ცხოვრება შორეულ ჩრდილოეთში მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ბევრ ჩვენგანს წარმოუდგენია. რასაკვირველია, სტოკჰოლმი ცნობილია ლამაზი და შრომისმოყვარე ხალხით, ძლიერი ეკონომიკითა და დისციპლინით, მაგრამ სტოკჰოლმი ასევე, – სიგიჟე, ტკბილი ცხოვრების სიყვარული, ღარიბები, სასოწარკვეთილება, ნარკოტიკები, "არსაითი უსაქმურები", სიყვარული და მუსიკა. ბენი ტაქსის მძღოლია, რომლიც გადასახადებს ერიდება, "შავად" დაატარებს ხალხს და თან ნარკოტიკებს ეტანება. ერთ ღამეს, როცა ის ქალაქში ჩვეულ შემოვლაზეა, მანქანაში ერთი მაღალი ქერათმიანი ლამაზი ქალი ჩაუხტება. ქერათმიანს ჰანა ჰქვია და ვიღაცას გაურბის.