Freud, please leave this poor asexual men alone :(
ადამიანის სუბლიმაციის უნარს არ სჭირდება 150 გვერდიანი ახსნა. ხოლო ძერას რაც შეეხება, თვალების საპნით ამორეცხვა მომინდა. სპეკულაციებზე და სიმბოლურ ინტერპრეტაციებზე დ���ყრდნობილი არგუმენტი, რომელიც არცაა ცნობილი ლეონარდოს ნამდვილი მოგონებაა თუ არა, არის სრუუულიად უსაფუძვლო. ცალკე მაგ არგუმენტზე იმის მიწერა, რომ მამა არ ყავდა ბავშვობიდან გვერდით და მაგიტო გახდა მასეთიო… ფროიდს რომ დღეს ეცხოვრა, კომენტარებს “fatherless behavior”, “women ☕️” -ით აიკლებდა.
კი კარგი მცდელობაა, რომ გენიოსი მარტო გენიოსად არ აღვიქვათ, არამედ როგორც ჩვეულებრივ პიროვნებად თავისი ნაკლოვანებებით, მაგრამ 15 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის, რომლის შესახებაც ისედაც ძალიან მწირე ინფო გაქვს, როგორც პიროვნებაზე, ისე ნამუშევრების სიმბოლიკაზე, ფსიქოანალიტიკურ ჰიპოთეზამდე დაყვანა უკვე ძალიან დიდი ხარვეზია.
და კიდე რაც ძალიან მაბრაზებს არის ფროიდის მცდელობა, რომ ამ კაცის შემოქმედებითი უნარი/მოტივაცია მხოლოდ ჩახშული სექსუალური ენერგიით ახსნას, თითქოს მისი ცნიბისმოყვარეობა მხოლოდ ლიბიდოს ბრალია. არ ითვალისწინებს არც კულტურულ გარემოს, რომელიც რენესანსის ეპოქის უდიდესი ნაწილია და არც პიროვნების ინტელექტუალურ სიღრმეს.
მიუხედავად იმისა, რომ მე დავინჩის მხოლოდ ჩანახატები მომწონს, ამ აღგზნებული კაცისგან მისი დაცვა ჩემს მოვალეობად ჩავთვალე. გმადლობთ.