"ლაშა გაბუნიამ თავისი ბასრი სტილით აშკარად შეძლო იმ უიმედოდ მიძინებული მკითხველის გამოფხიზლებაც კი, რომელიც კარგა ხანი იყო შეგუებული უგემოვნო ხელოვანთა ქებით გაბერილ მედიას. მათთვის კი, ვინც თანამედროვე ქართულ, არაკონფორმისტულ კულტურას აკეთებს, ეს წიგნი მყარი დასაყრდენია".
გახსოვთ "ლონგოს სვეტი" და "ხით-ჰით პარადი"? მარტო მაგიტომ ვყიდულობდი გაზეთს (ოღონდ რომელი გაზეტი იყო კი არ მახსოვს უკვე).. ამ წიგნში ეგ ყველა გაერთიანებულია. ინტერნეტ-სივრცეში ლაშა გაბუნიას ჰუმანოიდით იცნობდა ყველა.
ძალიან კარგი იუმორი, მუსიკის ძალიან საინტერესო ხედვა და რაც მთავარია აი იმენნა პირდაპირობა და ავტორიტეტებისადმი მოურიდებლობა მიყვარდა ყველაზე მეტად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ნეგატიური კრიტიკაა - "კეისარს კეისრისა" ;)