დიდ თამაშში ჩართული ოცდარვა გმირი - მთვარის ოცდარვა შვილობილი იბრძვის მთვარის რჩეულის ტიტულისთვის. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ძალას ფლობს, მაგრამ რჩეული მხოლოდ ერთი უნდა გახდეს. მთვარის რჩეული კი სამყაროს მბრძანებლობას შეძლებს. ვინ მიაღწევს ფინიშს, ვინ გახდება ახალი სამყაროს ახალი კანონების შემქმნელი? თამაში დაწყებულია!
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
2024: შარშანწინ რომ წავიკითხე ეს წიგნი ვერ მოვითმინე და ღამის ორზე მივწერე ნატო დავითაშვილს აჭყლოპინებულმა, ისეთი სასწაული რაღაცაა. იქიდან მოყოლებული მინდოდა რომ გამოგვეცა მედუზას, რადგან პირველი გამოცემა რაღაც ჩაიკარგა თითქოს. იშვიათია დღესდღეობით ფენტეზი და თან ჰაი ფენტეზი და ასეთი სამყაროთი ერთ წიგნში იყოს ჩატეული. მართლა თამამად დავუყენებდი ბევრ ინგლისურენოვან ფენტეზი წიგნს და ბევრი ვერც მოვა აქამდე რაა :დ ქართულ მითოლოგიაზე არაა ეს წიგნი ლილესგან განსხვავებით, აღმოსავლური ვაიბებს ყდაზევე შეატყობთ და ატმოსფეროც მსგავსია - 1001 ღამის, შაჰნამეს და მასეთების კითხვა თუ გისწორდებოდათ, ძალიან ისიამოვნებთ აქაც. მე პირადად წინა გამოცემის ხელში აღება დამაგვიანდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ყდაზევე მოცემული პერსონაჟების სიმრავლე მაფრთხობდა - თურმე სულ ტყუილად. ძალიან ოსტატურად არის ერთმანეთში ჩაწნული მათი ისტორიები, ამასთან რამდენიმე არის ვისთანაც უფრო დიდ დროს ვატარებთ და უკეთესად ვიცნობთ, სხვები კი ზუსტად საჭირო დოზით არიან გარეული ისტორიაში. დასასრულზე რამე რომ ვთქვა ძალიან, ძალიან სპოილერი გამოვა >.<
ძალიან, ძალიან მინდა რომ საქართველოს გარეთაც გავიდეს ეს წიგნი და მედუზა არ დავუშურებთ ძალისხმევას მაგისთვის, რაც შეგვიძლია ჩვენი პატარა საცეცებით 😃 ყდა გვინდოდა რომ მაქსიმალურად წიგნის შინაარსის ვაიბებით ყოფილიყო, სათაურიც არაბულ კალიგრაფიასთან მიმსგავსებული, რაზეც ჩვენი ოქროს დიზაინერის იმედი თავიდანვე გვქონდა და ამ წიგნზე მოყოლაში და ამბებში აბა ტექსტი ჩამიგდეთო და ნინას შემოეკითხა ამასობაში მთელი წიგნი 😃 სიყვარულით გაკეთებული დიზაინი კიდე სულ სხვაა ❤ შიგნით როგორი ლამაზი პატერნი აქვს ეგ არ გინახავთ ჯერ :დ
2022: ეს წიგნი ასეთ უღიმღამო ანოტაციას არ იმსახურებს. გეგონება რაღაც მომდევნო იანგ ედალთ ტუტუცობაა 😑 ამდენი წელია მიდევს ნაყიდი, ძლივს დავავლე ხელი და საოცრება შემრჩა. აღარც ტირაჟი აღარაა არსად მგონი... ქარჩხაძის გამომცემლობა ხელში ჩაგდებულ განძს ვერ აფასებს, ლოტრიც მასე დაიკიდა თავისდროზე და პალიტრას შეატოვა 😑 ცოტა უფრო ჯანმრთელად რომ ვიქნები წესიერ რევიუს დავწერ, მანამდე წუწუნი იყოს :დდ
ამბები ისე არის ჩაწნული, ენა ისეთი ზღაპრულია, პერსონაჟების ისტორიები ისე ავსებენ ერთმანეთს, ყველა მათგანი ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, დასასრულიც ისეთი თან ბუნებრივი და თან გასაკვირი აქვს, რომ შეუძლებელია, ეს წიგნი არ შეგიყვარდეს.
ნატოს ყოველი ახალი წიგნის კითხვის დაწყებისას მომთხოვნი ვარ და მაინც ყოველ ჯერზე მაოცებს. მთვარის შვილობილებმა კი ყველა დანარჩენს აჯობა, ალბათ. აქ ადამიანთა კიდევ უფრო ფერადი კალეიდოსკოპია, კიდევ მეტი ფანტაზია და მიგნება, კიდევ უფრო მეტი ინტრიგა და საიდუმლო. მოზაიკა, რომელსაც, გგონია, რომ აწყობ, მაგრამ ახალ-ახალ შრეებს პოულობ, ახალ განმარტებას, სხვაგვარ განვითარებას. ეს წიგნი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავალი იყო. სევდიანი, მაგრამ ძალიან სწორი დასასრულით. და ღირებულებები!.. თავისუფლება, სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, უანგარობა, საპირწონედ კი შური, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ღალატი... ოღონდ ეს ყველაფერი გადმოცემული ისე ორგანულად, თითქმის შეპარვით - ავტორი თავს არ გახვევა აზრს, არ გესაუბრებით დიდაქტიკური ტონით, მხოლოდ გთავაზობს იმას, რაც სწორია, რისიც თავად სწამს... ეს ისეთი წიგნია, ფენტეზის უცხოენოვან, აღიარებულ მწერალთა ნაწარმოებებს ამაყად რომ ამოუყენებ გვერდში!
სტერეოტიპების მსხვერპლი ვყოფილვარ, როცა მეგონა რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ფენტეზის დაწერა არ შეგვეძლო. ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. გარემო, პერსონაჟები, მათი ისტორიები - ყველაფერი მაღალ დონეზეა. განსაკუთრებით მისტიური და დინამიური წიგნის დასაწყისია, სადაც აბელ ნასან მურში მყოფი ასან ბასარი ჩნდება. სწორედ მისგან იწყება მთვარის შვილობილობის ისტორია და ფურცლიდან ფურცლამდე ნელ-ნელა ერკვევი თუ რა მიზანი ამოძრავებთ 28 შვილობილს ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის.
ამას დავამატებ იმას, რომ გამომცემლობა “მედუზას” მიერ გამოცემული ეს ახალი რეპრინტი ულამაზესი და ძალიან ხარისხიანია.
მოკლედ, სკეპსისი გვერდზეა გადასადები და თვალია სადევნებელი ფენტეზის თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის!
ეს ისეთი წიგნია, რომლის ამბებიც ქარს გაატანეს და ქვიშის მარცვლები გადმოცემით ყვებოდნენ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვა, ჯადოსნური ფაზლია, რომელიც ნელ-ნელა იწყობა შენს თვალწინ, სანამ მთლიან სურათად არ გამოისახება.
წიგნი 12 თავისგან შედგება და ამ თავებში 28 მთვარის შვილობილზეა მოთხრობილი. მიმოფანტულები სხვადასხვა დროსა და სივრცეში, განსხვავებული მიზეზთაგამო აბელ ნასან მურში ხვდებოდნენ, ქალაქში, სადაც მათ გამოცდის გავლა უწევდათ. მათი ბედი გარდაუვალია - 28-დან მხოლოდ ერთი უნდა გადარჩეს, რომელიც სამყაროს მმართველობას იტვირთავს.
ორიგინალური სამყარო, საინტერესო სიუჟეტი, არაჩვეულებრივად გაწერილი პერსონაჟები და გზა, რომელიც ამ პერსონაჟებთან ერთად უნდა გავიაროთ. ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო ამ წიგნზე(აი, ასე ძალიან შემაყვარა თავი), მაგრამ ამის ნაცვლად უბრალოდ გირჩევთ წაიკითხვას. იმის მიუხედავად, რომ სამყარო გამოგონილი და ფანტასტიკურია, ბევრი მოვლენა თუ მომენტი შეიძლება ნაცნობი იყოს. აქ შეხვდებით: ტირანიას, უსამართლობას, ძალაუფლებაზე ბრძოლას, ღირსებას და ლაჩრობას, სიყვარულსა და სიძულვილს და საბოლოოდ კითხვას, თუ რა მიზეზით ვართ მოვლენილები? რა როლს ვასრულებთ ამ სამყაროს წყობაში? შეგვიძლია თუ არა გავლენა მოვახდინოთ სამყაროს მოვლენებზე?
ფაზლებივით გაფანტული სიუჟეტის შეკოწიწება და ერთ ამბად შეკვრა ხომ სასწაულია, მაგრამ ამ ამბის მრვალფეროვნება და სრულიად განსხვავებული ფანტაზია საერთოდ სხვა განზომილებას ქმნის. ისეთი წიგნია რომელზეც სიამაყით ვიტყვი რომ ქართულია, და რაც უფრო საამაყოა ქართული ჰაი-ეპიკ-ფენტეზია, ოღონდ ეპიკური ბრძოლების გარეშე, უფრო ადამიანური ბრძოლებით. ❤️ დიადი ქართული წიგნები ვიღას უკვირს, მაგრამ დიადი ქართული ფენტეზი ალბათ პირველია 🙌
ფეტვიაშვილის ილუსტრაციები დახატავდა 👌😍 15/08/19 edit: დიდი ხანი ვუტრიალე ამ წიგნს, დამეწერა თუ არა სრული რეცენზია. ქართული ფენტეზის ჟანრში პირველი ნაწარმოებია, რომელიც წავიკითხე და ნამდვილად დასაფასებელია ავტორის ცოცხალი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. წერის მანერაც კარგი იყო და ისე შეგითრევდა, გავიწყდებოდა, რომ წიგნს კითხულობდი. რაღაცნაირი, სიზმრისეული ამბავი იყო და დასასრულიც მოულოდნელი ჰქონდა (ბოლომდე მეგონა, რომ ესეტი გაიმარჯვებდა). ერთადერთი კრიტიკა თუ "პრეტენზია" რაც მაქვს, ისაა, რომ პერსონაჟების ძალიან დიდი დასი იყო და ამის გამო თითოეულის პიროვნული ზრდა და ერთგვარი განვითარება არ ჩანდა. პერსონაჟის ხასიათის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავდით და ამიტომ გამიჭირდა მათთან ემოციურად დაკავშირება და მათი სიკვდილის გამო არ მიტირია (მე კი მიყვარს, როცა წიგნი მატირებს :D ). საინტერესო world-building-ი ჰქონდა, რაღაცით ახლო აღმოსავლეთის განწყობა მომიტანა (და ვფიქრობ, ჩანაფიქრიც ასეთი იყო). თვითონ პერსონაჟების backstory-ები ცოტა მეზედმეტა, იმ გაგებით, რომ მოყოლილის ნარატივით იყო დაწერილი და მკითხველი შორიდან ადევნებდა მათ წარსულს თვალს, იმის ნაცვლად, რომ იქ, იმ მომენტში ყოფილიყო. ზოგი მთვარის შვილობილი მხოლოდ წიგნის მეორე ნახევარში გამოჩნდა და მათი ისტორია დაჩქარებული მომეჩვენა. მესმის, რთულია, 28 გმირი ისე წარმოაჩინო, რომ ყველა დასამახსოვრებელი იყოს, მითუმეტეს მხოლოდ ერთი წიგნის ფარგლებში. ამიტომაც მგონია, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, ამხელა ფანტაზიით გაჯერებული მასალის თუნდაც ტრილოგიაში გაშლა. ეს ისტორია ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ ერთ წიგნში ჩატეულიყო. ამხელა განუმეორებელი სამყარო, ამდენი განსხვავებული პერსონაჟი, ყველა თავისი ამბითა და მიზნით; ძალიან კარგი წინაპირობითა და ზოგადი შინაარსით. P.S. ფენტეზი ჩემი უსაყვარლესი ჟანრია და გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრი ავტორი არ გვყავს, ვინც ამ სფეროში მუშაობს. ნატო დავითაშვილის მადლიერი ვარ, რასაც ამ ჟანრისთვის აკეთებს. გუშინ შევიძინე "აიას გზა" და იმედია ავტორის შემოქმედებას უკეთ გავეცნობი.
This entire review has been hidden because of spoilers.
ნატო დავითაშვილს ამ წიგნში შესანიშნავი სამყარო აქვს შექმნილი, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. მათ შორის, მთვარის შვილობილების კონცეფცია, მთვარის ციკლის გამოყენება ამბის და მაგიის მთავარ სისტემად. შესანიშნავი იყო სახელდებები, როგორიცაა "დროის მორევი" ან "ღამის ცა".
ცხადია, ერთ წიგნში, ამდენი პერსონაჟის გაშლა და მკითხველისთვის უკეთ გაცნობა, შეუძლებელია, ამიტომ ყველა პერსონაჟს თითქოს მსგავსი ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებული მახასიათებელი არც ერთს არ გააჩნდა. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად პერსონაჟებზე ორიენტირებული ამბავი იზიდავს, ცოტა რთული იყოს ამბის მოყოლის ასეთი ფორმატი, სადაც ძირითადი დრო ეთმობოდა ნარატიულ ნაწილს და წარსული ისტორიის თხრობას, განსაკუთრებით, როცა ეს უკანასკნელი ძირითად ამბავში რას ემსახურებოდა, ზოგჯერ რთული გასაგები იყო.
და რადგან ეს სამყარო ასეთი საინტერესო იყო, კარგი იქნებოდა, მეტი დრო დასთმობოდა თავად სამყაროს და იმ პერსონაჟებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ამ ამბავში, ვიდრე თითოეული მათგანის წარსულის მოყოლას.
არ მინდა ეს სამყარო ერთ წიგნში დაიკარგოს. იმედია, ნატო იფიქრებს აქ განვითარებული რაიმე ამბის შექმნაზე.
ეს წიგნი პირველი ტირაჟი რომ გამოიცა მაშინ ვიყიდე. რატომღაც, წაკითხვა დამვიწყნია. ახალი გამოცემაც არ გამოვტოვე (თან როგორი ლამაზია) და 2025 წელიც ამ წიგნით დავიწყე 💫
მოლოდინები 100%-ით გაამართლა. რომ ვკითდულობ, ნატოს ხმით ჩამესმის ხოლმე ამბავი და ეგ კიდევ უფრო ალამაზეს მთელ პროცესს.
სიუჟეტი ხომ ისეთი ჩამთრევია, ვერ მოვწყდი და ერთი სული მქონდა თავიდან თავზე გადავსულიყავი და ამეწყო დაშლილი “პაზლი”. ჩანაწერების გაკეთებაც დავიწყე - ვინ რომელი დღის შვილობილი იყო, რა ძალას ფლობდა და რა ისტორია ჰქონდათ. წიგნის დამთავრებისას აღმოვაჩინე, რომ მთვარის რომელი დღე რომელი შვილობილის იყო ბოლო გვერდე იყო ჩამოწიკწიკებული 😃
ნატოსთვის დამახასიათებელი ტკბილი და მარტივად აღსაქმელი ენით დაწერილი წიგნია. ცხოვრების პარალელებსაც რომ ხშირად გაავლებ - ყოვლისმცოდნე, მანიპულატორი და თავშესაქცევს მოწყურებული ქალაქები როგორ ითრევენ ადამიანებს სხვადასხვა თამაშში, ძალაუფლების მინიჭების ჯილდოს სანაცვლოდ. ამ თამაშში ცოტაა პატიოსანი და უმეტესად ეშმაკები და ხარბები არიან. გამარჯვებულიც ასეთი რჩება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ისე მთავრდება, როგორადაც ვისურვებდი, ყველა მსგავსი მავნებლობა დასრულებულიყო.
ერთადერთი, მხოლოდ რამდენიმე მთვარის შვილობილზე (ანია, აიასმა, ხეიბარი კუნძულიდან) დამაკლდა ინფორმაცია და მათი ისტორიების ცოტა მეტ გაშლას ვისურვებდი.
მომეწონა, მწერალს იმდენად ლამაზი და მომაჯადოვებელი წერის სტილი აქვს, ისე გიყვება თითოეული მთვარის შვილობილის ამბავს თითქოს ყველაფერი შენს გარშემო მიმდინარეობდეს. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ქართველი ავტორი გახდა ნატო და დიდი იმედი მაქვს მის ს���ვა ნაშრომებსაც მალევე გავეცნობი.
კარგა ხანია ქართველი ავტორის წიგნით ასე არ მისიამოვნია და ამ ზაფხულში წაკითხული წიგნებიდან საუკეთესოა! 🩷
ძალიან ძალიან ძალიან გამიხარდა ასეთი კარგი და სასიამოვნო ქართული ფენტეზის აღმოჩენა. ძალიან დინამიური საინტერესო და მრავალი დეტალით იდეალურად შეკრული წიგნია, რომლის წაკითხასაც სიამოვნებით გირჩევთ!