Jump to ratings and reviews
Rate this book
Rate this book
"აიას გზაში" თქვენ კვლავ შეხვდებით ლეგენდარულ ლილე იროელს, მის ქალიშვილს, რუფიას, თუთას, თეკლას დალებს და ლილეს წინა წიგნებიდან თქვენთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს. და, რაც მთავარია, შეიტყობთ დიდი ხნის წინ ბოროტი ძალების მიერ ლეთარგიული ძილით დაძინებული კაისას ბედს.

300 pages, Paperback

First published May 29, 2015

83 people want to read

About the author

Natalie Davitashvili

14 books114 followers
Natalie Davitashvili
born 3 July, 1964
Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”.
Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
29 (63%)
4 stars
10 (21%)
3 stars
6 (13%)
2 stars
1 (2%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Profile Image for Komble III.
229 reviews12 followers
July 9, 2015
ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით მესეფების თემა არის უმაგრესად გაშლილი. ისედაც იმ მცირე ინფორმაციიდან რაც მესეფებზე არსებობს, ამხელა ტექსტის დატრიალება და შენს გემოზე გამოჩორკნა არ არის ადვილი საქმე.

ვარ საშინლად გაბრაზებული, არ ვიტყვი რატომაც, მაგრამ კიდევ ერთ წიგნს მოვითხოვ.

ძალიან კარგი იყო ქვესკნელის თემა და განსაკუთრებით გეოგრაფიული ელემენტების დამატება ქვესკნელში.

წინა წიგნების ფლეშბექები იყო ძალიან კარგად გაკეთებული. აი ისე, იმათ კიდევ ერთხელ გადაკითხვას რომ მოგანდომებს.

ერთადერთი ადგილი არ მომეწონა მარტო, როდესაც აია დააპურა წყლის სტიქიონმა. არ დავწერ აქ მიზეზებს.

მოკლედ საერთოდ ჯამში გულწრფელი 5 ვარსკვლავი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ დონის ფენტეზი ავტორი რომ ჩემს დროს ცხოვრობს იმავე ქალაქში სადაც მე და უფრო მეტიც ჩემი მეგობარია.

პ.ს. ამოუწურავი თემაა ლილეს და აიას ისტორიები და იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ საინტერესო წიგნს ვიხილავთ.

Profile Image for Nika.
67 reviews
August 18, 2023
Umagresia. Ar movelodi aseti kargi tu iqneboda. Tanamedrove qartvel mwerlebs cota cudi tvalit vuyureb, magram nel-nela vxvdebi, rom aravisze naklebi ar arian tanamedrove qartvelebi. Sakmaod didi, lamazi samyaro sheqmna shig uamravi arsebit da kargi ambebic daatriala avtorma. Rac mtavaria, yvelafers qartuli saxeli aqvs, rac kidev ufro silamazes anichebs. Waikitxet, ar inanebt
Profile Image for Keti Molashvili.
122 reviews6 followers
December 22, 2021
ჩემი 5☆ მას, კიდევ უდიდესი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ. თუ გინდათ იმოგზაუროთ ქართული მითოლოგიის სამყაროში, უძველეს ფაზისა და კოლხეთში, გაეცნოთ ჩვენს ღვთისშვილებსა და მითოლოგიას, აიღეთ წიგნი და შეუდექით კითხვას ♡
Profile Image for Gvantsa Floyd.
45 reviews7 followers
February 15, 2017
მთელი წიგნი ლილეს ამბავს ვნერვიულობდი და მის ყოველ ნიშანს ველოდი, ვიდრე სხვა პერსონაჟების მოქმედებებს :)))

Profile Image for Tasa.
3 reviews
March 21, 2022
კარგი ქალი პერსონაჟები ყავს ძალიან და ქართული მითოსის ელემენტებს საინტერესოდ იყენებს.
Profile Image for Giga Gazdeliani.
53 reviews1 follower
April 13, 2021
იროელების ხმლის გამოჩენა და ერეკლედან აიამდე გზა ძალიან კარგი წასაკითხი იყო.
მესეფეების ამბავიც, იშვიათია სადმე მესეფეებზე გადააწყდე მონათხრობს და მართლა დასაფასებელია.
"ლურჯი სუფრის მოცეკვავის" სტიქიონების და წყლის პატრონის ბმა ძალინ საინტერესო კავშირია სერიის წიგნებს შორის.
ნისლებიდან სალამურის გამოჩენაც უსაინტერესოესი კავშირია და კარგად ჩანს ავტორის წინასწარი ჩანაფიქრი სერიის კონცეფციის განსაზღვრაზე. ზოგადად, ეს ნაწილი გაჯერებულია სიმბოლური კავშირით სერიის წინა წიგნებთან.
აია ქუთაია ხო საერთოდ, მთელი წიგნი ვკითხულობ აიასთვის ასაშენებელ ქალაქს და მარტო ბოლოს გავაანალიზე, რომ ქუთაისზე იყო საუბარი.
უბრალოდ, ამ ყველაფერს თან ერთვის საშინლად მოსაწყენი გაზრდილი აია, კაისა, თუთა და კიდე ბევრი სხვა უინტერესო მთავარი გმირი. ლილეს და ღვთისშვილების გარეშე ამ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ყურება არის ტანჯვა. (ნაის გამოკლებით, რომელიც ყველაზე საინტერესო პერსონაჟია ამ ნაწილში)
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for ანი ჩახნაშვილი.
103 reviews4 followers
July 17, 2016
კითხვა რომ დავამთავრე, სერიის წინა წიგნების ჩემივე შეფასებებს გადავხედე და აქაც იგივე აზრი მაქვს, კარგი სიუჟეტი, ძალიან ლამაზი ქართულით ნაწერი ტექსტი და ბოლოში ფინალი არ მომწონს. :) 300 გვერდიან წიგნში, სადაც საკმაოდ ბევრი სიუჟეტური ხაზია, საბოლოო ბრძოლა 4 გვერდიანი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაჩქარეობის გრძნობას მიტოვებს ხოლმე.

მეორეს მხრივ, ამის კითხვისას შარშან წაკითხული ნაწილები ძალიან კარგად მახსენდებოდა (ლურჯი სუფრის მოცეკვავე და ნისლებში და ნისლებს მიღმა), არადა რივიუებს რომ გადავხედე არ მომწონებია მაშინ დიდად. ეტყობა, რაღაც დასამახსოვრებელი არის ამ ნაწილებში. მეორედ გადაკითხვაც მომინდა. მოვიცდი და გადავხედავ კიდევ ერთხელ.
Displaying 1 - 8 of 8 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.