1983 წლის მარტში გერმანიის პარლამენტში პირველად შე-
ვიდა მწვანეთა ფრაქცია. დღეს, ამ ისტორიული მოვლენიდან
ოცდაათი წლის შემდეგ, მწვანეები გერმანიის პოლიტიკაში
სიძლიერით მესამე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. ამას-
თან, მათი გავლენა უკვე მნიშვნელოვნად სცდება გერმანიის
ფარგლებს. „მწვანე” გლობალურ სამარკო ნიშნად იქცა არა
მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც. ის ეკოლოგიურ
პასუხისმგებლობასთან, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებ-
თან, პოლიტიკურ ჩართულობასთან და გენდერულ დემოკრა-
ტიასთან ასოცირდება.
ამერიკელმა პოლიტოლოგებმა ანდრეი მარკოვიცმა და იოზეფ
კლავერმა შეისწავლეს მწვანეთა წარმატების ისტორია და გა-
საგებად და კომპეტენტურად აღწერენ ყველა იმ თემას, რომ-
ლებითაც მწვანეებმა პოლიტიკა და საზოგადოება დიდი ხნით
შეცვალეს და რომლებმაც, ამავე დროც, მათ შეცვლასაც შე-
უწყვეს ხელი.