Jump to ratings and reviews
Rate this book

დისტოპიესები

Rate this book
რამდენიმე პოეტური კრებულის შემდეგ ალექსანდრე ლორთქიფანიძე „სცენაზე“ ინაცვლებს და პიესების პირველ კრებულს „დგამს“. მასში შესული პიესები სხვადასხვა კონკურების გამარჯვებული ნაწარმოებებია. მათ შორისაა რუსთაველის თეატრის პიესების კონკურსის, 24 საათიანი პიესების ფესტივალისა და „არდიფესტის“ რჩეული პიესები. უმეტესობას „მეორე სიცოცხლე“ უკვე დაწყებული აქვს რუსთაველის, ბათუმისა და სამეფო უბნის თეატრების სცენებზე, ხოლო ერთ-ერთი ჯერ კიდევ ელის რეჟისორს, მსახიობებსა და მაყურებელს.

123 pages, Paperback

Published January 1, 2017

2 people are currently reading
42 people want to read

About the author

Alexandre Lordkipanidze

9 books87 followers
Alexandre Lordkipanidze was born in 1988, in Tbilisi. In 2009 graduated from the faculty of acting at Shota Rustaveli Theater and Film University and received Bachelor’s degree. In 2011 was granted Master’s degree in script for television and film from the same university.

He has received several literature awards including the main prize in the literature contest “Alubloba” for young writers, the main prizes in 2011 and 2012 in “24-hour theatre festival”. In 2016 his play “The Island” won the contest “A play for the Rustaveli Theatre”. In 2018 Alexandre’s poetry book “The Reddish and the Blackish” won “Tsinandali Award”. In 2019 The collection of plays "Distoplays" won Georgia's most prestigious literary award "Saba".

Alexandre Lordkipanidze is one of the founders of an art-group “Pink Bus”. He is an author of four poetry books including: “Blue”, “Polly Pollack”, “Transparent” and “The Reddish and the Blackish”. Together with poetry Alexandre has written several screenplays for movies (including “Lost in Escapade” which was first shown at Cannes Festival) as well as theatre plays which were staged in Georgian theatres. He has published a book of his plays named “Distoplays”. His short stories were among the collection of 15 best short stories of Georgia in 2011, 2012 and 2013.

Currently he is a screenwriter and a TV show host of one of the shows of Georgian Public
Broadcaster, named “The Bookshelf”.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
30 (39%)
4 stars
29 (38%)
3 stars
14 (18%)
2 stars
2 (2%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 16 of 16 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books424 followers
June 24, 2017
"დისტოპიესების" რევიუ

(მინიმონოპიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

მიმომხილველი - მიმომხილველი
შინაგანი ხმა - გარეგანი ხმა

(სცენა მოწყობილია მინიმალისტურად. მიმომხილველი ზის კომპიუტერთან და წერს ამ ტექსტს. პერიოდულად სცენის გარედან ისმის ხმა, რომელიც მისი შინაგანი ხმის სიმბოლიზებას ახდენს.)

მიმომხილველი (ხმამაღლა): წავიკითხე ალექსანდრე ლორთქიფანიძის დისტოპიური პიესები ანუ დისტოპიესები... მშვენიერია. ოღონდ ეს ორი სათაური რა საჭიროა მაინც ვერ გავიგე...

შინაგანი ხმა: რა ორი სათაური? ერთია.

: კი ბატონო, ვიცი, მაგრამ მინდოდა რაიმე ისეთი ალუზია მქონოდა, როგორებითაც დახუნძლულია ალ. ლორთქიფანიძის კრებულში არსებული პიესები... სხვათა შორის, ძალიან კარგი გასართობია. სულ მინიმუმ ზოგიერთი ალუზიის ამოცნობა, იმის ილუზიას მაინც გიქმნის, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ...

შ.ხ: ალუზიის ილუზია ქმნის ილუზიის ალუზიას?

: შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ რაღაც ჭკვიანური თქვი.

შ.ხ: (წითლდება, თუმცა მაყურებელი ამას ვერ ამჩნევს): მმმ...

: თუმცა, მარტო ალუზიები კი არ არის. სიუჟეტებიც მშვენივრადაა შეკრული. კვანძის გახსნა გინდა. ცნობიერების თავისუფალი ნაკადი გინდა. სატირა გინდა. პაროდია გინდა. თან ისე სწრაფად და ადვილად იკითხება. წყალივით მიდის.

შ.ხ: წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.

: სამაგიეროდ, მაგ ქვიშით ყორანი რაც არ უნდა ხეხო, მაინც ვერასდროს გათეთრდება

შ.ხ: (უდასტურებს): Nevermore!

: მოკლედ, თუ მოგწონს ასეთი ასოციაციური თამაშები, ოღონდ უკეთესი, კონკრეტულ სიუჟეტს მორგებული და შინაარსობრივად შეკრული, მაშინ საშენო წიგნი გიპოვია.

შ.ხ: ვის ეუბნები მაგას?

: ვისაც იმდენი დრო და მოთმინება ეყო რომ ეს აბსურდული რევიუ აქამდე წაეკითხა.

შ.ხ: მმმ, როგორი ხარ. ერთს იტყვი და ისეთს... გაგბურძგლავს. მაგრამ თუ ეგეთი კარგი წიგნია, მაშინ ერთი ვარსკვლავი რაში დააკელი?!

: მე არ დამიკლია არაფერი. ეგ ვარსკვლავი შემთხვევით ჩამოვარდა, სურვილი რომ ჩამეფიქრებინა.

შ.ხ: რა სურვილი?

: რომ შემდეგი წიგნი კიდევ უფრო უკეთესი იყოს.

შ.ხ: აჰ! რა პოეტურია!

(წითლდება, მაგრამ კვლავ ვერავინ ამჩნევს, ვერც - თვითონ): მოკლედ, ყველაფერი ვთქვით ერთი რამის...

შ.ხ: (არ აცლის) ...გარდა

: ფარდა.

შ.ხ: ჰო. "შენ თქვი: ციდანაც გვიყურებენ, დაუშვი ფარდა..."

[ფარდა]
Profile Image for Dato Kvaratskhelia.
61 reviews21 followers
July 8, 2017
საინტერესოა საკმაოდ და უცებ იკითხება. „კუნძულზე“ მეტად მინიპიესები მომეწონა, მაგრამ ექვსივე საკმაოდ საინტერესოა, ზოგიერთი რამდენიმეჯერაც კი წავიკითხე. ზოგიერთში დიდი დოზით იყო აბსურდული დიალოგები, რაც მე პირადად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ძალიან მომწონს. ყველას გირჩევთ წაკითხვას, რაღაცნაირად განსხვავებული და საინტერესო წიგნია.
Profile Image for Davit Baliashvili.
Author 10 books15 followers
July 17, 2017
არ ვიცი პიესები ზოგადად ასეთი სასიამოვნო წასაკითხია თუ სანდროს გამოუვიდა ასეთი კარგი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი კმაყოფილების შეგრძნება წიგნის დამთავრების შემდეგ არ მქონია. აქ ყველაფერია: იუმორიც, სევდაც, ტრაგიზმიც, ალუზიებიც, გონებამახვილური სიტყვათამოშობებიც და ა. შ.

ორთავ ხელით ვუწევ რეკომენდაციას.
Profile Image for Data Kupatadze.
60 reviews5 followers
November 8, 2020
„კუნძული” - 5/5
„ანამ დახურა ფანჯრები - 4/5
„თევზის იავნანა” - 3/5
„შრედინგერის კატა მკვდარია - 3/5
„ჩვენი მშობლიური ბიგმაკი” - 5/5
„ჩეხოვის წიგნი” - 5/5

„კუნძული” ძალიან კარგი იყო. „ჩვენი მშობლიური ბიგმაკი” შეიძლება კრებულის საუკეთესო ნაწარმოებიცაა.
მოკლედ, კითხვის პროცესით ნამდვილად ვიბედნიერე!
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
July 8, 2017
მეხუთე ვარსკვლავი მაშინ, როცა თეატრში და თეატრისთვის დაიწყებ წერას. ველქამ!
Profile Image for Pante.
93 reviews21 followers
June 28, 2017
წავიკითხე, ვიხალისე, მომეწონა. შრედინგერის კატის პიესის პერსონაჟ თინას მამაზე (რომელსაც, ვივარაუდებ რომ როსტო ჰქვია) სპინოფსაც ვისურვებდი.
ბევრი კარგი ალუზიაა და რსრ კითხვებსაც დავწერდი, მაგრამ დინამოს პარპაში მინდა მე?

P.S. ყოჩაღ სანდრო, ტაკ ძერჟაწ!
Profile Image for Komble III.
229 reviews12 followers
July 28, 2017
მოვყვეთ:

კუნძული - მომეწონა, უფრო ღრმა ტვისტს ველოდი ბოლოში, მაგრამ მაინც მომეწონა ^_^
ანამ დახურა ფანჯრები - მეორედ უნდა გადავიკითხო, თუმცა თუ სწორად გავიგე იდეა საკაიფო იყო
თევზის იავნანა - აღმოჩნდა რომ სპექტაკლზე ვარ ნამყოფი. რო არ მოგატყუოთ ვერც მაშინ გავიგე რამე და ვერც ახლა
შრედინგერის კატა მკვდარია - ჩემი მოკრძალებული აზრით ყველაზე კარგი პიესაა ამ კრებულში.
ჩემი მშობლიური ბიგმაკი - სათაური გასპოლერებს ცოტას, მაგრამ ფინალი გამოისყიდის მაგ სპოილერს სრულად. საკაიფო ტიპაჟები და საინტერესო სთორილაინი აქვს
ჩეხოვის წიგნი - სადღაც უეჭველად გაისვრის

საბოლოო ჯამში მე როგორც დრამატურგიაში აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჩაინიკს მომეწონა ფრიად. ^_^
20 reviews
January 15, 2018
ერთი ამოსუნთქვით ხომ იკითხება, თან ყველა პიესას თავისი "პეწი" აქვს, იუმორითა და სევდით. გამოვარჩევდი "კუნძულს". დასასრული იყო ძაან მაგარი არც მოველოდი. საერთო ჯამში ყველა პიესა ძალიან მომეწონა. თან პიესებს დიდად არ ვკითხულობ, მაგრამ დისტოპიესებით ძალიან მოვიხიბლე. ხოდა კიდე, არაა ერთხელ წასაკითხი და გვერდზე გადასადები წიგნი.
August 21, 2017
კარგი იყო, სასიამოვნოდ და სწრაფად იკითხებოდა, ასევე მომხიბლა იუმორმა რომელიც თითოეულ პიესაში იგრძნობოდა. გამოვარჩევდი ჩეხოვის წიგნს <3 ძალიან მომხიბლა და რამდენჯერმე წავიკითხე ;დ <3 ასევე კუნძულიც კარგი იყო. კიდევ ერთი კარგი ნაწარმოებია თანამედროვე ქართულ ლიტერ��ტურაში. <3
Profile Image for Levan Chkonia.
139 reviews5 followers
October 1, 2021
1 ქულა ისტორიას
1 ქულა პეტას
1 ქულა იდეას
1 ქულა ძალიან სასიამოვნო კითხვისთვის
1 ქულას სპეციალურად დავაკლებ რო მომდევნო წიგნს 5-იანი დავუწერო

რევიუ აქ არის:
https://hleenjee.wordpress.com/2017/0...
Profile Image for CyberMonk.
67 reviews4 followers
July 15, 2017
ძალიან ძალიან კარგი წიგნია. ყველა საკმაოდ რთულად საწვდომია და მგონია, რომ ბევრი რამე გამოვტოვე. შოკში ჩამაგდო ერთმა პიესამ, რომელშიც გასაუბრება იყო აღწერილი. მაგ პიესას თუ ვინმე წაიკითხავს, სახელს ხელი დააფარეთ, არ წაიკითხოთ, თორემ დასპოილერდებით. ეგ არ მომეწონა მარტო წიგნში, მაგ პიესას რამე სხვა სახელი უნდა ჰქონოდა.
Profile Image for Liza Adishvili.
41 reviews5 followers
December 13, 2017
პიესები ძალიან არასდროს მიყვარდა, მაგრამ ვისიამოვნე ამ წიგნით. კარგია ნამდვილად.
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews23 followers
July 27, 2018
სათაური ყველაფერს ამბობს პიესებზე!

კუნძული 4/5
ანამ დახურა ფანჯრები 3/5
თევზის იავნანა 3.5/5
შრედინგერის კატა მკვდარია 5/5
ჩვენი მშობლიური ბიგმაკი 4.5/5
ჩეხოვის წიგნი 5/5
Profile Image for Aihcrad.
37 reviews1 follower
January 21, 2019
კუნძული - 3/5
ანამ დახურა ფანჯრები - 3,5/5
თევზის იავნანა - 4/5
შრედინგერის კატა მკვდარია -5/5
ჩემი მშობლიური ბიკმაკი - 5/5
ჩეხოვის წიგნი - 4/5
Profile Image for Mariam Ormotsadze.
19 reviews6 followers
August 27, 2020
პრინციპში, მე მგონია, რომ შრედინგერის კატა მალევიჩის კვადრატში ზის. ოღონდ ტრიდეში.
Displaying 1 - 16 of 16 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.