ყველაზე კარგი, ჩემთვის, ამ წიგნში ნამდვილი ქართული გარემო იყო. კითხვისას ისეთი სიტყვები და წინადადებები მხვდებოდა, რომელიც შეუძლებელია, რომელიმე ნათარგმნი წიგნის ტექსტში შემხვედროდა. საუკეთესო ქართული ფენტეზია ნამდვილად.
რაც შეეხება 4 ვარსკვლავს, ამის მიზეზი ისაა, რომ ისტორიის დეტალები სრულად ვერ გავიგე. ვფიქრობ, როგორც ვარსკვლავური ომების ტრილოგიის შემთხვევაში, რთულია პირველი ნაწილის შეფასება, თუ ყველას არ ნახავ, ისევეა ამ წიგნის შემთხვევაში. სამწუხაროა რომ მთლიანი ქრონიკები არ მაქვს წაკითხული, ალბათ ამიტომ გამიჭირდა მთლიანად სამყაროს აღქმა და ვერ გავიგე, მაგალითად კორბის ისტორიის ჩართვა რას ემსახურებოდა, სავარაუდოდ, რაიმე როლი ექნებოდა მთლიან ისტორიაში, მოკლედ 4 ვარსკვლავი მხოლოდ ამის გამო.
აღფრთოვანებული ვარ გამოყრნებული სიტყვებით.