ჯერაც არ მჯერა, რომ ერთი თვე მოვანდომე ამის კითხვას, თუმცა გასაკვირი არაა, ცუდ პერიოდში შემხვდა და არც ისე მიმყოლი იყო, უამრავჯერ დავაპირე გაგდება, მაგრამ მეთქი დაწყებულს დავასრულებ, როგორც არ უნდა გაიწელოს-თქო. მოთხრობილი ამბავი მეტ-ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ძალიან მშრალად არის გადმოცემული. იგივე ამბავი რომ ჩემთვის მოეცათ დასაწერად, ალბათ უფრო კარგად გამომივიდოდა, ცოტათი პოეტურობა მაინც არ იგრძნობა, ამბავს გიყვება და მეტი არაფერი. მოკლედ, ძალიან დაბალი დონეა. ვნახავ, შემდეგ წიგნში რამდენად გამოასწორებს (პატარაა და ბარემ მივაყოლებ-მეთქი :).
ეს არის წიგნი ერთ გზიდან აცდენილ ადამიანზე, პეტრე ნაპირელზე, რომელიც ბებომ გაზარდა სრულ ფუფუნებაში, მიაჩვია ყველაფერ მზამზარეულს, რის შედეგადაც ეს ბავშვი მიეჩვია მუქთად ფულის მიღებას და მისი ცხოვრება იქცა ავაზაკობად და გახდა მგლის ბილიკზე მოსიარულე მხეცი, რომელიც არავის და არაფერს ინდობს. მას სხვადასხვა სახელით იცნობდნენ ქურდულ და ავაზაკურ წრეებში, გერმან ბაზილის, ვლად ურალოვისა, ძია ფიდისა და მრავალი სხვა ზედმეტსახელით. ერთხელაც ექიმი ნატო სულიაშვილი შემთხვევით მოხვდება წისქვილში, სადაც დაჭრილ ნაპირელს მკურნალობს, რომელიც ინგლისურად დაიწყებს ბოდვას , რითიც ექიმი ყველაფერს მიხვდება და დააპირებს მილიციას მისწეროს წერილი .. აქ იწყება მთელი ეს თავგადასავალი, ექიმი ნატო ხდება გერმან ბაზილის მსხვერპლი, მოჭრილი თითი კი გამოძიების დაწყების საბაბი..
რამდენიმე თვიანი დევნისა და ხელიდან დასხლტომების შემდეგ კი შეიპყრობენ გერმან ბაზილს არჩილ ჩოხელი, ხუტა გაწერელია, ძია მაკარი და სხვები.
This entire review has been hidden because of spoilers.
ძალიაან კარგიაა,ერთ-ერთი პირველი დეტექტივია ქართველის. აი სულ უბრალო რამით რამხელა ამბავს ამოხსნიანნ.დაფიქრდებით კიდევაც,ნევრებიც დაგაწყდებათ მაგრამ ისიამოვნებთ.
უეჭველად აქვს საზიზღარი კომუნისტური ცენზურა გამოვლილი ამ ნაწარმოებს. მასეთ პირობებში შემოქმედი ადამიანი ვერ წერდა და უფრო ხშირად კი ვერ გამოსცემდა ნაშრომებს ისე და იმ მოცულობით, როგორც თვითონ უნდოდა. საშინელებაა ეგ. მახინჯდება მასე ხელოვნება, კნინდება, უინტერესო და შეურაცხყოფილი ხდება. აი ასეთი დაღი აზის ამ მოთხრობასაც. ძნელი იყო მგლის ბილიკის წაკითხვა, მაგრამ თუ დაიწყებ რაიმეს კითხვას, უნდა მიხვიდე ბოლოში, ერთწინადადებიანი აზრი მაინც რომ დაგრჩეს თავში ნაწარმოების შესახებ. ჩვეულებრივად კომუნისტური, ჩემი აზრით, მსოფლიო პროზის თვალსაზრისით უკიდურესად სუსტი, არაფრისმთქმელი და უღირალი, ძალიან სუსტი "კრიმინალური" რომანია.