოვედი შოკიდან ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეუდარებელია.
დამაინტრიგებელი და უაღესად საინტერესო, ამავდროულად ცხოვრებისეული და ღრმა წიგნია!
ირაკლი მატაბელი კი საუკეთესო პერსონაჟია უძლიერესი განვითარებით!
დამაინტრიგებელი და უაღესად საინტერესო, ამავდროულად ცხოვრებისეული და ღრმა წიგნია!
ირაკლი მატაბელი კი საუკეთესო პერსონაჟია უძლიერესი განვითარებით!
August 29, 2022
ეს წიგნი რამდენადაც მომეწონა იმდენად არ მომეწონა გაურკვეველი გრძნობა დამიტოვა. ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო ვერც იმას ვიტყვი რომ აღფრთოვანებული დავრჩი რადგან წიგნის ასეთი დასასრული ძალიან გავდა Family of liars და we were liars წიგნებს, ამიტომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად მოველოდი.
This entire review has been hidden because of spoilers.
July 6, 2023
ადრე, 2016-2017 წლებში ქართული ფეისბუქი რო საშიში ისტორიებით იყო გადავსებული, წერის მანერითა და სიუჟეტით ერთი-ერთში გავს იმათ. საერთოდაც, ეს წიგნი არის 2017 წლის პიკი. ორი ვარსკვლავს ფაქტიურად მხოლოდ ნოსტალგიის გამო ვუწერ
March 31, 2019
შედევრია😍😍😍
January 20, 2024
would i read it again? No
June 15, 2024
ავტორო ქლორი დალიე
This entire review has been hidden because of spoilers.
March 2, 2023
10/10
ამ წიგნზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. იმის რომ ცუდი დასასრული ჰქონდა, ან კარგი დასასრული... მოსაბეზრებელი იყო, ან ამაღელვებელი... გაწელილი ან მოვლენები დაჩქარებული... ბევრი ვერსია თუ აზრი გამიგია ამ წიგნზე თუმცა ჩემი პირადი აზრი ასეთია:
წიგნში მოვლენები თავიდანვე უჩვეულოდ მიმდინარეობდა, ჩემთვის პირადად ჩვეულებრივი დეტექტივის შთაბეჭდილება არასოდეს დაუტოვებია არც კითხვის პროცესში და არც მერე. თავიდანვე ვიცოდი რომ რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა. წიგნი რომელიც ეხება აქტუალურ თუმცა საზოგადოებისთვის უჩვეულო თემას:მენტალურ დაავადებას.
თავიდანვე ვიცოდი რომ არ იყო მორიგი რომანი, საყვარელი სასიყვარულო ისტორიითა და ბედნიერი დასასრულით. წიგნი ბევრად ღრმა თემებს ეხება, სიბნელეს რომელიც თავიდანვე ჩანს. მთავარი პერსონაჟი უჩვეულო გოგონაა, რომელსაც საკუთარი სამყარო აქვს თუმცა ამავდროულად ლოგიკურად აზროვნებს და რეალისტია. მისი აზროვნების მექანიზმი იმდენად გადამდებია მკითხველისთვის რომ როცა ვკითხულობდი მეც თავი სადღაც სხვაგან მეგონა. სიმართლე რომ ვთქვა მეტ რომანტიკას ველოდი თუმცა რაც მივიღე ისიც საკმარისი იყო. ბევრი ღია კარი დარჩა, ამოუხსნელი თემები რომლებზეც საბოლოოდ ავტორი არ საუბრობს, ჩვენ ფანტაზიას უტოვებს მათ. დასასრული ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო. არ ველოდი იმას რაც მოხდა და ბოლო ათი გვერდი იმდენად დაძაბული ვიჯექი რომ სუნთქვაც კი დამავიწყდა წამიერად. მოვლენების განვითარებამ იმ ციდან დამაგდო მაქსიმალური სისწრაფით, რომელშიც დავფრინავდი და ფანტაზიებს ვუთმობდი გონებას. ვფიქრობ რაც არ უნდა სევდიანი თუ ლოგიკური უნდა იყოს დასასრული ის იდეალური იყო ამ წიგნისთვის. მაინც ვისურვებდი მეორე ნაწილს თუმცა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, საუკეთესოდ დასრულდა და გაგრძელება არც ჭირდება. ვერ ვიტყვი რომ დატკბებით მისი კითხვით რადგან კითხვის ნიშნის უკიდეგანო სამყაროში გადაეშვებით, თუმცა ვფიქრობ თუ ჩაუღრმავდებით ის თქვენ აზროვნებას რადიკალურად შეცვლის

October 4, 2026
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონდა წერის სტილი, ყველა მოვლენის შემდეგ გაცვეთილი იდეებისა და მოსაზრებების განხილვა და ყველაფრის ცხოვრებისეულ გაკვეთილად დახატვის მცდელობა, მაინც ორ დღეში წავიკითხე ეს წიგნი. ალბათ ჟანრის გამო, რომელიც გაინტრიგებს და არ გაძლევს საშუალებას დადო და უბრალოდ დაივიწყო რას კითხულობდი.
ერთადერთი საინტერესო პერსონაჟი მატაბელი იყო, მაგრამ მასთანაც იყო ფრთიანი ფრაზები და გადამეტებულად ჭკვიან ტიპად გამოძერწვის მცდელობა.
რაღაც ნაწილებს უბრალოდ ვახტებოდი. ეს ალბათ დამწყები მწერლის სენია. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მაგალითით და გრძნობებით აუხსნას მკითხველს მომხდარი, უფრო კარგად რომ გადმოსცეს სათქმელი. არადა მარტივად და უცბად მოჭრილმა ამბავმა უფრო მძაფრად იცის მკითხველში კვალის დატოვება.
დასასრულმაც არ გამაკვირვა. თუმცა 200 გვერდში ჩაეტეოდა ალბათ ყველაფერი.

January 24, 2020
ამ წიგნს მოულოდნელობის ეფექტს ვერ დავუკარგავთ. დასასრული აბსოლუტურად გამაოგნებელი აღმოჩნდა. არ ველოდი მოვლენების ესეთ განვითარებას. ავტორს ნამდვილად უზღვავი ფანტაზია აქვს.
წიგნში იყო ისეთი სიტუაციები, გაწელილი, ზედმეტად ფილოსოფიური დიალოგები, "ბრძნული" აზრების ფრქვევა, რამაც გამაღიზიანა და არ მომეწონა.
თუმცა ყველაზე მეტად მაინც უამრავმა გრამატიკულმა შეცდომამ შემაწუხა. (ეს ავტორის პრობლემა ნაკლებადაა, ვიცი, მაგრამ მაინც).
პირველი ცდისთვის ცუდი ნამდვილად არაა. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ავტორის სხვა ნაწარმოებსაც, თუ მომავალში რამეს დაწერს. მაინტერესებს, რა სურპრიზს მოგვიმზადებს მკითხელს მისი უშრეტი ფანტაზია.:))

March 8, 2023
ეს წიგნი არის რაღაცნაირი,ძალიან რომ შეგითრევს.თამამად შემიძლია ვთქვა რომ დასაწყისში პირველი 50 გვერდი ჩემთვის ძალიან უინტერესო იყო,წიგნის შუა მონაკვეთზე კი შეყვარებული ვიყავი.ძალიან ჩამითრია,მთელი დღე ვფიქრობდი ვინ იქნებოდა მკვლელი.ისეთი სიუჟეტი ჰქონდა შუა ნაწილში,წიგნს ხელიდან ვერ ვდებდი ისე მითრევდა.თუმცა ძალიან გამიცრუვდა იმედები ბოლოს,სწორედ ამიტომ ვაკლებ 1 ვარსკვლავს,ასევე წიგნში იყო ძალიან ბევრი შეცდომა რაზეც ნერვები დამაწყდა😆..მოკლედ მე ამ წიგნს ვუწევ რეკომენდაციას,თუ ეძებთ წიგნს რომლის დასასრულშიც თან იტირებთ და თან შოკში იქნებით,მაშინ წაიკითხეთ.😆💕
October 26, 2022
პირველად როცა წავიკითხე ძაან ემოციებში ვიყავი, მაგრამ რაც დრო გავიდა მივხვდი რომ რეალურად არცისე ამაღელვებელი ისტორიაა. ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხი წიგნი, რომლის წაკითხვასაც მართალია არ ვნანობ თუმცაღა რომ არ წამეკითხა არც მაგით დამაკლდებოდა ცხოვრებისეული გაკვეთილი. ერთადერთი რაც წიგნში არ მომწონს ფანტაზიაში გაჭრილი და არალოგიკური დასასრულია, დანარჩენი სასიამოვნო წასაკითხი იყო ნამდვილად <3 წარმატებები ავტორს
December 19, 2024
ვიღაც რომ დადგება და გეტყვის:
საერთოდ რა იცი შენ დეტექტივის თუ ,, გროსმაისტერი '' არ წაგიკითხავსო.
ასე მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა. მეც მხოლოდ ამ მიზეზით გადავწყვიტე წამეკითხა.
ვგიჟდები ყველა ჩახლართულ ისტორიაზე რომელიც ბოლოს გაკვირვებულს მტოვებს ხოლმე. (ეს წიგნი ნამდვილად არ არის ასეთი)
რაღაც არის რაც აკლია...
ვკითხულობ და ვხვდები რაშიც არის საქმე...
უბრალოდ არის რაღაც რაც დამაკლდა 🤏
მხოლოდ ფრაზების გამო არ კითხულობენ წიგნებს.

March 20, 2026
This book has been rotting on my shelf for years now and i regret not reading it sooner. This was the craziest journey of my life since i finished it in one sitting. The plot twist is CRAZY and the author is truly incredible and unreal because i can’t physically comprehend how she could even come up with this story line. 4 stars because sometimes the useless boring monologues were overwhelming me and it was just too much other than that i loved it.
March 30, 2026
ქართული თანამედროვე ლიტერატურიდან ბევრი წიგნი დავიწყე, მაგრამ რატომღაც ვერ დავასრულე, აი ეს წიგნი კი დიდი სიამოვნებით წავიკითხე. სამწუხაროდ დასპოილერებული ვიყავი და მთლიან წიგნში ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კითხვის პროცესისთვის. მატაბელი არის საოცრება!!! ასეთი პერსონაჟის შექმნას ნიჭი სჭირდება ვაღიარებ. რატომღაც ვისურვებდი ამ წიგნის მეორე ნაწილს სადაც ყველაფერი ამობრუნდებოდა. ვაღიარებ ერთხელ წასაკითხად ნამდვილად ღირს!
This entire review has been hidden because of spoilers.
August 1, 2022
ნამდვილად ეტყობა, რომ თინეიჯერის დაწერილია. თუმცა არცერთ ფილოსოფიურ მონოლოგს არ მივიჩნევ უაზროდ ჩაკვეხებულს, ბავშვმა სცადა მთელი მისი შინაგანი სამყარო დაეტია ამ წიგნში. ირაკლი მატაბელი ხომ საერთოდ ზეპერსონაჟია. მართალია დასასრული მარტივად ამოსაცნობი იყო და წიგნი ზედმეტად არარეალური სიტუაციებით იყო სავსე, მაინც სასიამოვნო, ერთი ამოსუნთქვით საკითხავი წიგნია.
January 30, 2023
The plot twist in the end got me shocked. I can't believe its true! Matabeli deserved so much better:(
I loved the book. It was so interesting and enjoyable to read.
Even though, I wanted Tengo to be the murderer, but I think it wouldn't have the plot twist it had.
And I am so mad at Nene for killing my baby. How could you💔