Jump to ratings and reviews
Rate this book

ვინ მოკლა ჩაიკა

Rate this book

160 pages, Paperback

First published January 1, 2013

11 people are currently reading
358 people want to read

About the author

Ana Kordzaia-Samadashvili

20 books130 followers
Ana Kordzaia-Samadashvili (Tbilisi, 1968) est auteure, critique littéraire et traductrice littéraire allemand-géorgien. Entre 2003 et 2011, elle a publié un roman et deux recueils de nouvelles. Ses nouvelles ont aussi été publiées dans des anthologies de nouvelles. Ana Kordzaia-Samadashvili a traduit en géorgien des œuvres, entre autres, d’Elfriede Jelinek et Reinald Goetz.
Prix obtenus (entre autres) :
- Prix de la traduction du Goethe Institut pour la meilleure traduction (1999: Elfriede Jelinek, Die Liebhaberinnen)
- Prix littéraire SABA pour le meilleur Début (2003)
- Prix ‘Parnasi’ pour le Bestseller de l’année (2005)

ანა კორძაია–სამადაშვილი (თბილისი, 1968 წ.) არის მწერალი, კრიტიკოსი და გერმანული ლიტერატურის მთარგმნელი. 2003–დან 2011 წლამდე გამოქვეყნებული აქვს ერთი რომანი და მოთხრობათა ორი კრებული. მისი მოთხრობები ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში. ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.

მოპოვებული აქვს ჯილდოები:
– გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ., ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“)
– ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.)
– წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.)
- მესამე ადგილი "წლის საუკეთესო მოთხრობისთვის" (2005 წ., "ისტორიული მეხსიერება")


Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
90 (17%)
4 stars
151 (30%)
3 stars
160 (31%)
2 stars
77 (15%)
1 star
25 (4%)
Displaying 1 - 30 of 61 reviews
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 24, 2016
ანას საუკეთესო ნაწერია, რაც კი აქამდე წამიკითხავს.
ზოგიერთი ეპიზოდი სასწაულად სახარხაროა და ზოგიც ტრაგიკული, რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თავიდანვე ხვდები, რომ ყველაზე ნაკლებად სწორედ რომ ჩაიკას მკვლელის ვინაობა გაინტერესებს.
რაც შეიძლება მეტი და მეტი ჩაიკას მეგობრებზე - რას განიცდიან, როგორ განიცდიან, რას ლაპარაკობენ, რა ისტორიები აქვთ...
ზოგიერთი პერსონაჟი ისე რეალურად გამოვიდა, ამომწურავად, რა კარგი იყო.
Profile Image for Megi Kamashidze.
87 reviews26 followers
January 25, 2020
" შენ არასოდეს დამცინო, ყანჩუნა. რომ წარმოვიდგენ, რომ შენც დამცინი, ყანჩუნა, გული მიტანტალებს! "

<3
Profile Image for ნატი.
84 reviews
July 4, 2022
მგონი ბოლომდე ვერ მივხვდი რას ვკითხულობდი
Profile Image for Data Kupatadze.
60 reviews5 followers
July 17, 2021
ნუ, მე კი გავხდი ძალიან ზარმაცი მკითხველი და ეგ არ არის ახალი ამბავი, მაგრამ მაგის მიუხედავად, კარგის და ცუდის გარჩევა ისევ შემიძლია. ხოდა, მშვენივრად ვხვდები, რომ დღეს ორი თვისა და თექვსმეტი დღის შემდეგ ეს პატარა წიგნი რომელიც დავამთავრე, სულაც არაა კარგი. არც სიუჟეტმა მომხიბლა და არც დასასრულმა. ეს უკანასკნელი ანა კორძაიას პირველი წიგნი იყო ჩემთვის და იმედი მაქვს სხვა უკეთესები აქვს დაწერილი.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
May 31, 2023
საოცარი ადამიანია თავად ანა და წერის სტილიც საოცრად მსუბუქი და ამავდროულად ჩამთრევი აქვს.

ძნელად მახსენდება წიგნები რომელიც თბილისს, თბოლისურ ურთიერთობს და ამ ქალაქის ესთეტიკას თავისი ხალხით ისე ზუსტად გადმოსცემს როგორც ანა. ჩემი საყვარელი ფრაზაა ‘თბილისი არის ურთიერთობა’ - ამის შინაარს მთელი სულით და გულით ჯერ მხოლოდ ანას წიგნებში შევხვდი.

რომანი ერთდროულად ტრაგიკული, ირონიული და მომენტებში ძალიან სახალისოა. ელოს სამეგობროს დიალოგებზე მუდმივად პარალელს ვავლებ ჩემს სამეგობროსთან, სახლში შეკრებები, დრამის განხილვები და ბოლოს ‘რამე დავლიოთ რა’-თი დამთავრებული.
რომანის ფავორიტი პერსონაჟებიდან სანდროს და ყანჩას გამოვყოფდი, სანდროს ისტერია ნარევ დიალოგებზე ყოველ ჯერზე ვჩერდებოდი, სიცილით გულს ვიჯერებდი და კითხვას ვაგრძელებდი.

4/5 -დან რადგან ‘ზინკა ადამიანს’ ჯერ ვერცერთმა ვერ აჯობა. #1 ადგილას რჩება ანას შემოწმედებიდან.

მოკლედ უდიდესი რეკომენდაცია, ბევრს იცინებთ, პარალელებს გაავლებთ, დროსაც გაიყვანთ და იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ რაზეც ხშირად არ ფიქრობთ - როგორ გაგიმართლათ რომ თქვენი მეგობრები - თქვენი მეგობრები არიან ❤️
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
April 17, 2022
გული დამწყდა რომ ეს წიგნი არ მომეწონა, ჩემს გონებაში იმ პაზლივით დარჩება, რომელიც ვერ ავაწყვე
February 24, 2023
ეს ისეთი იყო, მელანქოლიური, ერთ დღეში წასაკითხი ამბების კრებული, სადაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა, თუ ვინ მოკლა ჩაიკა. მომეწონა პერსონაჟების უბრალოება, ნამდვილობა, ყოველდღიურობა, დარდები და ძველი ისტორიები. ბოლოს, დედა ყანჩას ისტორიამ შემძრა.

პირველი შეხება იყო ანასთან, მეტი მოლოდინები მქონდა, მაგრამ არ ვაპირებ თავის დანებებას, აუცილებლად წავიკითხავ მის სხვა რომანებს.
March 27, 2020
ბოლო პერიოდში გადავწყვიტე, რომ გავეცნო თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. ანა კორძაია-სამადაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თანამედროვე ქართველ ავტორებს შორის, ბევრიც მსმენია მასზე და მისთვისაც მომისმენია ვიდეოლექციებით. მოკლედ, საინტერესო პიროვნებაა. ჰოდა რა გასაკვირია, მისი ლიტერატურით რომ დავინტერესდი და მოლოდინიც დიდი მქონდა. მაგრამ, მოლოდინები არ უნდა შეიქმნა ადამიანმა. ცუდი წიგნია-მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ არც კარგ წიგნებში ჩავწერდი. წერის სტილი დიდად სასიამოვნო არაა, უხეშია და უხერხული საკითხავი. აზრობრივადაც, შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მე ვერ დავიჭირე ვერაფერი, გულმოდგინედ კი ვეძებდი. შინაარსს რაც შეეხება, მეტნაკლებად საინტერესოა, მაგრამ არც აქაა რამე განსაკუთრებული. სუსტი წიგნია, მოკლედ რომ შევაფასო. მწერალს ეწერებოდა და დაწერა, წარმატებები მას. ჩემნაირი მკითხველისთვის არ არის ეს წიგნი, ამის თქმა მინდა. რაც ნამდვილად მომწონს არის ის, რომ პოსტმოდერნიზმი ძალიან დაბალანსებულია, არც თვალებში თითს გატაკებს, მაგრამ თან გახსენებს, აი, აქ ვარ და ვარსებობო.

დაბალი შეფასება კი ყველაზე უფრო იმიტომ, რომ იმ იშვიათ წიგნთაგანია, რომელმაც ვერ მომანდომა, პერსონაჟებს შორის ვყოფილიყავი.
Profile Image for Nikusha .
75 reviews2 followers
February 14, 2022
ვინ მოკლა ჩაიკა?
რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოკლა ჩაიაკა?
რეალურად გამოიძიებენ თუ ვერ?
დადგინდება სიმართლე თუ გაუხსნელი საქმე დაიდება თაროზე?
მაგასაც რა მნიშვნელობა აქვს?
მთავარი აქ სხვა რამეა - რა ხდება გარშემო. ვინ ვინაა? როგორია საზოგადოება.
Profile Image for Abandoned   Asylum.
130 reviews3 followers
November 1, 2023
არა, ვიჯექი და ვუყურებდი ხოლმე ამდენ ერთ და ორ ვარსკვლავიან შეფასებას, ხალხმა, ასეთი საშინელებაო, ასეთი უაზრობაო, რა უაზროდაა გაჰაიპებულიო და მე: ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნზე ამბობთ? მეთქი, კაი, რა. და ახლა დღეს დილას დაწყებული 4-5 საათში წავიკითხე და ვზივარ... 🙂 რა ხდება...
Profile Image for Niniko Jakeli.
120 reviews28 followers
March 13, 2021
დია���ოგები და ცალკეული ისტორიები ძალიან კარგია, ზოგადად, კარგი მთხრობელია ანა, თუმცა საბოლოო ჯამში ძლიერი სიუჟეტი ვერ იკვრება.
Profile Image for Nino Matsiashvili.
11 reviews1 follower
September 14, 2023
“Somewhere over the rainbow, skies are blue
And the dreams that you dare to dream really do come true…”
Profile Image for Keto Sikharulidze.
33 reviews73 followers
April 22, 2023
გამომცემლობა: Sulakauri Publishing
შეფასება:7/10

ეს წიგნი ბათუმიდან მომავალმა წავიკითხე მატარებელში, რადგან მინდოდა მალე დამემთავრებინა. ცოტა სხვა ტიპის შინაარსს ველოდი, სხვანაირად შევემზადე და კითხვაც რომ დავიწყე თითქოს სხვა განვითარებას უქადდა სიუჟეტური ქარგა პასაჟებს, მაგრამ თითქოს მერე ყურადღების ლუპა ერთიანად გაიფანტა. მიუხედავად ამისა, ცალკეული პასაჟები ძალიან სახალისო და კარგია. არის იუმორისტული ჩანართები, რაზეც ბლომად ვიხალისე და ამან მეტი აზარტი შესძინა კითხვის პროცესს, ამ დროს კი მივხვდი, რომ მგონი ზედმეტად დეპრესიონერა რაღაცებს ვკითხულობ და შევცვალო უნდა ეს ტენდენცია :დდდდ

ახლა კი რაც შეეხება სიუჟეტს: ამბავი იწყება ჩაიკას მკვლელობით, მისმა მეგობრებმა კი ძალიან კარგად იციან ვინ შეიძლება იყოს პოტენციური დამნაშავე, რომელსაც მათი აზრით, ჩაიკას მოსაკლავად შესაბამისი საბაბიც ქონდა, თუმცა კითხვის პროცესში აანალიზებ, რომ ჩაიკაზე მეტად, ჩაიკას მეგობრები არიან ამ წიგნის პროტაგონისტები. წიგნი მარტივად იკითხება და ანას საყვარელი წერის სტილიდან გამომდინარე შიგადაშიგ მეგობრების დიალოგებზე ძალიან იცინებთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სერიოზულ ამბავს- მკვლელობის გამოძიებას ეხება საქმე.

მოკლედ, it was fun.

სიყვარულით,
ქეთო
<3
Profile Image for Mickey.
40 reviews3 followers
June 4, 2023
ასეთი ქამბექი
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
August 17, 2016
მოკლედ კარგი იყო ნამდვილად. რომანი ისე იწყება მაგიური დეტექტივი გეგონება, მაგრამ შემდეგ შენთვის მთავარი და საინტერესო არა მკვლელის ვინაობა არამედ ის სოციუმი ხდება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. წიგნში აღწერილია ჩვენი საზოგადოება, უცნაური იდეებით შეპყრობილი, საშინლად აბსურდული და უაზრო ცხოვრების წესით. ცოტა გაზვიადებული მეჩვენა, მაგრამ ლიტერატურა იმისთვისა, რომ მაქსიმალურად რეალურად გაგრძნობინოს სინამდვილე. ემოცია კი თითქმის ყოველთვის (უმეტეს შემთხვევაში) გაზვიადებით და შარჟით მოდის.
P.S აუცილებლად აღსანიშნავია მწერლის ძალიან განსხვავებული ხელწერა და მაგიური ელემენტების სიუხვე რაც ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.
2 reviews
November 3, 2023
1/10😶 იმდენად გაპიარებული იყო სოციალურ ქსელებში, დიდი იმედი მქონდა😀 კარგი იდეა არის წიგნის დასაწერად… თუმცა ამ იდეის გარშემო საერთოდ არ არის წიგნი, მაგის გარდა ყველაფრის შესახებ წერია🥲
ძალიან არ მომწონს წერის სტილიც. (მეხუთე კლასელის მიერ დაწერილის შთაბეჭდილებას ქმნის) აქ საყვარლობას რას ხედავთ ვერ ვხვდები🥹🤣. ყოველ აბზაცში ბილწი, უხამსი სიტყვების გამოყენება? თუ ყოველ წამში უადგილოდ სიტყვა “ტრ*კი”-ის გამოყენება?!
წავიკითხე და კიდევ ვერ გავიგე, საერთოდ რისი თქმა სურდა ავტორს ამ წიგნით:(
არც დეტექტივს მივაკუთნებ, არც რომანს😃
ობიექტური აზრი თუ გინდათ, არ გირჩევთ! არც რამე მნიშვნელოვანი აზრი დევს შიგნით, შედევრიც არ არის და არც დროის გასაყვანად გამოდგება❤️
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
November 1, 2019
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. გული რო მკერდში დატანტალებდა-იმ ეპიზოდზე ჯერ ძალიან ბევრი ვიცინე და მერე ვიტირე. მოკლედ კაი იყო!
Profile Image for დეა.
44 reviews2 followers
May 17, 2021
ცალკეული ისტორიები კარგი იყო მაგრამ ესე ერთიანად შეკრული ისტორია არ იყო. ისე წერის სტილი ძალიან კი მომწონს. ნიკოლიკო ფავორიტი პერსონაჟია
Profile Image for ლიზი.
21 reviews
May 24, 2024
7.6/10
,,ვინ მოკლა ჩაიკა?"
წიგნი,რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის,ერთი შეხედვით თითქოს იმას როგორი უნდა იყოს მეგობარი,სხვა კუთხით თუ შევხედავთ იმას როგორი არ უნდა იყოს მეგობარი.წიგნში სიუჟეტი ძალიან უცნაურად მიმდინარეობს, მეზობელი ერთ-ერთ სახლში აღმოაჩენს ცხედარს,აქედან კი ნამდვილი ,,დეტექტივობანა" იწყება,გაგიკვრიდებათ და ეს ის შემთხევაა როდესაც პოლიციის გარდა ყველამ ყველაფერი იცის,რა მოხდა სინამდვილეში?ვინ არის ჩაიკა?და ვინ მოკლა ჩაიკა? ამ ყველაფერზე პასუხი ამ ერთ პატარა წიგნშია💗პატარ პატარა დეტალებს რომ არ დავაკვირდეთ,რომელიც თითქოს აგვრევს კიდეც,წიგნი საბოლოოდ კარგია,სასიამოვნოა მისი კითხვა და ახალი დეტალების აღმოჩენა.თითქოს ყველაფერი მძივივითაა აწყობილი.😊უნდა წაიკითხოთ და ისიამოვნოთ,და ბოლოს რჩება კითხვა,რას გვეუბნება წიგნი?როგორი არ უნდა იყოს მეგობარი?თუ პირიქით?რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა,აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს,და ჩვენ თუ ჩვენს თავს წარმოვიდგენთ მათ(პერსონაჟების) ადგილას პასუხის გაცემა გვირთულდება🫶🏻🌚" შენ არასოდეს დამცინო, ყანჩუნა. რომ წარმოვიდგენ, რომ შენც დამცინი, ყანჩუნა, გული მიტანტალებს! "
Profile Image for Mariami.
112 reviews22 followers
May 2, 2025
მგონი ჩემშია პრობლემა. ძალიან ბევრი განხილვა წავიკითხე და ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა. ჩემთვის ანას პირველი წიგნია და ძალიან გაუგებრობაში დამტოვა. რაღაც მხრივ ცალკეული პერსონაჟის ისტორიები ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ სათქმელს ვერ ჩავწვდი

Profile Image for Aleko Beridze.
45 reviews6 followers
October 3, 2019
მიყვარს ანას განსხვავებულად სევდიანი წერის სტილი!
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
April 1, 2023
მიყვარს, მიყვარს, მი��ვარს!
Profile Image for mgzavrii.
71 reviews1 follower
January 8, 2025
ვერ მივხვდი მომწონს-არ მომწონს, მსიამოვნებს? რავიცი აბა. თან მინდოდა ბოლომდე მიმეყვანა და თან შუაში გაწყვეტაც არ მაწყენდა.
Profile Image for Nikusha Chachibaia.
40 reviews
June 29, 2025
გულწრფელად მეგონა კითხვის პროცესსში, რომ ზაფხულის გრილ ღამეს უძილობისგან შეწუხებულს ანას ლექცია მქონდა ტელეფონში ჩართული, აი თავისთვის ჩვეული, თეატრის სცენაზე რომ ზის და ყველაზე მშვიდი ხმით ყვება ამბავს თბილისის ერთ ცხელ ზაფხულზე და ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე ადამიანურები არიან, მთელი 150 გვერდი ღიმილი ვერ მოვიშორე. მიყვარს ანა! <3
Profile Image for NIGHTSTAND CHAOS.
113 reviews5 followers
June 16, 2023
დეტექტივში გადის, მაგრამ დეტექტივისთვის დამახასიათებელი კვანძების გახსნა და ლოგიკური დაბოლოება აქ არაა. სულ დაახლოებით 150 გვერდია და არაადეკვატურად ბევრი პერსონაჟია, რა დროსაც ძალიან რთულია არ დაგეკარგოს თითოეული მათგანი და არ გადაღალო მკითხველი, მაგრამ ანამ გადასარევად მოახერხა ყველა პერსონაჟის პიროვნების წარმოდგენა მათი პატარა შტრიხებითვე. მაგალითად, თეზო, რომლითაც იწყება და მთავრდება რომანი და რომელიც რეალურად არაფერ შუაშია, გარდა იმისა რომ რაღაცნაირად კრავს მთელ ამბავს. ეს ჩემი პირველი შეხებაა კორძაიასთან, ჰოდა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისე წერს, როგორც ლაპარაკობს, ეს დასაწყისში ცოტათი მეუცნაურა. დიალოგები კარგადაა აგებული, თხრობა ძალიან არითმიულია, ბევრია ამოვარდნები და ხშირად გიჭირს მკითხველს წაჰყვე ავტორს, მაგრამ რაც უფრო მეტს კითხულობ, ნელ-ნელა ეჩვევი და ხვდები, რომ ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს წიგნი ჩაიკაზე და პრინციპში სხვანაირად დაწერილი არც უნდა იყოს. სტილი, ჩემი აზრით, ძალიან სწორადაა შერჩეული, თან ლაითი წასაკითხია, ბორჯომიდან თბილისისკენ მომავალმა წავიკითხე მატარებელში.
June 2, 2023
მომეწონა,წიგნს თან სდევს ანას საოცარი წერის სტილი,ისე ყვება ყველაფერს თითქოს პატარა თბილისში მომხდარი ამბავი იყოს.სიუჟეტს ცოტა გამთლიანება აკლდა საინტერესოდ იყო პატარ-პატარა ისტორიები გადმოცემული,პერსონაჟები თითქოს ჩვენს გვერდით მცხოვრები უბრალო თბილესელი იყვნენ,თუმცა ამავდროულად მათ არაფერი ჰქონდათ უბრალო,ყველას ჰქონდა ინდივიდუალური როლი,ინტერესი და ნიშა წიგნში.
ვინ მოკლა ჩაიკა არ არის ამ მოთხრობის მთავარი კითხვა,დეტექტივებისგან განსხვავებით ავტორის მიზანი არ არის მკვლელის პოვნა,ავტორის მიზანია მოგვიყვეს ისტორია,ანას სურს ჩვენ ამ პატარა სამყაროს ნაწილი გაგვხადოს ❤️...(არ გააჭიანუროთ წაკითხვა უცებ,ერთი ამოსუნთქვით საკითხვია:)
Profile Image for Tom Gabe.
34 reviews1 follower
August 19, 2023
თუ ბურუსივით გაქვთ თავს შემოვლებული დეპრესია სწორედაც რომ ეს არის თანამედროვე ქართული მწერლობის ნამდვილი სახე და არა სხვა უაზრო ღლიტინა წიგნები, წიგნის კითხვისას ძალიან ბევრი შეგრძნება დამეუფლა. ვიცინოდი კიდეც და ორიოდე ცრემლიც კი ჩამომვარდა ლოყაზე. ანა კორძაია სამადაშვილი ნამდვილ ქართულ რეალობას გაგაცნობთ.

Profile Image for Teona.
100 reviews6 followers
September 29, 2013
არც თავშესაქცევად ვარგა, არც დეტექტივად, არც რამე ფასეულია ამ წიგნში.
Displaying 1 - 30 of 61 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.