Jump to ratings and reviews
Rate this book

აღმოსავლეთით

Rate this book
"იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე" - ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი? ვინ დაწერა 14 ლექსი, რომელსაც "ელენე დარიანის დღიურების" სახელით ვიცნობთ? ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ? ირინა, თამთა მელაშვილის ახალი რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

126 pages, Paperback

First published January 1, 2015

3 people are currently reading
83 people want to read

About the author

Tamta Melashvili

17 books102 followers
Tamta Melashvili was born in Ambrolauri (in the northern part of central Georgia) in 1979. After completing her secondary education she moved to the capital, Tbilisi, where she started a course in international relations. However, she broke off her studies and spent a year living in Germany, where she started to write. In 2008 she completed a degree in gender studies at the Central European University in Budapest. She now lives in Georgia, where she works on gender issues. She has written about female migration, for example in Georgian Women in Germany - Empowerment through Migration? Empowering Aspects of Female Migration (Saarbrucken 2009). She published her first stories online; some have subsequently appeared in anthologies. Her debut work „Gatvla” (Counting out) was acclaimed by Georgian critics as the work of „a new, highly distinctive voice”. The novel was awarded the Saba Prize for the best literary debut in 2011. The German translation (Unionsverlag, Zurich 2012) was chosen for the „Hotlist” of the best ten books published by independent publishers in 2012 and in 2013 awarded with the prestigious „Deutscher Jugendliteraturpreis”.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
34 (24%)
4 stars
48 (34%)
3 stars
47 (33%)
2 stars
9 (6%)
1 star
3 (2%)
Displaying 1 - 26 of 26 reviews
Profile Image for nemesssis.
129 reviews4 followers
October 2, 2024
ბავშვობის დაკარგული სითბო, სიმწარე ახლობლური ურთიერთობების მკაფიოდ აღქმისას, გაუცხოება ყველა და ყველაფრისგან, დაუტეველი სიძულვილი, რომელიც შენს ცხოვრებას უწვრილეს, მაგრამ დიდი რაოდენობის ძაფებად გასდევს, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სამყაროში სათქმელის დატოვების ჟინი, რომელიც თვითმკვლელობისგან, ერთხელ და სამუდამოდ გადაკარგვისგან გიცავს, დაუსრულებელი საუბრები სექსსა და იმ ეროტიკაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება ანგარებიანი კავშირებისგან და რომელიც მხოლოდ ელენე დარიანის ლექსებში ამოუკითხავს ირინას. მგონია, ელენესთან მაქსიმალურად მიახლოების მცდელობა თავისი შესაძლო მესა და იმავდროულად გარდაცვლილი დედისთვის პირისპირ დადგომის ტოლფასია, უკანასკნელი აკორდი, რომლითაც შეეძლო არა მხოლოდ გადაეწერა თავისი ნოტები, არამედ სრულიად ახალი, დედისეული ჰარმონია შეექმნა ისე, რომ არაფერი დაეყვედრებინათ - საზოგადო თავსატეხად ქცეული ამბავი აიღო, პერსონიფიკაცია არ გაუჭირდა, თუნდაც გაუცნობიერებელი სწრაფვა ყოფილიყოს ყოველივე და დაწერა სიტყვები, რომლებიც მისი არსებობის დამადასტურებელი უნდა გამხდარიყვნენ, ოღონდ ისეთი არსებობის, როგორიც სურდა და არა როგორიც იყო, როგორად ქცევაც ეწადა.

აღმოსავლეთის ფენომენის მეტაფორულობა, კლიტულად ქცეული ოთახის სიმბოლიზმი და გაფრენა შორეულ მომავალზე ფიქრებით, ან ამ შემთხვევაში შორეულ წარსულზე ნარკვევებში ამოკითხული ყოველი ბგერით - დავწერ, აღმოსავლეთით.


ვიცი, რას გრძნობდა ირინა, ისიც ვიცი, თინას ზღვარდგადასული სიძულვილი სამყაროს მიმართ რამ განაპირობა და იმასაც მივხვდები, გამოსავალი რომელ მხარესაა - აღმოსავლეთი საითაა, საკუთარ თავთან დამაბრუნებელი და ყველაფრისგან დამაშორებელი აღმოსავლეთი.

“მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები…

დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი,

ნუ გვიანდები…”



კარგია.

პ.ს. ჩემთვის ელენე დარიანი ის ქალია, ტროას რომ მეორედ გადაგაწვევინებს, რომ არსებობდეს.
Profile Image for Ezekia.
208 reviews9 followers
Read
May 29, 2022
პირველი წაკითხვისას დარიანის და თავიარავისუნდადააჩაგვრინო ისტორიებზე ვიყავი გადართული, გუშინ რომ ვკითხულობდი, თინაზე ვფიქრობდი. ახლაც რამდენია ეგეთი თინა. და ეგეთი ირინაც რამდენია.

რაღაც აკლია ამ წიგნს. აი, ამდენ თემას ეხება, ასეთი აქტუალური საკითხებია, ასეთი პერსონაჟები და რაღაც მაინც აკლია. დაიწყო, დაიწყო და უცებ დაამთავრა -ეგეთ განცდას მიტოვებს (
Profile Image for Megi.
228 reviews1 follower
August 29, 2018
დიდი გოგო ხარ უკვე, მეგი, არ შეიძლება ყველაფერზე ტირილი, არა.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books424 followers
August 6, 2021
განცდა დამრჩა, რომ ძალიან ბევრი წვრილი ძაფით იყო რომანი ნაქსოვი მისი მოცულობის კვალობაზე და გეგმიურად დასრულების ნაცვლად, უმეტესობას ჰოპ და უცებ მოეკვანძა თავი.
Profile Image for Keti Molashvili.
123 reviews6 followers
March 1, 2024
პაოლო იაშვილი რომ ცისფერყანწელი იყო და ელენე დარიანის საოცარ საიდუმლოებას გულისჯიბით ატარებდა ჰო ყველამ ვიცით.

ცისფერყანწელები რუსულმა საბჭოთა რეჟიმმა რომ დაგვიხვრიტა ისიც ჰო ვიცით,
ყველა ძვირფასი მწერალი ხალხის მტრად რომ გამოაცხადა
და პაოლომ რომ თავი მოიკლა,
თან როგორ,
რა ტრაგიკულად!

და ვინ იყო ელენე დარიანი? ყველაზე ავანგარდული გოგო დედამიწის ზურგზე,
რომელიც ავბედით დროს დაბადებულა
და თანაც საქართველოში.
და დაუწერია ისეთი ლექსები,
მთელი საზოგადოება გადარეულა,
ეგაო ლექსები კი არა,
ეროტიკააო
და თურმე ნუ იტყვითდა
იმასაც ამბობენ,
ელენემ და ბერიამ ერთმანეთი განჯაში გაიცნეს
და ბერიამ ელენეს ყველა მეორე ნახევარი იმიტომ მოსპო ფიზიკურად,
ელენე უყვარდაო.

ჰოდა წერდა ელენე დარიანი ლექსებს
თუ პაოლოს მეორე მე იყო იმ ლექსებში?
და რა ხდბა აღმოსავლეთით?
და რატომ აღმოსავლეთით?

და რა უნდა გააკეთო
თუ ცხოვრება ერთ დღეს აგერევა,
იცი რომ უნდა წახვიდე და ვერ შვები?
ელენე დარიანის ამბავი გეხმარება
რომ ტკივილები გაიყუჩო
და გაიგო მისი საიდუმლოს ამბავი ♡


ამ პოსტის პროლოგი კი ისაა, რომ 2023 წელი მძიმე იყო, აგვისტომ სულმთლად მომშალა. Goodreads-ზე მონიშნული მქონდა 22 წიგნი უნდა წავიკითხო ეგაა ჩემი ამ წლის ჩელენჯი მეთქი და 4 წიგნის წაკითხვა შევძელი. სულმთლადმოშლილმა მემ, 2024 წელს ახლიდან სიარული ვისწავლე და კითხვა კიდევ აღმოსავლეთით ♡

მესამე წიგნი დავასრულე ამ წელში
და ვამაყობ,
რომ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის
ამბებმა, თამთა მელაშვილის წყალობით, კიდევ ერთხელ გაირბინა ჩემ თვალწინ.

და დიდი რეკომენდაცია ამ წიგნს ჩემგან ♡
Profile Image for Giorgi Zhvania.
35 reviews
May 8, 2024
მოკლედ, ჩემი პირველი რევიუ აქ.

თანამედროვე ქართველი ავტორების კითხვისას აუცილებლად ადრე თუ გვიან მივაკითხავდი ქალბატონ თამთას, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ამას ახლა, რომ არა ის. გასაგები იყო, რომ წიგნი პირველი გვერდიდან ფემინიზმის იდეით იქნებოდა გაჟღენთილი და გულწრფელად რომ ვთქვა, იმის შიშით, რომ ეს იდეა პოპულარულ-მარტივად და გადაზედმეტებულად იქნებოდა გადმოცემული ნაწარმოების კითხვა ნეგატიური განწყობით დავიწყე. წიგნი მართლაც მარტივ ენაზეა დაწერილი, თუმცა ამ სიმარტივეში ძალზედ ლამაზადაა ჩაქსოვილი ყველა ის მორალური თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც ქალები და განსაკუთრებით ბავშვობაში დაღდასმული ქალები განიცდიან. ეს ნაწარმოები ჩემთვის იქნებოდა ჩვეულებრივი, რომ არა ელენე დარიანი და მთავარი პერსონაჟის ინტერესი ამ მისტიური ადამიანის მიმართ. ელენე დარიანი ჩემთვის არის ქალობრიობის "ეიდოსი", რომლის მსგავსსაც ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორს შევხვედრილვარ. ორივე მათგანის მიზანია მთავარი პერსონაჟისა და ელენე დარიანის მსგავსად , რაიმე ღირებული დატოვოს ამ ქვეყნად, რომელსაც გავრცელების შემდგომ შედევრს ავტორის სახელს გაუქრობს, ლეპტოპს დაკეცავს, ფანჯარას გააღებს და სიგარეტს მოუკიდებს. მათი სახელების ძიებაში კი ახალი თაობის ელენე დარიანის "ეიდოსის" წარმომადგენლები გაათენებენ ღამეებს, მათ გამო კიდე სხვები და ვიღებთ უწყვეტ ჯაჭვს. წაიკითხეთ, კარგია. ამასთან, ტექნიკურადაც კარგად არის შეზავებული აწმყო და წასული btw.
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
February 20, 2022
წიგნში რამდენიმე ისეთი საკითხია წამოწეული, რაც დიდ ასპარეზს იძლეოდა თხრობის ფართოდ გასაშლელად-ახალგაზრდა ქალის პირადი დრამა (რომელშიც ბევრი ქვესაკითხია გაერთიანებული: ობლობაში გატარებული ბავშვობა და ამის გამო "თითით საჩვენებლობა", სასტიკი ბებიის ჩრდილქვეშ ყოფნა, მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანების გვერდით არყოლა.. მოზრდილობაში-პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში, რომანი ცოლიან მამაკაცთან, სადაც ასევე პრობლემებია, ვაგინიზმი..), ტრაგიკული ამბები ქვეყნის ახლო წარსულიდან, რასაც შეეწირნენ მისი მშობლები და რა თქმა უნდა, "ელენე დარიანის" ისტორია, რომელშიც დღემდე ბევრი კითხვის ნიშანია. ამ საინტერესო პრობლემატიკის მიუხედავად, ყველაფერი მიფუჩეჩებული აღმოჩნდება და ვერ ვხედავთ ამ საკითხების გახსნას, ან მით უმეტეს-პრობლემების გადაჭრას. მთავარი გმირის ქმედებებიც ინერციით მიდის თითქოს. ელენე დარიანის იდუმალი ისტორიაც ჩვეულებრივ ყვითელ ამბად იქცევა, რომლითაც "ნახვებს" იგროვებენ ხოლმე ინტერნეტში. არ ვიცი, შეიძლება, ეს იყო ავტორის მიზანიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არაა ლიტერატურა. არც მწერლობაა მხოლოდ პრობლემების დანახვა-დღეს მასობრივი საჯაროობაა, ინტერნეტი არსებობს და მარტივი "დაგუგვლით" და სოც. ქსელში მიხედ-მოხედვითაც გაიგებ აქტუალურ თემებს. რაღაც სხვაობა ხომ უნდა იყოს მხატვრულ ლიტერატურასა და სოცქსელებს შორის.
Profile Image for Lika.
70 reviews24 followers
September 13, 2018
თავიდან სასიამოვნო ატმოსფერო იყო ირინას გამო... შემდეგ ისიც გაუფერულდა. იყო ისეთი დიალოგებიც, რომელებსაც ყოველთვის გავურბოდი ჩვენ თანამედროვე ლიტერატურაში, ალბათ ამან გამოიწვია უფრო მეტად ჩემი განწყობის ცვლილება. რა თქმა უნდა საინტერესო იყო ელენესა და პაოლოს ისტორიაც, ალტერნატიული ხედვა და ამ ამბით პერსონაჟის გატაცებაც, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არ წამიკითხავს არაფერი ირინას შესახებ, რომელიც უფრო ღრმა და საინტერესო პერსინაჟად შეიძლებოდა გადაქცეულიყო.
Profile Image for Liko.
386 reviews5 followers
September 14, 2022
"იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე" - ვის კალამს ეკუთვნის ეს ლექსი? პაოლო იაშვილს თუ ელენე ბაქრაძეს?
თამთა მელაშვილი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია, გვიზიარებს ახალ ისტორიას, რომელშიც მთავარი გმირი - ირინა - ცდილობს ამოხსნას ელენე დარიანის საიდუმლო.
"აღმოსავლეთით" ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რაც ბოლო პერიოდში წამიკითხავს. თითოეულ სიტყვაში იგრძნობა შრომა, რომელიც მწერალს ამ წიგნში აქვს ჩადებული. მელაშვილის წიგნების წაკითხვა არის უდიდესი სიამოვნება, გრძნობ ყველაფერს რასაც მთავარი გმირი განიცდის და ხდები მისი რეალობის ნაწილი.
ირინა ტრამვირებული, სევიდანი, დაკარგული, მშვენიერი 25 წლის გოგონაა, რომლის საშუალებითაც ვიღებთ ალტერნატიულ მითს დარიანის შესახებ.
დარიანისა და იაშვილის თემა ამოუწურავია, ხალხი კიდევ ბევრჯერ მიუბრუნდება და კიდევ ბევრჯერ იკამათებს იმის შესახებ თუ ვის ეკუთვნოდა ეს ლექსები. ყველა საკუთარი პერსპეტქტივით შეხედევს და ალბათ მალე ახალი თეორიებიც გამოცხვება. დიდი ალბათობით ჩვენ სიმართლეს ვერასდროს დავადგენთ და უფრო დიდი ალბათობით ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ თემაზე საუბრით არ დავიღლებით. მე პირადად არასდროს მომწყინდება უამრავი ვერსიის მოსმენა/წაკითხვა.
უფრო მეტად არ მომწყინდება თამთა მელაშვილის წიგნების კითხვა, რომლებიც არარეალურად მშვენიერია და მიყვარს.
თქვენი აზრით ვის ეკუთვნის ეს ცნობილი ლექსები?

მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.
Profile Image for Keti Soloshvili.
61 reviews55 followers
April 6, 2020
მე რამდენიმე საათში წავიკითხე და თქვენი არ ვიცი...
Profile Image for ნატი.
84 reviews
August 19, 2023
3.5, რომელიც უფრო ოთხისკენ გადადის. ისიც მხოლოდ ელენე დარიანის ბლოგების გამო, სხვა შემთხვევაში დანარჩენი ისტორიები უბრალოდ მოსაწყენი იყო ჩემთვის
7 reviews
November 9, 2025
საინტერესო თემები. მხატვრული განხორციელება მთლად კარგად არ არის გამოსული.
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
May 22, 2017
დარიანის ალტერნატიულმა ისტორიამ გაასწორა.
ისე კი დიდად მოსახიბლი რომანი ვერ გამოდგა. მითუმეტეს "გათვლა"-თი ისეთი თამასა დაიწესა ავტორმა. იმის მეათედიც არაა ეს.
პერსონაჟს აკლია განვითარება და წიგნიც მალე რჩება. უკმარისობის განცდა დამიტოვა.
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
July 25, 2018
3.5/5
მხოლოდ ელენე დარიანის ალტერნატიული ისტორიის სიკარგის გამო 4 ★. პერსონაჟის განვითარება და თვითონ პერსონაჟი ოდნავ მოიკოჭლებდა.
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
June 29, 2021
ამ პაწაწინა ნაწარმოებში სამი სხვადასხვა ურთიერთობა, არაერთ სოციალურ საკითხზე კომენტარი და უამრავი პერსონაჟია ჩატეული, რის გამოც ტექსტი არადამაჯერებელი და დანაწევრებულია.
2,5/5
205 reviews3 followers
June 4, 2024
ზედმეტად არარეალისტურ შეფასებებს რომ არ უწერდენ ერთმანეთს ეს ვითომ მწერლები, ძალიან კარგი იქნება. ისეთ შეფასებებს წაკითხავ ამა თუ იმ მწერალზე თავისივე კოლეგების მიერ დაწერილს, ან თუნდაც
ე.წ კრიტიკოსების მიერ ქება-დიდე��ას, მიმიქარავს ნებისმიერი რეკლამა.
კითხულობ და ხელში ან ნაგავი შეგრჩება, ან საშუალო დონის მწერალი. შემდეგ ამ ყველაფრის მიმართ გიჩნდება პროტესტის გრძნობა და შენც ზედმეტად კრიტიკულად და სუბიექტურად აფასებ.

სამწუხაროდ, ასეთ კატეგორიაში ხვდება თამთას შემოქმედება.
ობიექტურად, თანამედროვე ქართველი პროზაიკოსების პირობაზე კარგი მწერალია, უბრალოდ ისეთი არაა, როგორ შეფასებასაც აძლევენ. ასევე აქვს ძალიან ცუდი წიგნი- გათვლა დაწერილი, რომელიც ძალიან სუსტია და სხვა წიგნების შეფასების დროს, ის ნაგავი მაინც ამოგიტივტივდება თავში.


რა შეიძლება ითქვას ამ წიგნზე: სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან ტიპიურ თანამედროვე ქართულ ნაგავს ველოდი,მაგრამ ხელში საკმაოდ ნორმალური წიგნი შემრჩა.
მინუსები აქვს და იდიალურისგან შორს არის,მაგრამ ამ წიგნზე რომ თქვა ცუდიაო ან ნაგავის კატეგორიაში ჩააგდო, ძალინ დიდ უსამართლობას ჩაიდენ.

ძალიან მომეწონა თემების გაფანტვა. ასევე ის, რომ თამთა ქართულ საზოგადოებას ჩხვლეტს ქალის გალიაში გამოკეტვის გამო და ეგ ჩხვლეტები სილის გაწნაზე მწარეა. არის, რა თქმა უნდა გადამლაშებები,მაგრამ ამ წიგნში მონაწილე ქალი პერსონაჟები რეალური არიან სხვა ავტორებისგან განსხვავებით, რომლებთანაც აშკარად საპნის ოპერიდან გადმოსული პერსონაჟები ხმაურობენ წიგნებში.

რა თქმა უნდა- მთავარი გმირის მიერ თითქმის მისტიფიცირებული ისტორიული პერსონის კვლევის ხაზში განსაკუთრებული არაფერია და ჰოლივუდის ფილმების სცენარს წააგავს,მაგრამ მაინც საინტერეს იყო ელენე დარდიანის ბიოგრაფიის კვლევა. მომეწონა, მონაკვეთები და სატირული ხუმრობები, განსაკუთრებით ორალურ სექსზე. forum.ge ხსენება ტიმს გაუხარდა თუ არა, არ ვიცი,მაგრამ სასიამოვნო იყო, რადგან მიუხედავად უამრავი მინუსისა, მაინც იმსახურებს ეგ ინტერნეტ რესურსი ხელოვნების სფეროში ხსენებას.


მინუსი, ჩემი აზრით ბერიას შემოყვანა იყო, რომელიც ძალიან ბანალური და შაბლონურიც კი გამოვიდა.
ასევე, ყელში ამოვიდა ამ აფხაზეთის ომის გამო უაზრო თვითგვემა.

ვერდიქტი- თამთა კარგი მწერალია და ბევრ ვაი- მწერალს ძალიან აღემატება.
Profile Image for Elene Baramidze.
16 reviews
February 25, 2024
თამთა მელაშვილთან მესამედ გადავიკვეთე, ვფიქრობ, ეს გადაკვეთა დანარჩენ ორს ბევრად სჯობდა, თემატურადაც, სტილურადაც…

ეს ამბავი ძალიან ქართულია, ირინა(ქართულად ირინე) მთავარი პერსონაჟია, მშობლები ავტოავარიაში დაკარგა, იზრდებოდა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ბებოსთან და ბებოს დასთან. შემდეგ კი მარტო, თემქაზე აგრძელებს ცხოვრებას. თინა - ირინას ნამდვილი ბებო, სასტიკი, უტყვი და ცივი პიროვნებაა, ხშირად იყენებს ფრაზას “ქალი არ უნდა იყოს ამაზრზენი” - სწორედ ირინას მისამართით. დაეჭვებულია იმაშიც, რეალურად აქვს თუ არა ირინასთან, შვილიშვილთან რაიმე ბიოლოგიური კავშირი, რადგან გოგონა თავის შვილის შვილზე მეტად, იმ ქალის შვილია, რომელიც ოდესღაც ძალიან არმოიწონა, არიგუა,უკუაგდო, გაიმეტა, ამოიჩემა. სიძულვილი გრძელდება და არ სრულდება მანამ, სანამ თიანა ცოცხლობს.

სიყვარულსა და სითბოს მოსაკლისებული ირინა, არასდროს გამოხატავს ემოციებს აშკარად, სულ ბურუსი და ბუნდოვნებაა მის ირგვლივ, ერთი დიდი გაურკვევლობა და სურვილი რაღაცის აღმოჩენის. ეს აღმოჩენის სურვილი პაოლო იაშვილთან და ელენე დარიანთანაც მიიყვანს, ლიტერატურული საიდუმლოს ამოხსნას რომანტიკული ელფერი ენიჭება და ავტორი, თამთა მელაშვილი, ირინასეულ ალტერნატივას ლამაზად და სადად წარმოგვიდგენს.

Profile Image for Dea.
13 reviews1 follower
November 7, 2024
მგონია, რომ თამთა მელაშვილს ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ ვერ უყრის თავს.

ამ რომანშიც უამრავი თემაა, რომელიც ირინას, ნორას, თინას და საერთოდ ყველა პერსონაჟის გარშემო ტრიალებს, მაგრამ თითქოს ავტორი ირევა. არც საკმარისად შეკრულადაა ნაჩვენები პრობლემები და არც სათანადოდ შეუმჩნეველ ყოველდღიურობად.

მიუხედავად ამისა, რაზეც გველაპარაკება, ყველაფერი იმდენად ნაცნობია, მეტი რომ არ შეიძლება. ალბათ, ყველა გოგოს აქვს მუცლის ის შეხურებები გამოცდილი, რასაც ირინა გრძნობს.

მოკლედ, სამვარსკვლავიანობის მიუხედავად მადლობა თამთა მელაშვილს. იმედია დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილად გაგვიზიარებს ჩვენს გრნობებს.
May 21, 2023
ორი დღეა ვფიქრობ, რა დავწერო-თქო და სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე.
რჩევის სახით გეტყვით, აუცილებლად წასაკითხი წიგნია. ჯერ მხოლოდ დარიანის ლექსები გამო, პაოლო იაშვილმა და ელენე ბაქრაძემ “საფლავში რომ წაიღეს” და შემდეგ ირინას(ხომ ვუყვარვარ?!), თინას(შვილმკვდარი მოსამართლის) ან თუნდაც იმ ქალის გამო, ქმარს რომ გულმოსაკლავი სიტყვებით მისტირის.

თან მსდევს სიტყვები “დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით…”
Profile Image for Salo Lipartia.
36 reviews10 followers
July 12, 2017
საინტერესო წიგნია, როგორც, საინტერესო სიუჟეტითა და პერსონაჟებით ასევე თხრობის სტილით, მაგრამ რაღაც ძალიან დამაკლდა, ბოლო გვერდის ჩაკითხვისას უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა, თუმცა ძალიან ვაფასებ ავტორის იდეას "ახალი" ელენე დარიანის შესახებ.
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
Read
April 8, 2020
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თემები მომწონს და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ვერც ამ ისტორიამ და ვერც მთავარმა გმირმა ვერ მიმიზიდა. ერთხელ წასაკითხად და დროის სასიამოვნოდ გასაყვანად ნამდვილად ღირს.
Profile Image for Rezi Tchitanava.
58 reviews5 followers
May 20, 2023
"დეიდა ხულია" და მისი ვაიბი
Profile Image for Nikusha Chachibaia.
40 reviews
July 4, 2025
დარწმუნებული ���არ ბევრისთვის არაფერია ისეთი, მაგრამ რატომღაც ძალიან მყუდრო და თბილი იყო ჩემთვის, თავიდან ვიწვალე, ბოლოს კი ძალიან რეალურ სივრცეში შევიჭერი სადაც ყველა პერსონაჟის ხმა ზუსტად გესმის...
Displaying 1 - 26 of 26 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.