Jump to ratings and reviews
Rate this book

ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები

Rate this book

139 pages, Paperback

First published January 1, 1980

5 people are currently reading
160 people want to read

About the author

Guram Dochanashvili

33 books305 followers
Guram Dochanashvili (Georgian: გურამ დოჩანაშვილი) (born March 26, 1939) was a Georgian prose writer, a historian by profession, who has been popular for his short stories since the 1970s.

Dochanashvili was born in Tbilisi, the capital of then-Soviet Georgia. Having graduated from the Tbilisi State University in 1962, he worked for the Institute of History, Archaeology and Ethnography, and participated in several archaeological expeditions from 1962 to 1975. He then managed the prose section of the literary magazine Mnatobi from 1975 to 1985. Since 1985, he has been a director-in-chief of the Gruziya-film studio.

Dochanashvili debuted as a writer in 1961. He was immediately noted for his rejection of the Soviet literary dogmas of Social Realism, and his dissident views. Since then, he has published dozens of stories and novellas which won him a nationwide acclaim for their fairy-tale lightness and invention.[1] His most popular work is the 1975 novel The First Garment (სამოსელი პირველი) based on the Holy Bible and story of the War of Canudos in the 19th-century Brazil.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
135 (56%)
4 stars
70 (29%)
3 stars
28 (11%)
2 stars
4 (1%)
1 star
2 (<1%)
Displaying 1 - 16 of 16 reviews
Profile Image for Elene Tchezhia.
8 reviews27 followers
February 6, 2013
ვისაც დოჩანაშვილის ერთი ნაწარმოები მაინც წაუკითხავს,დამეთანხმება,რომ მწერალი ადამიანის გრძნობების აღწერაში უდავოდ დაოსტატებულია.პიროვნების სულიერი გარდაქმნის საოცარი აღწერის ნიჭით დაჯილდოვებული,აქაც არ ღალატობს ჩვეულ სტილს. ვატერ(პო)ლოოში იგი ახალგაზრდა მწყემსი ბიჭის-ბესამეს უჩვეულო სულიერ ტრანსფორმაციას გვთავაზობს.ვატერ(პო)ლოო,ეს არის გზა,რომელსაც უწყინარი უშობელი მძვინვარე მხეცად გარდასახვამდე გადის.
ბესამე ობოლი,მწყემსი ბიჭია.დაკონკილ-ჩამოძენძილი დააბიჯებს საძოვრიდან საძოვარზე და თავისი სალამურის წყალობით მუსიკას ეტრფის.ჯერ არ იცის,რომ სამყარო იმაზე სასტიკია,ვიდრე ეს მისი პატარა თვალებიდან ჩანს.თუმცა ერთ დღესაც ქალაქად წაიყვანენ დიად მუსიკასთან საზიარებლად და აქ იწყება ყველაზე სანუკვართან და ყველაზე საშინელთან თანაზიარი სიცოცხლის წამების ათვლა.
უმწიკვლო ბესამე ზედმეტად შეყვარებულია ბეთჰოვენზე,სძულს კაცისმკვლელი ნაპოლეონი და ამის გამო სასტიკადაც სჯიან.გადაწყვეტილება მიღებულია-ის უნდა გამოსწორდეს.და ბესამესაც აღდგენით სამუშაოებზე აგზავნიან,სადაც იგი ყოველგვარ შავ-ბნელ მეთოდს ითვისებს,რათა გადარჩეს.საბოლოოდ კი უკან შესაზარი სახის მქონე გვიბრუნდება-ყველაფრისთვის მზად და ყველაფერზე წამსვლელი.
ნაწარმოების რეფრენი დიადი "კარმენია".რა საერთო აქვთ კარმენსა და ბესამეს ამას ნაწარმოების კითხვისას ადვილად გამოიცნობთ.
აქვე გაიცნობთ აფრედერიკ-მეს,რომელიც მთხრობლის ამპლუაში გვევლინება და კარმენზე უაზროდ შეყვარებული ხშირად რეალურს მიღმა აღმოჩნდება-ხოლმე.
მწარე გროტესკი და რეალურ-ირეალურს შორის გზის გაკვალვა დიდ სულიერ გამოცდილებას გიქადით.

პ.ს.კარმენს შეხედეთ,კარმენს!
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
119 reviews7 followers
August 30, 2023
ისეთი ლამაზია, კითხვისას ტირილი გინდება.
ისეთი ლამაზია, მუსიკის ჰანგები ჩაგესმის.
ისეთი ლამაზია, ავტორი ახლომახლო ზის და გაკვირდება, როგორ კითხულობ.
ისეთი ლამაზია, როგორც თვითონ.
Profile Image for Promethea.
333 reviews10 followers
February 9, 2025
ნაწარმოებებს თუ არა სხვას რას უნდა ეტყობოდეს მწერალს რა ეპოქა გამოუვლია. მე ვგლოვობ ყველა სათუთი სულის ყმაწვილსა და ქალს, აღდგენითი სამუშაოები რომ გამოუვლიათ.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
June 9, 2015
ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე... ერთხელ... მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, თავისი საზეპიროებით. ესაა ის დოჩანაშვილი, რომელიც ყველაზე ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს!

არიან ადამიანები, რომლებიც რაიმე ნაწარმოებს, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, ნახატი თუ სხვა ხელოვნების ნიმუში, აღიქვამენ მთლიანობაში, როგორც ინგლისურენოვანი ხალხი ამბობს - ხედავენ big picture-ს. შესაბამისად ეს ხალხი კაიფობს იმით თუ როგორ ვითარდება ამბავი ან პერსონაჟი რომანში, როგორც შემოდის და მერე ვითარდება თემა სიმფონიაში, როგორ იხვეწება სინათლე იმპრესიონიზმში XIX საუკუნის განმავლობაში და ა.შ. ამ ადამიანებისთვის ვატერ(პო)ლოო არის იდეალური, რადგან აქ ისე კარგად და თან ხატოვნად და ეფექტურად ჩანს ჯერ პერსონაჟის ჩამოყალიბება, მერე ტრანსფორმაცია იქით და მერე ისევ აქეთ, რომ უკეთესი ძნელი წარმოსადგენია. ფაქტიურად მათთვისაა დაწერილი.

არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ნაწარმოებში (ასევე ნებისმიერ ხელოვნებაში) უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ეპიზოდები. რა თქმა უნდა ამ ეპიზოდების მნიშვნელობა ხშირად ზუსტადაც ნაწარმოების მთლიანი ქარგიდან გამომდინარეობს, მაგრამ ნუ ხომ მიმიხვდით. ეს ადამიანები უფრო იმახსოვრებენ ფრაზებს, ქვე-სიუჟეტებს და აღიქვამენ მათ არა ნაწილებად, არამედ დამოუკიდებელ ისტორიებად. აი ასეთი ხალხისთვის ვატერ(პო)ლოო იდეალურია! რომელი ერთი ჩამოვთვალო?? არ დავასპოილერებ ადამიანებს, მაგრამ მერწმუნეთ ერთი 10 ადგილი მაინცაა ისეთი, მსოფლიო ლიტერატურის შედევრი იქნებოდა ქართული ენა ინგლისურივით გავრცელებული რომ იყოს! როგორც ჩემი მეგობარი იტყვის ამის წაკითხვის შემდეგ (თუ წაკითხული არა აქვს) - წიგნი კიარა ტარტალეტკაა! :)

არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სიუჟეტები კიარა, ჟანრებიც კი იყოს არეული ერთ ნაწარმოებში. კიბატონო, იყოს თემა, მაგრამ ბევრი ბევრი იმპროვიზაცია, ხანდახან ატონალურ ჯაზამდე მისული! პოსტ-მოდერნი მოკლედ. და ამაში ვატერ(პო)ლოოს ძალიან ცოტა ქართული რამ შეედრება!

...და არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ერთადერთი რამაა ნამდვილად ღირებული - ისეთი მომენტები, რომლებიც არც პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტის განვითარების ჩარჩოში ჯდება, როცა ეპიზოდის ემოციური ფონიც კარგავს მნიშვნელობას და უბრალოდ ვერ ხვდები რა იყო ეს! ვერც აგრძელებ კითხვას, თვალი გიშტერდება, მოაშორებ მზერას ფურცლებს და ვერც კი ჩაფიქრდები, იმიტორო ხვდები, რომ ეხლა მოხდა ისეთი რამ, რაც სიტყვებითა და გონებრივი კონცეფციებით ვერ აღიწერება, არც კონკრეტული ემოციაა. რაღაც ისეთია - ტრასნცენდენტული და არაცნობიერი, მაგრამ ყველაზე ნაღდი რა, აი ისეთი დომენიკოს სულ ბოლო ტრიპი როა, მაგრამ სიტყვებისა და შიშის გარეშე.

აი ამათთვის ვატერ(პო)ლოო უფრო ისეთი რამეა, კარგად დავიწყებულს რომ გაგახსენებს. ოღონდ ისეთს კიარა შარშან ზაფხულს რომ იყო, არა - აი 4 წლისას ბაღში შუადღისას რომ გაძინებდნენ და დაძინება რომ არ გინდოდა, მაგრამ ცოტა მაინც რო ჩაგთვლიმა და სიზმარი რომ ნახე, იმაზე თუ როგორ გაძინებდნენ ბაღში, როცა დაძინება არ გინდოდა და მაინც რომ ჩაგთვლიმა და გესიზმრა სამზარეულოში შუქი რომ ენთო, სადაც დედა რაღაცას საქმიანობდა, თან ტელევიზორში "ბაიუშკი მალიში" რომ იწყება და გაკრახმალებულ ლოგინში მწოლიარე რომ უყურებ და უცებ ხვდები რომ გძინავს სინამდვილეში, მაგრამ რომ ეს სინამდვილე სიზმარია, რომელსაც ხედავ ასევე სიზმარში, ბაღში ჩაძინებული 4 წლისა, ოღონდ ეს სინამდვილეც არის მხოლოდ მოგონება, რომელმაც უსასრულოდ მცირე დროში გაგიელვა და ამოგაგდო დროისა და სივრცის ჩარჩოებიდან...

მმმმ არა, მთლად ასეთი მაგარიც ვერაა, მარა ასეთი მაგარი მხატვრული ლიტერატურა რომ იყოს, ეგეთს ვერც ვიხსენებ. კარგი წიგნია მოკლედ, რეკამენდუიუ :)
Profile Image for ლუკა აღლემაშვილი.
37 reviews4 followers
August 6, 2024
მომწონს დოჩანაშვილის წერის სტილი სიტყვების გამოყენების მხრივ, მაგრამ ზოგჯერ მაგაშიც და სხვა მხარეშიც ზედმეტი მოსდის და უფუჭდება. ნაჩვენები იყო პერსონაჟის გარდაქმნა და შესრულება - არ იყო ცუდი, ���უმცა დოჩანაშვილის სუბიექტური რაღაცნაირი დაღი სულ ატყვია ამ პერსონაჟებს და დიდი ხნის მერე, უბრალოდ, გაღიზიანებს.

წაკითხვად ღირდა.
Profile Image for გოტა გოტა.
3 reviews1 follower
March 24, 2020
ყველა ადამიანს აქვს თავისი მოხუცის ხელი, ცხოვრების სწორი გზის მანიშნებელი, სინდისის ძარღვი, თავისუფლების და სიმშვიდეს მომასწავლებელი. მთავარია დაინახო ეს და მიჰყვე მას. სწორედ ესაა ნამდვილი აღდგენითი სამუშაოები. მთავარია გერჩივნოს იყო ღარიბი, როგორც ისე, ვიდრე მდიდარი, როგორც რომ ალბა.

დოჩანა შეუდარებელია თავისი მხატვრული წერის სტილით, ალეგორიურიებითა და იუმორით გაჟთენთილი.
Profile Image for EleneB.
58 reviews3 followers
August 3, 2019
დოჩანაშვილს საუცხოოდ შეუძლია ადამიანის სულისა და გონების ტრანსფორმაციის აღწერა და ეს ნოველა ამას კიდევ ერთხელ გვიდასტურებს.
თავად ტექსტი, საოცრად მელოდიურია და ყოველი სიტყვა ,,საკმეველივით ედება ჰაერს’’.
Profile Image for Ana.
54 reviews2 followers
January 14, 2020
,,მე ღარიბი ვარ,როგორც იესო"
Profile Image for Mari.
15 reviews
August 16, 2023
"-მე მდიდარი ვარ, როგორც რომ ალბა.
შემართულ თავზე დაადეს ხელი.
-შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო."
Profile Image for anano.
92 reviews2 followers
Read
December 12, 2024
არაფერი არ იკარგება💛💛💛💛
(სამოსელის წაკითხვის მერე)
Profile Image for Eliza Beth.
112 reviews5 followers
October 17, 2014
"ჯადოქარს რაღა არ შეეძლო, მაღალ ბგერებზე მოზევითურო ნაყოფებისკენ ხტებოდა თითქოს, დაბალ ხმაზე კი სიოში თოვდა, ნისლი ეფინათ შორეულ ბაღებს, რაღაც ატება ღრმა ჭაში ჩანდა, გუბეზე წვრილად, მეჩხრულად წვიმდა, და ზღვათა ფსკერზე გატრუნულიყო უცხო ბუჩქნარი, მისჯილად სველი - რაღაცა იყო ფლეიტის ხმაში, მძინარე ბავშვის ნიკაპზე ჩამოღვენთილი ნერწყვივით მინდა..."
Profile Image for Kakha.
569 reviews
August 18, 2019
მოკრძალებით რომ ითქვას, ძალიან კარგი ნაწარმოებია "ვატერ(პო)ლოო...". მთელი ტექსტი მწერლის უნიკალური თხრობის სტილითაა გადმოცემული. გვერდიდან გვერდამდე მოქმედება ხომ საინტერესოდ ვითარდება და მოთხრობის სულ ბოლო ნაწილი მთლად არაჩვეულებრივია.
Profile Image for Niniko Shanshala.
1 review
July 7, 2025
“-მე მდიდარი ვარ,როგორც რომ ალბა.
შემართულ თავზე დაადეს ხელი
-შენ ღარიბი ხარ,როგორც იესო”❤️
და ბოლოს: “უპატრონო საფლავები არ არსებობენ,რადგანაც მიწა-ყველასია და,აეს ჰაერიც,მუდამ ირხევა… ხოლო სივრცეში არაფერი იკარგება,ეჰ.”
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
July 5, 2016
ძალიან, ძალიან კარგი ნაწარმოებია.. სხვა რა ვთქვა. ძალიან კარგად გამოსდის ამ კაცს ალეგორია. საოცრად ჰუმანისტური და თბილი, როგორც დოჩანაშვილს შეეფერება.
Displaying 1 - 16 of 16 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.