რაღაცა განსაკუთრებული საოცრება არაა, მაგრამ საკმაოდ კარგი პოემაა და მიკვირს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნში სკანდინავიური ლიტერატურიდან რატომ შეიყვანეს ნიალის საგა და არა ეს.
წიგნში საფუძვლიანად გაეცნობით სკანდინავიურ მითოლოგიას, რომელშიც განსაკუთრებით კარგი ეპოზოდია როდესაც ლოკი ლანძღავს სხვა ღმერთებს ოდინის თამადობით))) ბერძნულ ღმერთებს არც სკანდინავიურ ჩამორჩება გარყვნილებაში და ინცესტში, თუმცა თუ ბერძნულ მითოლოგიაში ინცესტი მიღებული თემაა, სკანდინავიურ ღმერთები ხვდებიან რომ ინცესტი არაა კაი საქციელი და მასეთ საქმეში მხილება მათ რეპუტაციას ძალიან ურტყამს.
ასევე უფროს ედაში იგვე ისტორია რაც სიმღერა ნიბელუნგებში , ოღონდ უფრო სასტიკი და საკმაოდ სახე შეცვლილი.
პოეზია არ ვიცი თარგმანის დამსახურებაა თუ ორიგინალში ასე კარგად არის გარითმული .
წიგნის ყველაზე დიდი მინუსი არის სკანდინავიურ სახელების სირთულე, ანუ ვინც არ მიეკუთვნება სკანდინავიურ ერებს, ძალიან გაუჭირდებათ სახელების დამახსოვრება.
ორიგინალი არ ვიცი როგორია ამიტომ თარგმანს ვერ შევაფასებ ბოლომდე ობიექტურად, უბრალოდ რატომღაც მგონია, რომ ძალიან კარგია ისეთი პოეტურია!