ქართველების რამე რუმეები ძაან ცოტა მაქვს წაკითხული. სკოლაში მეშვიდე კლასის მერე არ მივლია. სკოლის გარეთ კი ვკითხულობდი ხოლმე რასაც სკოლაში ასწავლიდნენ, მაგრამ მაინც სულ ვცდილობდი არ მომწონებოდა. ეხლა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გადავხედო ქართულებს და რატომღაც ხელში სამანიშვილის დედინაცვალი შემრჩა, ეტყობა ღმერთმა ასე ინება. :დ
კითხვის დაწყებისას ბეკინამ ეგრევე მოიპოვა ჩემი სიმპათია და მთელი წიგნი გამყვა. საერთოდ ჩემი დაკვირვებით გეტყვით რომ ვინც მეტს იცინის ის არის უფრო ჭკვიანი. ჭკვიანი რას ნიშნავს და ვის როგორ ესმის ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება მაგრამ არ დავიწყებ ეხლა მაგაზე ლაპარაკს. ბეკინა ბევრს იცინის და არ ემდურის ბედს, ღმერთს. ამიტომ ამ ნაწარმოებში ბეკინა ყველაზე მაგარი ტიპია. ამ საზიზღარ საზოგადოებაში, ბავშვებს სულ სერიოზულობისკენ მოუწოდებენ: "ცოტა სერიოზულად მოიქეცი!", "როდის უნდა დასერიოზულდე?","რას იცინი დებილი ხარ?" და მსგავსი რამე რუმეებით უბურღავენ ბავშვებს ტვინს. უნდა ვიცინოთ, ბევრი ბევრი ამ ყველაფერზე, ოღონდ ჯერ იმ გარემოებამდე უნდა მივიდეთ (უნდა ვცადოთ მაინც), რომ ეს ყველაფერი სასაცილო გახდეს. თუ გახდება სასაცილო მაშინ იქნები სხვებზე უფრო მაღლა, ამიტომ ვინც იცინის ისაა ყველაზე მაღლა, ისაა ყველაზე ჭკვიანი. ამ შემთხვევაში ბეკინა სამანიშვილი.
პლატონა თავიდანვე არ დამევასა, საერთოდ ესეთი ხალხი ვინც ასე ხშირად ახსენებს ღმერთს, სულ უფრო და უფრო ცდილობს ეშმაკი განდევნოს. ეს ძალიან არ მომწონს რადგან თუ ღმერთს ვიღებთ ეშმაკიც უნდა მივიღოთ. რაც უფრო მეტად განვდევნით მით უფრო მეტად შემოგვიტევს. ძენ ბუდიზმში არის ასეთი პარადოქსული რამ: "ვისაც საერთოდ არ ახსოვს ღმერთი, ის ყველაზე ახლოსაა მასთან".
ჰოდა პლატონი თითქოს ღმერთს ემადლიერება, ემორჩილება, მაგრამ როგორც კი მისი მიზნების საწინააღმეგოდ მამის სურვილი გამოჩნდება, მაშინვე იწყებს ბედთან ბრძოლას.
შოპენჰაუერის აზრით, თუ გვინდა გავსხივოსნდეთ ან რავი რაც გინდა დავუძახოთ მაგ მოვლენას, ნებისგან და წარმოდგენებისგან უნდა განვთავისუფლდეთ, შოპი ფიქრობდა რომ ეს პესიმისტური გზაა, მე ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ პესიმიზმს. პლატონა ორივეს ტყვეობაშია და თან ორივეს ებრძვის. და ბრძოლა არის ზუსტად დამღუპველი ეშმაკთან, ღმერთთან, ბედთან, ნებასთან, წარმოდგენებთანაც. აზრი არ აქვს ბრძოლას.
ყველა უარყოფითი პერსონაჟი იყო რომანში რავი, მე არავინ დამევასა, გარდა ბეკინასი. ამ ოჯახ ოჯახ სიარულში, ბავშვები აქა იქ გამოჩნდებოდნენ ხოლმე, ჩემი ინტერესი და იმედი მაგ ბავშვების მიმართ იყო, რომ ისინი მაინც არ დაემსგავსებოდნენ ამ ხალხს.
ერთი მომენტი იყო როცა პლატონა თითქოს ხვდება, რომ ეს ყველაფერი ბედია, რომ ელენე ღვთის საჩუქარია. გაცნობიერებაც საჭიროა, რომ განთავისუფლდე. უნდა გააცნობიერო რომ პერსონაჟი ხარ რომ მერე იცინო და იცინო ბევრი ავტორზე. ან თავად გარდაიქმნა ავტორად. პლატონი თითქოს თვითონ ხდება ამბის ავტორი როცა მიდის სადედინაცვლოს საძებნელად, მაგრამ თავის თავზე ფიქრობს სხვა არავისზე, როგორც ეს თავიდანვე შენიშნა ბეკინა სამანიშვილმა.
რავი მშობლებთან ცხოვრება არ ვარგა, არც ერთისთვის. არც მშობლის საქმეში უნდა ჩაერიოს შვილი, არც შვილის საქმეში მშობელი.
თავიდან ბეკინა დამევასა და ვუთანაგრძვნე, ბოლოსკენ ბეკინაც შეიძრა ცოლის ორსულობის ამბით. თლა ბეკინაც ვერ აღმოჩნდა ბოლომდე მხნედ, რადგან პლატონა დააყენა თავისზე წინ. აი ბოლოსკენ უკვე ყველა პერსონაჟი შემეცოდა, მერე მთლიანად ქართველები.
ბოლოს ძაან ტრაგიკულად დამთავრდა თითქოს. მაგრამ აი ის 5 წლის ბავშვი ელენეს გვერდით რომ დგას ბოლოს, ეგ იძლევა დიდ იმედს ცვლილებებისთვის. იქნებ ეგ მაინც დაემსგავსოს ბეკინას, თუარა პლატონა კი ნამდვილად არ უქნია ღმერთს და თავის გამჩენს.
ხტფუი!