ს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.
წიგნის ავტორ-შემდგენელს – ფიზიკოსსა და გამომცემელ კახმეგ კუდავას ცდა არ დაუკლია იმისათვის, რომ ფიზიკისა და ფიზიკოსთა რთული, საინტერესო და ეპოქალური ამბები მოუწყინრად საკითხავი ყოფილიყო.
3,6. ძალიან ზედაპირულია მაგრამ ძირითად წარმოდგენას შეგიქმნით ხსენებულ ფიზიკოსებზე და ალბათ აუცილებელი მინიმუმია რაც უნდა ვიცოდეთ. სახალისო,მარტივი წასაკითხია🤍