ასვლა. თვირთვილა. პაპა გოგოთური. გაზაფხული მოდის. ლია და გია. შურისძიება. სიყვარული მარტის თვეში. ერთხელ. ნიაზი. ერთგული. კიდევ კარგი. ზამთარი იწყება. "...ზღვა არცთუ ისე ღელავდა". "...ბაცი სათოვლე ღამე ჩაწვა". ზღაპარივით. შარაზე, ღამით. წვიმაში. ნუგეში. მინდება. მოხუცებული. ბათარეკა ჭინჭარაული. დევების ცეკვა. ირინა და მე. ალავერდობა. დღიური.
Guram Rcheulishvili was born on July 4, 1934 in Tbilisi. In 1957 he graduated Tbilisi State University on historical faculty. His first stories, which were printed in newspaper “Tsiskari” in 1957, brought him a big success. In writer’s life, only see of his works were published. His collected works “Salamura” were published after his death, in 1961. Rcheulishvili’s prose attracted reader by its style, dialogues and ideas. He wrote stories like the mustangs or slow tango. Nowadays he is still popular. Guram Rcheulishvili’s works are translated on German, Hungarian, Bulgarian, Lithuanian, Czech and Russian languages. At age of 26, he died in Gagra on 23 August 1960, when saving an unknown Russian girl in a rough sea. Buried in Tbilisi, at Vake cemetery.
მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში. მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა, არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ. ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი, უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი, მისი ეგზოტიკისათვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს: ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან. ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი... გუმბათის თავზე შერჩენილს, ღიმილი ერევა, ისეთ უაზრობად ეჩვენება აქ დგომა იმათ ყურადღების ცენტრში, ის ქვევით იხედება და ღიმილი სიცილად ექცევა _ დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშ ადგილას, ალვნებში მწყობრად ინთება სინათლეები და ჩამოსულს, მხოლოდ ცხენის მიგდებული, უაღვირო ლეში აგონებს მის უაზრო, გაუმიზნავ, უნაყოფო სურვილს. სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ.
რა კარგი ენა ჰქონდა ასეთ პატარა ბიჭს. რომ დასცლოდა, ჩვენი დროის ჯავახიშვილიც კი შეიძლებოდა გამხდარიყო. მარტო "ალავერდობა" წავიკითხე და დანარჩენ მოთხრობებს უბრალოდ თვალი შევავლე. "ალავერდობა" აშკარად საუკეთესოა.
კარგად იკვეთება ხალხის, და განსაკუთრებით ქართველების, მისწრაფება, რომ არასდროს დაიწყონ რაღაცაზე ფიქრი და ფაქტის გაანალიზება. თუნდაც იმ ფაქტის, თუ რატომ აღინიშნება ელემენტარული რელიგიური დღესასწაულები. ამ ყველაფერს ბრმად მივდევთ. რუსებს გააჩნიათ რუსული იდეა, ქართველებს არ გვაქვს გამორკვეული და ჩამოყალიბებული ჩვენი მყოფადობა. ზერელე დამოკიდებულების შედეგია სახედაკარგული საზოგადოება და მორყეული ტრადიციები, რომლებიც ვერ ახლდება და ამიტომ ჭაობდება. ასეთ საზოგადოებაში "აზრზე მოსვლა" და რაღაცების გაანალიზება არაბუნებრივია. გურამი, რომელიც აშკარად ბრბოს არ განეკუთვნება და სანახაობას განყენებულად გვაყურებინებს, ბუნებრივია, დისტანცირებულია. ზოგადად, მისი "დინების საპირისიპირო" ქცევა ან "სისულელე", ერთგვარი აბსურდის გამოვლინება, საზოგადოებისთვის თავიდან გამაღიზიანებელია და დევნას იწვევს. თუმცა გურამი ამ აბსურდს ეწინააღმდეგება, სიზიფესავით აუყვება ალავერდის გალავანს და მწვერვალს აღწევს, როგორც ნიცშეს ზეკაცი. გურამი მოქმედებს საკუთარი მორალური პრინციპებით, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საზოგადოების მოლოდინებთან. სწორედ ამიტომაა მისი საქციელი განსაკუთრებული. საქართველოს ყველაზე მაღალი ტაძრის გუმბათზე მყოფი გადაჰყურებს არე-მარეს, როგორც ზარატუსტრა. საინტერესოა, მიზანს თუ მიაღწევს, და თუ გააჩენს ნაპერწკალს ხალხის ცნობიერებაში, თუმცა ეს მიზანი სიუჟეტს, პერსონაჟებს ცდება და მკითხველზე გადადის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის აზრი, რომ ინდივიდი მოიცავს ცვლილებებისთვის და განვითარებისთვის საჭირო რესურსს და პიროვნული განვითარების სილიერი საწვავი ინდივიდუალიზმია.
ქართული ტრადიციები, კულტურა, დღესასწაულები უნაკლოა. ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში იპოვით მათთვის დამახასიათებელ, მნიშვნელოვან დღეობას. კვირიკობა, გორიჯვრობა, ლამპრობა, ზღუდრობა და ალავერდობა. ეკლესია მონასტრებში ლოცვა, მსხვერპლთშეწირვა, გათენება და წარსულისთვის პატივის მიგება. “სამოსელ პირველში” წელში ერთხელ ხალხის გამთენიამდე სოფლიდან წასვლა. ეს ყველაფერი ჩვენი წინაპრებისთვის ცხოვრებისა და ქართველობის, იდენტობის, დიდი ნაწილი იყო. დღეს ამ ტრადიციებით დიდი ნაწილი დაკარგული ან სახეშეცვილილია, აღარ ატარებს იმავე დატვირთვას და თუ აღინიშნება, მხოლოდ გადაგვარებულად, უსიცოცხლოდ. ეს იყო ამ შემთხვევაში გურამის სათქმელიც. მთელი ნაწარმოების განმავლობაში დაგროვილი ემოციები და გაურკვევლობა ბოლოს ყალიბდა 3 აბზაცად, რომელთა ახსნაც უაზრო და შეუძლებელია. ადამიანი ძლიერად უნდა იდგეს თავის მიწაზე და გაცნობიერებული ჰქონდეს საიდან მოდის და თვითონ რა უნდა ქნას, რომ მომავალში წინ წავიდეს. // რაჭაში, მრავალძალში აღნიშნავენ მარიამობას სხვა დღესასწაულებისთვის დამახასიათეველი გზებით. ხალხი მიდის,ლოცულობს, შესაწირს კლავს და მთელი ღამე რჩება, მაგრამ ესეც ფარსადაა ქცეული. კიდევ ერთი მიზეზი , რომ უმეტესობამ იქეიფოს, გაათენოს და სთორი დადოს.
"ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში." მართალია, მაყურებელსაც თავისი განცდები აქვს შემოქმედების ცქერისას, მაგრამ ეს არაფერია იმ ლტოლვასა და ემოციებთან შედარებით, რომლებსაც შემოქმედი განიცდის. შემოქმედებაა ბედნიერება და ადამიანი მაშინ არის შემოქმედთან, უფალთან ყველაზე ახლოს როდესაც ქმნის, აქსოვს სულსა და გულს ნამუშევარში.
დამვიწყებია ამის ჩამატება. მძულს ამდენი აღწერა როა ხოლმე მოთხრობებში ან რომანებში. 90% აღწერა 10% იდეა. ამ მიზეზით აღარ წავიკითხავ ჰიუგოს ალბათ აღარასდროს.