Jump to ratings and reviews
Rate this book

რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ

Rate this book
წიგნის ავტორი - რუსული იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ყოფილი მოქალაქე და ჯარისკაცი - უშუალო გამოცდილებით საუბრობს რუსეთზე, როგორც იმპერიალისტურ სახელმწიფოზე.

438 pages, Hardcover

First published January 1, 1973

5 people are currently reading
43 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (22%)
4 stars
3 (33%)
3 stars
3 (33%)
2 stars
1 (11%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Sandro Mikelashvili.
53 reviews2 followers
May 31, 2022
ეს არის წიგნი-წინასწარმეტყველება რუსეთის ბოროტების იმპერიის შესახებ.

ავტორი "ცივი ომის" კლასიკურ გაგებას უპირისპირდება და მას რუსული იმპერიის ბრძოლის ხერხად წარმოგვიდგენს. იგი, ერთი მხრივ, ამხელს რუსულ იმპერიალიზმს და განიხილავს რუსული დამპყრობლური პოლიტიკის სათავეებს, მეორე მხრივ კი გამოაქვს დასკვნა გარდაუვალი ისტორიული კანონზომიერების შესახებ, რომ ყველა იმპერია ბოლოს ინგრევა.

რუსეთი 400 წლის განმავლობაში იცლიდა ფორმებს. იგი ხან თეთრ მონარქიად და ხან წითელ საბჭოთ კავშირად წარმოგვიდგებოდა, თუმცა იგი ყოველთვის რჩებოდა აგრესიულ ძალად, რომელიც ცნობიერად ჩარჩენილია კოლონიალიზმის ეპოქაში და მეზობლებზე აგრესიის და დამონების ხარჯზე სურს საკუთარი იდენტობის ფორმირება და "რუსკი მირის" შექმნა, იმ მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე, რომლებიც კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად ხშირად რუსეთზე წინ იდგნენ.

საკვირველი, მაგრამ ლოგიკურია, რომ XX საუკუნის 70-იან წლებში დაწერილმა ამ წიგნმა იწინასწარმეტყველა დღევანდელი რეალობა, რასაც უკრაინაში ვხედავთ: დაშლილი სსრკ, გაერთიანებული დასავლური სამყარო, თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, რომელიც იბრძვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და გაძლიერებული ჩინეთი, რომელიც ჩასაფრებული ელოდება, როდის დასუსტდება მისი მთავარი მოწინააღმდეგე.

წიგნი იმითაც გამორჩეულია, რომ მხოლოდ ცალმხრივად რუსულ სისტემას არ აკრიტიკებს, არამედ დასავლეთის მანკიერებებსაც ავლენს, რომლის მთავარი პოსტულატი მშვიდობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კუთხით იგი აშკარად აღმატებულია რუსეთზე. ავტორი კარგად შენიშნავს, რომ როგორც კი დასავლეთი მიხვდება საკუთარი დათმობის და შეკავების პოლიტიკის სუსტ მხარეებს და თვალს არ დაიბრმავებს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, მაშინ იქნება იმპერიის დასასრულის დასაწყისი.

რუსეთი ერთ დიდ მოძალადე ტიპს ჰგავს სკოლაში რომ გვყავდა ხოლმე. მას შენი დაშინება სურს, მაგრამ ერთი-ერთზე თუ მყარად დაუდექი, აჯობებ, იმიტომ რომ მასზე ძლიერი ხარ. რუსეთი მანიპულატორია, რომელიც ასეულობით წელია სამყაროს აშანტაჟებს.

მაგრამ ბოლო ყველა იმპერიას მაინც ერთი აქვს.

ყველა იმპერია ინგრევა.

რუსეთიც დაინგრევა და ჩაჯდება იმ ეთნოგრაფიულ ჩარჩოში, რომელიც წმინდად მისია.

იმპერიის დანგრევის საწყისებს კი ახლა ვუყურებთ.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
202 reviews
March 25, 2022
ამ წიგნის კითხვა რომ დავიწყე მიუხედავად უკვე არსებული დაძაბული სიტუაციისა არანაირად არ მეგონა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

ირონიულია ის ფაქტი, რომ რაც ავტორმა 1973 წელს დაწერა ნაწილობრივ დღევანდელ რეალობას ზედმიწევნით ერგება, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს რომ რუსეთი და მისი ჰეგემონური გეგმები არ შეცვლილა.

მთლიანი საბჭორა კავშირის იდეა დგას რელიგიურ დოგმატიზმზე, რაც თავისებურად აგრესიის მიმზიდველ იდეოლოგიად იქცა.

1780-იანი წლების ბოლოს თომას ჯეფერსონმა თქვა: „ყოველ თაობას სჭირდება ახალი რევოლუცია”. დღეს და მითუმეტეს მიმდინარე მოვლენების ფონოზე ვხედავთ, რომ მევიდობის მოსაპოვებლად იარაღის დაყრა საკმარისი არ არის, მშვიდობა ომით უნდა მოიპოვო.

წიგნში ავტორის მოსაზრება სრულიად გასაგებია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკრიტიკებს დასავლეთს ასე მკაცრად. თავისუფალი სამყაროს ტრაგედია ის არის რომ კრემლის პოლიტიკური და სამხედრო უპირატესობა საკუთარი ძალებით არ მოუპოვებია. არსებითად, დასავლეთმა 20-იან წლებში მოსკოვის სასარგებლოდ იბრძოლა და მთელი მონაპოვატიც გადააბარა.

“რა ისწავლა დასავლეთმა შემდგომი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისგან? აბსოლუტურად არაფერი.”

რუსეთის ბუნება მხოლოდ ჰეგემონური გეგმებით არ შემოიფარგლება მას სურს, რომ არამხოლოდ საკუთარი ხალხი არამედ მთელი მსოფლიო ტოტალური მმართველობოს ქვეშ ჰყავდეს. ისევ და ისევ ვუბრუნდებით მიმდინარე მოვლენებს და ამ მოვლენების ფონზე რუსეთის პროპაგანდულ მანქანას. ტოტალიტარიზმი რუსეთის ეროვნული სისტემაა და ის მხოლოდ დაუნდობელი დაპყრობითი ომების წყალობით ჩამოყალიბდა და გადარჩა. ეს ვნება. გამჯდარი აქვს მთელ ერს. ამიტომაც ჩემი პირადი მოსაზრებით უბრალოდ არ არსებობს ორი რუსეთი როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი ქადაგებს, არსებობს უბრალოდ გამონაკლისები.

ბისმარკი ამბობდა “პოლიტიკა სისხლისა და რკინის საქმეა”, რთულად წარმოსადგენია, რომ ბისმარკის გარდაცვალებიდან 124 წლის შემდეგ ეს სიტყვები ისევ რეალურია და მსოფლიო ისევ ომის წინაშე დგას.

თუმცა ისტორიის მანძილზე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი დიდი იმპერია, რომელიც დაპყრობების ხარჯზე გაიზარდა, დაიშალა.

Profile Image for g.balakhadze.
12 reviews9 followers
August 16, 2019
წიგნი წარმოადგენს რუსეთის იმპერიულობის გააზრებას, მისი დაარსებიდან XX საუკუნის 70-იან წლებამდე.
ავტორი, რიგ ნაწილში, ძალიან ზუსტად და დეტალებში ასახავს საკვლევ ობიექტს და ასევე აჩვენებს თუ რას და რატომ ვერ იაზრებს დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში.
წიგნის კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ცდილობს სწორედ დასავლელ მკითხველს აუხსნას რუსეთის სახოვნება, განუმარტოს მათი რიგი შეხედულებების მცდარობა და უბიძგებს მათ უფრო აქტიურები იყვნენ რუსეთის მიერ დაპყრობილ ხალხებთან ურთიერთობაში.

ავტორის დაკვირვევები იმდენად ზუსტია, რომ წიგნის გამოცემიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ისინი აქტუალურია.

ნაკლის სახით შეიძლება ითქვას რომ წიგნი ძალიან გაწელილია, ხშირად მეორდება ერთიდაიგივე აზრი, ზოგი თავი ძალიან მოსაწყენი საკითხავია.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.